"კვლავ ადგილზეა" - მოურინიომ "კვარასა" და "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
შაბათს, 23 დეკემბერს, სერია A-ს მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში, "რომა" "ნაპოლის" მასპინძლობს. დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ნაპოლი" გასულ სეზონში ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. მართალია, რამდენიმე ფეხბურთელიც დაკარგეს, თუმცა ლიდერები კვლავ გუნდში არიან.

ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ წინააღმდეგ კარგად ვთამაშობდით. ბოლო თამაშში, სადაც დავმარცხდით, ვფიქრობ, შედეგი უსამართლო იყო. იმედი მაქვს, ამის გამო შურს ვიძიებთ.

"პარტენოპეის" შესანიშნავი შემტევები ჰყავს: "კვარა", რასპადორი, ოსიმენი, სიმეონე. ვხედავთ, რომ ისინი კვლავ ადგილზე არიან.

დიბალა? მისი ტრავმა სერიოზული არ არის, კარგადაა,
თუმცა ხვალ ვერ დაგვეხმარება.

მანჩინიმ ამ კვირას მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა, თუმცა ხვალ შემადგენლობაში იქნება", - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, "რომასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altმოურინიოს ფიქრები ხვიჩაზე, რუისთან ერთად შედეგიანი და მსაჯი კეთილი მოგონებებით - ისინი ოსიმენმა გააწამა...

altმოურინიოს პრემიერლიგაში დაბრუნების ვარიანტი გამოუჩნდა

alt"ამას მხოლოდ ჩემნაირი გიჟი გააკეთებს" - მოურინიო ანჩელოტის "რეალიდან" შესაძლო წასვლაზე

მკითხველის კომენტარები / 3 /
უკვე ეღადავებიან ამ პროვინციელ ქალს.ტიპშა არცხვენს მთლიანად ქვეყანას.მოაშორეთ ეს ქალი იტალიას.....
Master
00:06 23-12-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული