რა უთხრა მოურინიომ კვარას - იტალიელებმა ჟოზეს სიტყვები გაშიფრეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რომასა" და "ნაპოლის" მატჩის პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟოზე მოურინიოს ადგილი მცირე კამათს ჰქონდა.

იტალიური მედიის ცნობით, "რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინომ ქართველს მეტი პატივისცემის გამოჩენისკენ მოუწოდა.

altუხეშობა კვარაცხელიაზე და დიალოგი მოურინიოსთან - "რომასა" და "ნაპოლის" პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
კარგია ის რაც ამ სეზონში ხვიჩას ირგვლივ ხდება (არაპოზიტიური დროზევე უნდა გაანალიზოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს)!
ნუ გეშინიათ ვინც ხვიჩაზე ნერვიულობთ, წინა სეზონში უდიდესი წარმატების შემდეგ მის ირგვლივ ბევრი რამ მოხდა (პიროვნულად, პროფესიონალურად...),, რაც მისთვის მომავალში მნიშვნელოვანი იქნება!
ბევრ ცნობილ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან (თუნდაც იმ "პიჟონ" მოურინიოსთან) შეხვედრა/ურთიერთობა ნელ-ნელა სიძლიერეს შემატებს ხვიჩას.
ერთს გისურვებდი ხვიჩა: იარე შენი გზით!
თემური
24 დეკემბერი 2023 17:19
3
როგორ აღვიქვათ ჟოზეს სიტყვები? - 70000 კაცი გიყურებს და კოჭებში რომ მოგცხებენ და გაგამწარებენ, არ შეიმჩნიოო?!
ირაკლი
24 დეკემბერი 2023 03:02
6
როგორ მიყვარს ხვიჩა პიროვნულად როგორც თავმდაბალი კაცი და როგორ მრცხვენია
ხოლმე როგორც ქართველს ტყუილად რომ დაიწყებს კივილს თითქოს მართლა მაგრად ატკინეს. როგორც ჩანს პანიკური შიში აქვს ტკივილის და ვიდრე ატკენენ მანამდე განიცდის. ან ფსიქოლოგი აუყვანონ ან კრივზე ივარჯიშოს თავისუფალ დროს რომ ცოტა მუშტის მოხვედრას მიეჩვიოს და მიხვდეს რომ არაფერი საშიში არ არის. ჭკუის დამრიგებელი არ ჰყავს ვინმე? ამ დონის ფეხბურთელია და ძალაუნებურად ამახსოვრდება ყველას და თვალში ხვდება ეს ბავშვური წივილ-კივილი, თორემ
ვიღაც საშუალო დონის ფეხბურთელს არავინ მიაქცევდა ყურადღებას. ჩვენი რომ არის, მინდა რომ მაგაშიც კაცურად იქცეოდეს, როგორც სხვა რამეშია მაგარი კაცი. ასფალტზე ვთამაშობდი მთელი ბავშვობა, დაგლეჯილი გვქონდა უბანში ბიჭებს მუხლები, არავინ მახსოვს ასე პანიკაში ჩავარდნილი. მართლა რომ სტკიოდა ვინმეს და ცრემლი წამოსვლია, იმასაც მაშინვე იმშრალებდა და აგრძელებდა თამაშს. ხვიჩას კიდევ ოდნავ შეეხებიან და პანიკას ტეხავს. მამამისმა მაინც უთხრას რომ ტეხავს. გატუზო არ მახსოვს ოდესმე მოედანზე გაწოლილი. გატუზო კი არა ქართველი ფეხბურთელიც არავინ მახსოვს ოდნავ შეხებაზე ასეთი რეაქცია ჰქონოდეს. ხვიჩა იმუშავე მაგაზე რომ მოიშალო ეგ საქციელი. არ შეშვენის კაცს
და მითუმეტეს შენნაირ კარგ კაცს
სირცხვილია
24 დეკემბერი 2023 14:04
17
სირცხვილი შენი კომენტარია. არ უნდა ჩაარტყან და მორჩა. და რეაქცია როგორუც უნდა ისეთი ექნება და არა როგორც მაოურინიოს და შენ მოგეწონებათ.
სირცხვილიას
24 დეკემბერი 2023 16:09
7
თქვენ ბიძია ფეხბურთი სხვა სპორტში გერევათ.
თუ არ გააფორმა მეორეჯერაც ჩაარტყავენ.
ეგ გაფორმება ერთგვარი პრევენცია და მსაჯის გამოფხიზლებაა და ყველა მასე აკეთებს.
რა კაია ბიჭო-ჩამარტყამენ წამოვხტები,კიდე ჩამარტყამენ ისევ წამოვხტები...ფეხბურთია ფეხფეხი კი არა.
ისე ხვიჩას სიტყვები გაშიფრეს მეგრელებმა "დიფთხილე მუნდიო" უთქვია ჟოზესთვის
Levani
24 დეკემბერი 2023 14:35
13
ფეხში მორტყმაზე იყო 15 ყვითლიდან 2 მემგონი. აიჭრა მსაჯი აშკარად. კვარა დიდი ფეხბურთელია, ყველაფრის ფასად გამარჯვების მიღწევა უნდოდეს არაა ეგ კაცი და არც იმ ქვეყნიდანაა. შიში უნდა დაძლიოს და ფორმაში ჩადგეს
დავითი
24 დეკემბერი 2023 10:44
5
პატივისცემა უამრავი რამის ან ვინმეს მიმართ შეიძლება...თუ ადრესატი არ კონკრეტდება, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ უბრალოდ,მეტი ღირსებისკენ მოუწოდა... ამას ქართველი ქომაგები მოურინიოზე ბევრად ადრე და მეტი სიხშირით მოვუწოდებთ ხვიჩას, მაგრამ როგორც ჩანს, მას სხვაგვარად მოაზროვნე მრჩეველი ჰყავს და ეს მის თამაშზეც ისახება... ნაპოლის წაგება კი საკმაოდ პროგნოზირებადი ამბავი იყო, განსაკუთრებით მას მერე, რაც ლაურენტისმა ფეხბურთელების გაყიდვაში აღებული თანხებით სხვა ფეხბურთელების ყიდვის ნაცვლად ოსიმენს ხელფასი გაუორმაგა, - გუნდში უფრო არაჯანსაღი ატმოსფეროს შემქმნელი გადაწყვეტილების მიღება, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო...
ვოოტ
24 დეკემბერი 2023 02:14
7
სოსო-ს. კი მასეა.მოურინიოს ტაქტიკა იყო ყველანაირი საშუალებით მატჩის მოგება, მათ შორის სასტიკი უხეშობით და მიაღწია კიდეც. მსაჯი არ მგონია რომ შეგნებულად მოქმედებდა რომას სასარგებლოდ,მაგრამ ბოლოს მაინც ასე გამოვიდა. რაღაც შესაცვლელია ფეხბურთში ყვითელი ბარათების გარდა, ვიღაც წერდა 3 ყვითელის მერე პენალტიო. სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ არის ამაში რაღაც ლოგიკა. ასევე შესაცვლელია ზოგიერთი კომენტარის დამდების აზროვნებაც, რომლებიც გაიძახიან, თითქოს ხვიჩა სიმულიანტობდა, ალბათ საკუთარ თავზე უნდა გამოსცადონ ის ფეხებში ჩარტყმა, რომ მიხვდნენ თუ რამდენად მტკივნეულია და ასევე ფსიქოლოგიურად რა ძნელია.
დავით 67
24 დეკემბერი 2023 16:49
3
როცა მსაჯი არ გიცავს,იძულებული ხარ,თვითონ იყვირო,აქეთ მოიხედეო.ვოვა გუცაევმაც იცოდა ჩაყვინთვა,მაგრამ ყოველ ჩაყვინთვაზე,სულ ცოტა 7-8 არ დანიშნული ჯარიმა,ან პენალტი იყო.შედეგად,უამრავი ტრავმა და საავადმყოფოში გატარებული დღეები.მასზეც იძახდნენ,რუსები,აფერისტობსო.დღეს ყველა ასე იქცევა და ყველაზე კარგად ამ ხელოვნებას,იტალიელები ფლობენ.ასე რომ,მხოლოდ ხვიჩას ნუ მოვთხოვთ,ანგელოზობას.რომაელების ტაქტიკა,სწორედ ანგარიშიანი უხეშობით,მეტოქის თამაშის დაშლა იყო.მსაჯმა ისინი,ორ,სამ ეპიზოდში,მეორე ყვითელზე დაინდო და ამით ფეხბურთელები,კიდევ უფრო წააქეზა.პოლიტანოც და ოსიმენიც,თავდამსხმელები არიან და და დაუსჯელი უხეშობის გამო,სწორედ ისინი აფეთქდნენ,რაც წითელ ბარათებად დაუჯდათ.კომენტატორებს გაუკვირდათ,რატომ აიკიდაო,წითელი პოლიტანომ.სწორედ იმიტომ,რომ მსაჯმა დროზე არ ჩასტვინა და ბრაზმა თავში აასხა.მეტოქემ ხელით დაიჭირა და არაფრით გაუშვა,ეს კი, ულაპარაკო ყვითელი იყო.
სოსო
24 დეკემბერი 2023 11:43
1
ყველა გამოხმაურება
სწორადაც უყვირა. ბასტა! მორჩი ამ მაიმუნობასასა და ჯამბაზობასო.
KOSTAKURTA
24 დეკემბერი 2023 01:51
45
და სად იმაიმუნა ხომ ვერ გვეტყვით???
აბა “ექსპერტო” გაგვიმხილე!!!
24 დეკემბერი 2023 01:56
4
ნუ მაიმუნობ რაღაცეებს , კაცის მაგვარი აზრები მაინც აფრქვიე,
ალეკო
24 დეკემბერი 2023 02:35
0
და კვარამ რა უთხრა, ეს ვერ გაშიფრეს?
დავით 67
24 დეკემბერი 2023 02:12
2
პატივისცემა რა შუაშია?? ნუ კოტრიალობ მინდორზეო თუ თამაშობ ითამაშეო სხვა რა იყო სათქმელი??
გიო
24 დეკემბერი 2023 13:58
9
უკვე მაგარი სირცხვილია ესე სისტემატიურად უაზრო კოტრიალი. აღარც თამაში,,,,, აღარც ვაჟკაცური სული, მხოლოდ იაფფასიანი მსახიობობა ცუდი საყურებელია
kaka
24 დეკემბერი 2023 02:35
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული