რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში "რომამ" "ნაპოლის" უმასპიძლა და 2:0 დაამარცხა.

"პარტენოპეის" ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, შემდეგ კი თამაშში რასპადორი ჩაერთო.

უცხოურმა პორტალმა Whoscored-მა "კვარას" 6.4 ქულა დაუწერა, Sofascore-მა 7.0, Flashscore-მა კი 6.7.

„ნაპოლი“ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 29 დეკემბერს „მონცას“ უმასპინძლებს.

altკვარაცხელიას დიალოგი მოურინიოსთან - ორკაცნკლული "ნაპოლი" "რომასთან" დამარცხდა [VIDEO]

altრა უთხრა მოურინიომ კვარას - იტალიელებმა ჟოზეს სიტყვები გაშიფრეს [VIDEO]

altუხეშობა კვარაცხელიაზე და დიალოგი მოურინიოსთან - "რომასა" და "ნაპოლის" პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 13 /
ასეთი ცემა-ტყეპა კარგი ხანია არ მინახავს, კიდევ კარგად ითამაშეს.
1) პირდაპირი დირექტივა ქონდათ, მოეკლათ ფლანგის მოთამაშეები და ნეაპოლელები ამას პირველ 10 წუთში მიხვდნენ.
2)პოლიტანოს ნერვებმა უმტყუნა, რადგან მთელი თამაში ფეხებში ურტყეს.
3) კვარა ტრავმის შიშით ვერ გარბოდა, დარწმუნებული ვარ მძიმე ტრავმით დასრულდებოდა მისი დრიბლინგი.
4) ოსიმენი ფლანგების გარეშე 20 % -იც არ არის.
ასეთ სიტუაციაში დარწმუნებული ვარ, ნორმალური მსაჯი მინიმუმ ორ რომაელს გაუშვებდა გასახდელში. დილორენცოს გაშლილი ფეხი მოხვდა კოჭში გამეტებით, აბა წითელი რაღა არის?
ბ. მ
25 დეკემბერი 2023 11:36
0
ეჰჰ ხვიჩუნი ....
!!!!
24 დეკემბერი 2023 16:47
4
ნაპოლი არის დაუკოპლექტებელი გუნდი სუსტი მწვრთნელით. ასეთ პირობებში რომ კვარას თავის გამოჩენა უჭირს, ისევე როგორც ოსიმენს, სულაც არ ნიშნავს რომ ან კვარა ან ოსიმენი ტოპ ფეხბურთელები არ არიან . როდესაც იცი,რომ შენი გუნდის დაცვა ასეთი სუსტია, დრიბლინგზე წასვლას ვერ რისკავ, რადგან იცი თუ არ გამოგივიდა ეს დიდი ალბათობით გოლად დაჯდება. და ჹუ მიდიხარ დრიბლინგზე მაინც, ამას საჭირო თავდაჯერებით ვეღარ აკეთებ. ამის გარდა მოწინააღმდეგეს საშუალება აქვს მთელი ყურადღება კვარას და ოსიმენის განეიტრალეაზე გადაიტანოს, რადგან დანარჩენები არაფრის გამკეთებლები არიან - ნახევარდაცვა ძალიან სუსტია.
დე ლაურენტისს მოუწევს გააძლიეროს შემადგენლობა, ის ვერ დაუშვებს რომ გაისად გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშოს.მოსალოდნელიც იყო რომ კვარასთვის და მთელი გუნდისათვის ეს წელი იქნებოდა ძალიან რთული, შეუდარებლად უფრო რთული ვიდრე შარშანდელი.
არტ
24 დეკემბერი 2023 11:53
4
ხელსაყრელ მომენტებსაც რო ვერ იყენებს, გამამწვავებელ პასებსაც რო ვერ აკეთებს,ეტყობა მაგ დროსაც საკუთარი გუნდის მცველების სისუსტეზე ფიქრობს.DD პოლიტანო ბევრად უფრო ამწვავებს შეტევებს ვიდრე კვარაცხელია,უნდა ვთქვათ ის რაც სიმართლეა და სულ სხვებს არ უნდა ვაბრალოთ.
დავით ს
24 დეკემბერი 2023 14:31
3
ხვიჩა უძლიერესი ფეხბურთელია და ზედმეტი მოთხოვნები ნუ გაქვთ. ნაპოლი ვერ თამაშობს და შესაბამისად ხვიჩამ მარტო რა უნდა ქნას. მისი ეშინიათ და მასზე ნადირობენ. ერთადერთი მსოფლიო დონის მოთამაშე გვყავს და შევიფეროთ.
v
24 დეკემბერი 2023 09:59
12
ზედმეტი მოთხოვნები ისევ ხვიჩასგან გამომდინარე გვაქვს, თორემ თავიდანვე რომ "სტანდარტულად" დაეწყო არც მოყვებოდა მაგის თამაშებს ამდენი გამოხმაურება.
თუ ტოპ ფეხბურთელობაზე და ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, ყოველთვის შესაბამისად უნდა ითამაშო (ეცადო მაინც), აბა კალიარისთან შეიძლება ბევრი იყოს ლიდერიც და ტოპიც...
..
24 დეკემბერი 2023 11:12
3
პირველად იყო როცა კვარასგან არც გოლი მაინტერესებდა და არც მაგარი თამაში, არ დამტვრეულიყი მეშინოდა და რომ შეცვალა ამოვისუნთქე, ფეხბურთი არ იყო ჰოკეის უფრო გავდა.
Givi
24 დეკემბერი 2023 09:59
4
მართალი ხარ ძმა,ეხლა შენთან 4 ლაიქია და 5 დისლაიქი.დისლაიქების ავტორებს მივმართავ.მე კვარას ისეთი თავგადაკლული ფანი ვარ რომ ერთ თამაშს არ ვაცდენ.მაგრამ ვაღიაროთ რომ დღეს ჩვენი ბიჭი რისკიანი ნაკლებად იყო და არ გამოუვიდა თამაში
ზაზას
24 დეკემბერი 2023 03:08
3
მაშინ ისიც თქვი,მოედანზე ფეხბურთს თამაშობდნენ?რამდენიც კაცზე მივიდა,იმდენი დაარტყეს.აგერ კაცს,10 მილიონი დაუნიშნეს, მანაც ვერ აიტანა ამდენი უხეშობა და თვითონ გახდა გასაძევებელი.პოლიტანოც ნერვებს აჰყვა და გააგდეს...მაინც და მაინც ხვიჩასაც წითელი უნდა მიეღო?მოურინიომ,სწორედ უხეში თამაშის ტაქტიკაზე ააგო,თამაშის გეგმა და მსაჯმაც ამისი უფლება მისცა,რადგან რომაელებს,რამდენჯერმე აპატია და მეორე ყვითელი აღარ უჩვენა,ნეაპოლელები კი,გაიმეტა,თუმცა სრულიად დამსახურებულად.თვითონ ნაპოლიც რომ ნგრევის გზაზეა,ამაზე უკვე ნათქვამი მაქვს და დე ლაურენტისი,ამას ხელს რომ უწყობს,ამაზეც,ამიტომ აქ აღარაფერს ვიტყვი.
სოსო
24 დეკემბერი 2023 11:10
2
არც ერთი გუნდის არც ერთ ფეხბურთელს არ უთამაშია დამაკმაყოფილებლადაც კი.ასეთი თამაში,სადაც ორი ტაიმი არაფერი ხდებოდა უხეშობების გარდა,არც მახსოვს როდის ვნახე ბოლოს.
მირო
24 დეკემბერი 2023 02:32
1
Ხვიჩა, დღეს ვერ იყო ვარსკვლავი. Მოედანზე თავისთვის დაფარფატებდა.
Ზაზა
24 დეკემბერი 2023 02:14
17
შენ ვერასოდეს დაინახავ იმიტომ რომ არ გინდა
გიორგის
24 დეკემბერი 2023 09:47
10
როდია არია ხოლმე ვარსკვლავი ჩვენც რო ვნახოთ?
გიორგი
24 დეკემბერი 2023 02:41
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული