"გულახდილი ვიქნები, გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მე დეტალები არ ვიცი, თუმცა ჩემთვის, პირადად, ცოტა გაუგებარია რატომ წავიდა "მეციდან", იქ სადაც თამაშობდა. მართალია, უმაღლეს ლიგაში ახალი აღზევებული გუნდი იყო, თუმცა ძირითადის მოთამაშე და ლიდერი იყო. ცხადია, რომ როცა "აიაქსი" შენით ინტერესდება და ამხელა თანხას
"აიაქსიც" მგონი, ეს ის გუნდიც აღარ არის, რაც ბოლო პერიოდში გვახსოვდა. საბოლოო ჯამში, იმ დონის გუნდი არ არის, რაც ჩანს, თუმცა არც ისეთი სუსტია რომ თასზე მესამე ლიგის გუნდთან აგებდეს და ჩემპიონატში ასე გამოიყურებოდეს", - განაცხადა კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, გავლენიანი ამერიკული გამოცემის, ESPN-ის ცნობით, მიქაუტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე 6-თვიანი იჯარით "მეცში" დაბრუნდება, თუმცა ფრანგებს გიორგის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.
"ეს იყო შეცდომა, ადამიანური გადაცდენა..." - ლევან კობიაშვილი
წარმომიდგენია უარი რომ ეთქვა "აიაქსში" გადასვლაზე რა ამბავი ატყდებოდა საქართველოში, მით უფრო, თუ "მეცშიც" რაღაც "ისე ვერ იქნებოდა"...
ჰოდა, ამ ერთ დროს კარგმა ფეხბურთელმა, ლ.კობიაშვილმა უნდა იცოდეს და დაფიქრდეს მაინც, რომ ფედერაციის პრეზიდენტები რომ პოლიტიკაში "გადადიან", პარლამენტის წევრები და კანონმდებლები არიან, ეს უფრო მეტად "საკვირველია", ვიდრე ისეთ სახელოვან კლუბში გადასვლა, როგორიც მეცია და რომლის ხემძღვანელობაც ისეთ თანხას იხდის, რომ "მეციც" მონდომებულია ...