"გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მაგრამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ წავიდა "მეციდან" - კობიაშვილმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე-ს" პირდაპირ ეთერში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, გაუკვირდა, როდესაც ფეხბურთელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მეცი" დატოვა და სათამაშოდ ჰოლანდიის ერედივიზიონში გადავიდა.

"გულახდილი ვიქნები, გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მე დეტალები არ ვიცი, თუმცა ჩემთვის, პირადად, ცოტა გაუგებარია რატომ წავიდა "მეციდან", იქ სადაც თამაშობდა. მართალია, უმაღლეს ლიგაში ახალი აღზევებული გუნდი იყო, თუმცა ძირითადის მოთამაშე და ლიდერი იყო. ცხადია, რომ როცა "აიაქსი" შენით ინტერესდება და ამხელა თანხას
იხდის, რაღაც ინტერესი შენც, როგორც მოთამაშეს გაქვს, თუმცა თუ რეალურად შევხედავთ, ლიგა 1-ის დონე გაცილებით უკეთესია და ჯობია, ვიდრე ჰოლანდიის.

"აიაქსიც" მგონი, ეს ის გუნდიც აღარ არის, რაც ბოლო პერიოდში გვახსოვდა. საბოლოო ჯამში, იმ დონის გუნდი არ არის, რაც ჩანს, თუმცა არც ისეთი სუსტია რომ თასზე მესამე ლიგის გუნდთან აგებდეს და ჩემპიონატში ასე გამოიყურებოდეს", - განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, გავლენიანი ამერიკული გამოცემის, ESPN-ის ცნობით, მიქაუტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე 6-თვიანი იჯარით "მეცში" დაბრუნდება, თუმცა ფრანგებს გიორგის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

alt"ეს იყო შეცდომა, ადამიანური გადაცდენა..." - ლევან კობიაშვილი

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

altლევან კობიაშვილი: ეს არ უნდა მომხდარიყო - ჩასაფრებული ადამიანები ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს

მკითხველის კომენტარები / 37 /
გამხნევების და რჩევის მაგივრად, დამწვარზე მდუღარე დაასხა.
ეეე
01 იანვარი 2024 15:26
2
მსოფლიო ფეხბურთის ჯადოქარო და ქართული პარლამენტის ლეგენდავ - ფედერაციის უდიდესო პრეზიდენტო კალაძის საძმოდან
ვინ წეიღო
24 დეკემბერი 2023 23:24
17
სათაური რომ წავიკითხე რატომღაც მეგონა გაგრძელება იქნებოდა, ახალგაზრდულს რომ არ დაეხმარა და გამოთქვავს წუხილს ))) თურმე ტრანსფერს განიხილავს/აკრიტიკებს!! ყოჩაღ, აი სულ შენი საქმეა ეგ, სხვა ყველაფერი კარგად გაქვთ!! ტოტალიზატორ-ლიგა როგორაა? რომელ ადგილზე ვართ ევროპაში? წინსვლა გვაქვს შენს პერიოდში? …
!
24 დეკემბერი 2023 23:04
14
ხორვატიის ნაკრებს რა ლამაზი "გოლი" გაიტანე, ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება... )))
....
24 დეკემბერი 2023 22:48
9
დიზლაიკებს რატომ წერთ? )) მომხდარი როდის უნდა აღვიქვათ სწორად?
....
30 დეკემბერი 2023 17:18
1
გაუტანე
....
24 დეკემბერი 2023 22:59
2
გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყანაში გაიზარდა, როგორც ემიგრანტი - ის თავის სამშობლოზე უფრო მეტად არის შეყვარებული ვიდრე ბევრი ვაი სპორტსპენი, თავს დებს როგორც კლუბში, ისე ნაკრებში, ყველგან დადებითი პიროვნების სახელს ტოვებს (რა მისი ბრალია რომ ცუდი დღე უდგას აიაქს). მეორე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რომ გვქვია და რჩევა დარიგებებს ეკრანიდან ან პრესის მეშვეობით რომ იძლევი - ნუთუ არავინ გამოჩნდა ამ ფედერაციაში ისეთი, თუ მართლაც ამ ნაბიჯს შეცდომად უთვლიაენ - დაერეკათ მისთვის და მეგობრული რჩევა ან სიტუაციური ანალიზი შეეთავაზებინათ (თვეობით უთამაშებელი ნაკრების ფეხბურთელი - ნუთუ მათი თვალთახედვის საგანი არაა?). რაღაც უშუალო ღვაწლი ხომ შეიძლება ფედერაციასაც ჰქონდეს ნაკრების წევრებთან მიმართებით (ბედად გიორგის მსგავსად - წიტაიშვილი გამოგვიჩნდა, იქ ვოლკოვი, ხვიჩაც ფაქტიურად ყურადღების ცენტრს მიღმა იყო, ავსტრალიაშიც თამაშობს ქართველი ემიგრანტი ზარანდია მგონი და ასეთ ადამიანებს ყურადღება უნდა მიექცეს, თუგინდ ნაკრებში ვერ ხვდებოდნენ) - თვითონ შექმნა თავი და ამ დროს ფედერაცია უნდა ადევნებდეს პოტენციურ ნაკრების წევრებს და კონტაქტებით თუ ვერ შველიან, რჩევის სახით მაინც დაელაპარაკონ). აი ამ მხრივ თემურ ქეცბაია - კაცია კაცური, სადაც შეეძლო - სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვის ყოველთვის საქმით იდგა გვერდში, მოედანზეც იხარჯებოდა და მოედნის მიღმაც.
ჟორჟ
24 დეკემბერი 2023 21:47
7
ვათანხმები კობის
ლექსო
24 დეკემბერი 2023 21:17
16
"გადაბრუნდა ურემი" და გამოჩნდა გზა, ოღონდ გზა არა, გზები ...
წარმომიდგენია უარი რომ ეთქვა "აიაქსში" გადასვლაზე რა ამბავი ატყდებოდა საქართველოში, მით უფრო, თუ "მეცშიც" რაღაც "ისე ვერ იქნებოდა"...
ჰოდა, ამ ერთ დროს კარგმა ფეხბურთელმა, ლ.კობიაშვილმა უნდა იცოდეს და დაფიქრდეს მაინც, რომ ფედერაციის პრეზიდენტები რომ პოლიტიკაში "გადადიან", პარლამენტის წევრები და კანონმდებლები არიან, ეს უფრო მეტად "საკვირველია", ვიდრე ისეთ სახელოვან კლუბში გადასვლა, როგორიც მეცია და რომლის ხემძღვანელობაც ისეთ თანხას იხდის, რომ "მეციც" მონდომებულია ...
ესეც გზა !
24 დეკემბერი 2023 19:44
8
სრულად ვეთანხმები კომენტარს და გოგიას გამოხმაურებასაც!
ვეთანხმები გოგიას
24 დეკემბერი 2023 23:57
2
სრულად ეთანხმები კომენტარს და გოგიას გამოხმაურებასაც!
ვეთანხმები გოგიას
24 დეკემბერი 2023 23:56
2
ყველა გამოხმაურება
რაოდენ სამწუხაროც არ იყოს გამოჩნდა რომ მიქაუტაძე არის მეორე ლიგის დონის მოთამაშე, დიდი განსხვავებაა სისწრაფესა და ტაქტიკაში და სწორად ამას ვერ აჰყვა, 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ მეცში ძველებურად ვერ ათამაშდება, ლიგა1 გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ერედევიზიონი, თან უფრო ძალისმიერია. მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ ჩემეული ხედვა ასეთია
მამუკა
24 დეკემბერი 2023 18:29
38
თუ მიქაუტაძე მეორე ლიგის მოთამაშეა , ,აში ამ ფორმაციის აიაქსი საქართველოს *ჭ* ლიგაშიც არ იმსახურებს თამაშს.
კახაბერი
01 იანვარი 2024 16:32
0
ფეხბურთისთვისაც მოიცალა? პარლამენტში ძალიან დაკავებულია, პარლამენტარის მძიმე ჯვარს ატარებს ქვეყნისთვის დამაშვრალი
სად წევიდა?
24 დეკემბერი 2023 16:15
24
თუ გიორგის რამის თავი ჰქონდა, მეოთხე ლიგის გუნდისთვის უნდა გაეტანა,ახლა ვეღარავის ვეღარ დაადანაშაულებს ვერაფერში,აგერ ხვიჩას აკრიტიკებენ ყველა თამაშში გოლი რატომ არ გაგაქვსო?თან სად იტალიის უმაღლეს ლიგაში!!!
!!!
24 დეკემბერი 2023 16:03
32
გიოს რომ რაიმეს კი არა ძალიანაც ბევრის თავი აქვს, ლიგა ორშიც დაამტკიცა და რაც მთავარია ლიგა ერთშიც, სადაც სამ თამაშში ორი გოლი და ერთი ასისტი ქონდა! უბრალოდ აიაქსში ყველაფერი გააკეთეს რომ ფორმიდან ამოვარდნილიყო და თან არცერთხელ თავის ადგილზე არ ათამაშეს. ცენტრალურ მცველად დაეყენებინათ ბარემ!ძალიანაც კარგი მაგ ორღობის გუნდიდან რომ მიდის!
კაი ერთი
24 დეკემბერი 2023 17:48
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული