"გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მაგრამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ წავიდა "მეციდან" - კობიაშვილმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე-ს" პირდაპირ ეთერში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, გაუკვირდა, როდესაც ფეხბურთელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მეცი" დატოვა და სათამაშოდ ჰოლანდიის ერედივიზიონში გადავიდა.

"გულახდილი ვიქნები, გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მე დეტალები არ ვიცი, თუმცა ჩემთვის, პირადად, ცოტა გაუგებარია რატომ წავიდა "მეციდან", იქ სადაც თამაშობდა. მართალია, უმაღლეს ლიგაში ახალი აღზევებული გუნდი იყო, თუმცა ძირითადის მოთამაშე და ლიდერი იყო. ცხადია, რომ როცა "აიაქსი" შენით ინტერესდება და ამხელა თანხას
იხდის, რაღაც ინტერესი შენც, როგორც მოთამაშეს გაქვს, თუმცა თუ რეალურად შევხედავთ, ლიგა 1-ის დონე გაცილებით უკეთესია და ჯობია, ვიდრე ჰოლანდიის.

"აიაქსიც" მგონი, ეს ის გუნდიც აღარ არის, რაც ბოლო პერიოდში გვახსოვდა. საბოლოო ჯამში, იმ დონის გუნდი არ არის, რაც ჩანს, თუმცა არც ისეთი სუსტია რომ თასზე მესამე ლიგის გუნდთან აგებდეს და ჩემპიონატში ასე გამოიყურებოდეს", - განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, გავლენიანი ამერიკული გამოცემის, ESPN-ის ცნობით, მიქაუტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე 6-თვიანი იჯარით "მეცში" დაბრუნდება, თუმცა ფრანგებს გიორგის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

alt"ეს იყო შეცდომა, ადამიანური გადაცდენა..." - ლევან კობიაშვილი

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

altლევან კობიაშვილი: ეს არ უნდა მომხდარიყო - ჩასაფრებული ადამიანები ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს

მკითხველის კომენტარები / 37 /
სიმართლე გითხრა მეც გამაკვირვა შენმა გადაწყვეტილებამ, დაქცეული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დეპუტატობა რომ მოინდომა, ისიც თავის უბანში ძლივს მოუგო მეცოცხე მელიას, მთელი ცხოვრება გერმანიაში იცხოვრე და რაღა ვლადიკავკაზში გატარებულმა 1 წელმა გადაწონა, სად გინახია გერმანიაში ფედერაციის პრეზიდენტი დეპუტატად მიძვრებოდეს, ფედერაციაში კი ბიუჯეტის მჭამელთა კლანს ტოვებდეს თავისი უწიგნური ძმაკაცების სახით, გუნდები ბეჩავ კონფერენც ლიგაზე ვერ გადიან, ნაკრაბმა ძლივს სანაკრებო ბეჩავ ლიგაზე რაღაცას მიაღწია 1 ფეხბურთელის დამსახურებით, რომელიც 30 წელში ერთხელ იბადება და დაიბადება არა თქვენი დამსახურებით და იმ ფეხბურთელსაც ორივეჯერ თამაში აუკრძალით თქვენი დილეტანტობით, ნაკრების მწვრთნელად სტაჯიორი ჩამოიყვანეთ, კაპიტნად კი მყარად გყავთ ცისარტყელა
llcl
24 დეკემბერი 2023 14:42
11
აბა, რაა. ამ დროს, დომენტიე სიჭინავას დროს ფეხბურთი ყვაოდა. რომ მოხვედი, რას მოხვედი, დომენტიეს აყვავებული ფეხბურთი რომ დაგვიგციე. გერმანიაში გინახია ეგეთი რამე?
პ.ს. ძმაო ლისი, გერმანიას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მარშალის გეგმა შეუდგინეს, ფული მისცეს და აკონტროლებდნენ გზაზე რომ არ გადაეხვია. გაგიკვირდება და ხალხიც თავდახრილი მუშაიობდა. ჩვენ ომის წაგების მერე, ჯერ 4 (თუ 5) მილიარდი მოგვცეს, რომელიც სად დაიხარჯა დღემდე არ ვიცით და პლიუს ბუშის წასვლის მერე ფაქტიურად დაგვაბოიკოტეს. რა ერქვა ახალ გეზს, შემახსენე? გადატვირთვაო, ხომ? თუ მეშლება გამისწორე.
პ.ს.ს. არავის არ ვამართლებ. ვთვლი, რომ ქართული ფეხბურთი მეტს იმსახურებს. უბრალოდ ნახევრად სიმართლე არ მიყვარს.
პატივისცემით
24 დეკემბერი 2023 15:52
19
1000%
გიორგი
24 დეკემბერი 2023 14:56
0
ყველა გამოხმაურება
მსოფლიო ფეხბურთის ჯადოქარო და ქართული პარლამენტის ლეგენდავ - ფედერაციის უდიდესო პრეზიდენტო კალაძის საძმოდან
ვინ წეიღო
24 დეკემბერი 2023 23:24
17
ფეხბურთისთვისაც მოიცალა? პარლამენტში ძალიან დაკავებულია, პარლამენტარის მძიმე ჯვარს ატარებს ქვეყნისთვის დამაშვრალი
სად წევიდა?
24 დეკემბერი 2023 16:15
24
"გადაბრუნდა ურემი" და გამოჩნდა გზა, ოღონდ გზა არა, გზები ...
წარმომიდგენია უარი რომ ეთქვა "აიაქსში" გადასვლაზე რა ამბავი ატყდებოდა საქართველოში, მით უფრო, თუ "მეცშიც" რაღაც "ისე ვერ იქნებოდა"...
ჰოდა, ამ ერთ დროს კარგმა ფეხბურთელმა, ლ.კობიაშვილმა უნდა იცოდეს და დაფიქრდეს მაინც, რომ ფედერაციის პრეზიდენტები რომ პოლიტიკაში "გადადიან", პარლამენტის წევრები და კანონმდებლები არიან, ეს უფრო მეტად "საკვირველია", ვიდრე ისეთ სახელოვან კლუბში გადასვლა, როგორიც მეცია და რომლის ხემძღვანელობაც ისეთ თანხას იხდის, რომ "მეციც" მონდომებულია ...
ესეც გზა !
24 დეკემბერი 2023 19:44
8
ობიექტური კომენტარი გაქვთ
გოგია
24 დეკემბერი 2023 21:59
1
სრულად ვეთანხმები კომენტარს და გოგიას გამოხმაურებასაც!
ვეთანხმები გოგიას
24 დეკემბერი 2023 23:57
2
ყველა გამოხმაურება
წარსულს უკან ვერ დავაბრუნებთ. მთავარია მეცში ძველებურად ათამაშდეს!
ლაშა
24 დეკემბერი 2023 15:57
0
სათაური რომ წავიკითხე რატომღაც მეგონა გაგრძელება იქნებოდა, ახალგაზრდულს რომ არ დაეხმარა და გამოთქვავს წუხილს ))) თურმე ტრანსფერს განიხილავს/აკრიტიკებს!! ყოჩაღ, აი სულ შენი საქმეა ეგ, სხვა ყველაფერი კარგად გაქვთ!! ტოტალიზატორ-ლიგა როგორაა? რომელ ადგილზე ვართ ევროპაში? წინსვლა გვაქვს შენს პერიოდში? …
!
24 დეკემბერი 2023 23:04
14
გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყანაში გაიზარდა, როგორც ემიგრანტი - ის თავის სამშობლოზე უფრო მეტად არის შეყვარებული ვიდრე ბევრი ვაი სპორტსპენი, თავს დებს როგორც კლუბში, ისე ნაკრებში, ყველგან დადებითი პიროვნების სახელს ტოვებს (რა მისი ბრალია რომ ცუდი დღე უდგას აიაქს). მეორე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რომ გვქვია და რჩევა დარიგებებს ეკრანიდან ან პრესის მეშვეობით რომ იძლევი - ნუთუ არავინ გამოჩნდა ამ ფედერაციაში ისეთი, თუ მართლაც ამ ნაბიჯს შეცდომად უთვლიაენ - დაერეკათ მისთვის და მეგობრული რჩევა ან სიტუაციური ანალიზი შეეთავაზებინათ (თვეობით უთამაშებელი ნაკრების ფეხბურთელი - ნუთუ მათი თვალთახედვის საგანი არაა?). რაღაც უშუალო ღვაწლი ხომ შეიძლება ფედერაციასაც ჰქონდეს ნაკრების წევრებთან მიმართებით (ბედად გიორგის მსგავსად - წიტაიშვილი გამოგვიჩნდა, იქ ვოლკოვი, ხვიჩაც ფაქტიურად ყურადღების ცენტრს მიღმა იყო, ავსტრალიაშიც თამაშობს ქართველი ემიგრანტი ზარანდია მგონი და ასეთ ადამიანებს ყურადღება უნდა მიექცეს, თუგინდ ნაკრებში ვერ ხვდებოდნენ) - თვითონ შექმნა თავი და ამ დროს ფედერაცია უნდა ადევნებდეს პოტენციურ ნაკრების წევრებს და კონტაქტებით თუ ვერ შველიან, რჩევის სახით მაინც დაელაპარაკონ). აი ამ მხრივ თემურ ქეცბაია - კაცია კაცური, სადაც შეეძლო - სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვის ყოველთვის საქმით იდგა გვერდში, მოედანზეც იხარჯებოდა და მოედნის მიღმაც.
ჟორჟ
24 დეკემბერი 2023 21:47
7
იმას, რომ იძახით არ უნდა წასულიყოო, იმაზე რატო არ ფიქრობთ, თავად მეცი დაიტოვებდა ფეხბურთელს, რომელშიც 18 მლ-ს იხდიან? კიდე როდის ეღირსება მეცი ამხელა თანხად ფეხბურთელის გაყიდვას?
rrr
01 იანვარი 2024 15:31
0
გამხნევების და რჩევის მაგივრად, დამწვარზე მდუღარე დაასხა.
ეეე
01 იანვარი 2024 15:26
2
ყველამ ნახეთ ალბათ ორშაბათობაში იუთუბზე სტუმრად რომ იყო.. ამ კაცს ლოგიკაში ძალიან უჭირს. ეჰ.. ეს როპ პრეზიდენტი იქნება :/
ilar10N YouTube
01 იანვარი 2024 16:25
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული