"გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მაგრამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ წავიდა "მეციდან" - კობიაშვილმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე-ს" პირდაპირ ეთერში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, გაუკვირდა, როდესაც ფეხბურთელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მეცი" დატოვა და სათამაშოდ ჰოლანდიის ერედივიზიონში გადავიდა.

"გულახდილი ვიქნები, გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მე დეტალები არ ვიცი, თუმცა ჩემთვის, პირადად, ცოტა გაუგებარია რატომ წავიდა "მეციდან", იქ სადაც თამაშობდა. მართალია, უმაღლეს ლიგაში ახალი აღზევებული გუნდი იყო, თუმცა ძირითადის მოთამაშე და ლიდერი იყო. ცხადია, რომ როცა "აიაქსი" შენით ინტერესდება და ამხელა თანხას
იხდის, რაღაც ინტერესი შენც, როგორც მოთამაშეს გაქვს, თუმცა თუ რეალურად შევხედავთ, ლიგა 1-ის დონე გაცილებით უკეთესია და ჯობია, ვიდრე ჰოლანდიის.

"აიაქსიც" მგონი, ეს ის გუნდიც აღარ არის, რაც ბოლო პერიოდში გვახსოვდა. საბოლოო ჯამში, იმ დონის გუნდი არ არის, რაც ჩანს, თუმცა არც ისეთი სუსტია რომ თასზე მესამე ლიგის გუნდთან აგებდეს და ჩემპიონატში ასე გამოიყურებოდეს", - განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, გავლენიანი ამერიკული გამოცემის, ESPN-ის ცნობით, მიქაუტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე 6-თვიანი იჯარით "მეცში" დაბრუნდება, თუმცა ფრანგებს გიორგის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

alt"ეს იყო შეცდომა, ადამიანური გადაცდენა..." - ლევან კობიაშვილი

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

altლევან კობიაშვილი: ეს არ უნდა მომხდარიყო - ჩასაფრებული ადამიანები ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს

მკითხველის კომენტარები / 37 /
Დეტალურად დავასაბუთე რატომ არ უნდა წასულიყო მიქაუტაძე აიაქსი და ვთხოვდი არ გადაედგა ეგ ნაბიჯი, მაგრამ ...... Არავინ ბეჭდავდა ჩემ კომენტარებს!
1234....
03 იანვარი 2024 16:21
0
ერთი ჰკითხეთ კობიაშვილს: ვლადიკავკაზის „ალანია“-ში რა უნდოდა?!
ზურიე
03 იანვარი 2024 15:34
1
უკაცრავად მაგრამ, კობი შენთვის თუ გაუგებარია ჩვენ რაღა ვთქვათ? სირცხვილია შენგან ამის აღიარება. შენი უშუალო მოვალეობა ზუსტად ისეთი რამეების კურსში ყოფნაა რაც საქართველოს ნაკრებს წაადგება!
ვაჟა მასწავლებელი
03 იანვარი 2024 15:30
0
კობიაშვილის ადგილი არის პარლამენტშიიი...დაანებოს თავი ამ ფეხბურთს...
ზურა
02 იანვარი 2024 19:14
0
კომენტარებს გადავხედე და ზოგს ჯერა ჯერ კიდევ რომ ახალგაზრდულში რო არ ითამაშა მართლა პირადად თავისი გადაწყვეტილი იყო ეგ ამბავი, არადა ხვიჩაც და ჟორჟიც ყველა ინტერვიუში თუ ვიდეოკლიპში მაგ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ლაპარაკობდნენ და რა მოხდა ბოლო 12 სააათში , გათენდა თუ არაა ნახევარი სააათის ინტერვალში ორივეს პირად ფეისბუქზე კოპირებული ტექსტები დაიწერა რო თურმე ვერ ითამაშებდნენ, ვერ ითამაშებდნენ კი არა ესენი რო გამოეძახებინათ მაგათ გამო ორი სხვა სიიის მიღმა რჩებოდნენ და მერე ისენი გასაყიდად უნდოდათ , უამრავი აგენტი ესწრებოდა თან ამ ტურნირს, ანუ ის კი არ იყო მნიშვნელოვანი რომ რაც შეიძლება ძლიერი და ბომბა ბაკრები გვყილოდა და მართლა სერიოზული შედეგი დაგვედო არენ ვუღაცის პირადი კარიერა მოყომარებულიყო და ვიღაცას რაღაცა მაყუთი გაეჭრა, ჟურნალისტებიც იყო რო ტვუბს ბურღავდნენ და თავს იკლავდნენ რომ არ უნდა ეთამაშა ამ ფეხბურთელებს არანაირაფ იმიტომ რომ თურმე საფრანგეთი და იტალია და ესპანეთი ამ ტურნირებს არ აღიქვამდა სერიოზულად, ანუ საქართველოს ადარებდნენ ამ ბობოლებს წარმოვიდგენიაათ, მპამპეს არ იძახებენო და ჩვენც ხვიჩა რატო უნდა გამოვიძახოთო, აი აზროვნების კოეფიციენტს დაუკვირდით? რაც შეეხება აიაქს , აქაც ისე წერს ზოგი აიაქსის თანამში არ უნახია, მითუმეტეს თასის თამაში და აცდენილია ისე რეალობას და აზრი არ აქ ახსნას, კობიაშვილზე რა უნდა თქვა? არც არაფერი აწი, კაცი რო იმას იყვის რა მნიშვნელობა აქ მე დეპუტატი ვიქნები თუ ფედერაციიის პრეზიდენტიო? ფეხბურთს სად დავაკელიო? და არ უშლის ეს ხელსო ერთმანეთსო, და ასე ჯერა , ამის შემდეგ აზრი აღარ აქ მაგ ადამიანზე რამის წერას! მე პირადად ხელი მაქ ჩაქნეული , ანუ არ არსებობს ეგ ადამიანი!
Vasili
02 იანვარი 2024 10:51
0
კობიაშვილის , მუჯირის და მათი *გუნდი პროფესიონალიზმის და კომპეტენტურობის დონე* - პლინტუსს დაბლაც კი აღარ არის . საერთოდ - უსასრულობაშია.
კახაბერი
01 იანვარი 2024 16:27
6
ყველამ ნახეთ ალბათ ორშაბათობაში იუთუბზე სტუმრად რომ იყო.. ამ კაცს ლოგიკაში ძალიან უჭირს. ეჰ.. ეს როპ პრეზიდენტი იქნება :/
ilar10N YouTube
01 იანვარი 2024 16:25
6
ახლა ძალიან მარტივია ლაპარაკი მაგაზე. რომ გამართლებოდა და ნდობა ქონოდა აიაქსში მერე ხო სხვანაირად დაიწყებდით ლაპარაკს. არ არის მართებული ასეთი აპელირებები.
._.
01 იანვარი 2024 16:23
3
ჩემი აზრით გიორგი შეცდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რომ არ ითამაშა. ეს მისთვის კარგი ასპარეზი იქნებოდა თავის წარმოსაჩენად. იქნებ მისით კარგი გუნდი დაინტერესებულიყო! ასეთ ელემენტარულ შეცდომებს მის მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი არ უნდა უშვებდეს!
დო მაჟორი
01 იანვარი 2024 16:20
3
იმას, რომ იძახით არ უნდა წასულიყოო, იმაზე რატო არ ფიქრობთ, თავად მეცი დაიტოვებდა ფეხბურთელს, რომელშიც 18 მლ-ს იხდიან? კიდე როდის ეღირსება მეცი ამხელა თანხად ფეხბურთელის გაყიდვას?
rrr
01 იანვარი 2024 15:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული