მაცარი ნეაპოლში გუნდთან ერთად არ დაბრუნდა

AutoSharing Option
"რომასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელს ვალტერ მაცარის პრესკონფერენციაზე დიდხანს მოუწია ჟურნალისტებთან საუბარი და გუნდს ავტობუსით ვერ გაჰყვა. calciomercato იტყობინება, რომ ის ნეაპოლში ტაქსით დაბრუნდა.

ძნელი სათქმელია, არ დაელოდნენ მაცარის თუ მისი ავტობუსში არყოფნა ვერ შეამჩნიეს, მაგრამ ფაქტია, გუნდის თავკაცს სხვა ტრანსპორტით მგზავრობა მოუწია და გამოცემა წერს, რომ 29 დეკემბერს "მონცასთან" საშინაო მატჩისას "დიეგო მარადონაზე" კიდევ უფრო მეტი ნერვიულობა ელის, რადგან ამდენი წარუმატებლობის გამო, შეიძლება გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყონ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
არც ამას უწერია დიდი დრო, მალე წინამორბედის გზას გაუყვება
ალეკსანდრე
19:27 24-12-2023
1
წუწურაქის ამბავია რომ არ დაელოდნენ.გუნდი ამას მთავარ მწვრთნელს ვერ გაუბედავდა
დავით
20:38 24-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული