მიქაუტაძესთან დაკავშირებით, გულახდილი ვიქნები..." - "მეცის" პრეზიდენტმა ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მეცის" პრეზიდენტმა პიერ დრეოსიმ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გუნდი გამოსავალს ეძებს, რათა "აიაქსის" ცენტრფორვარდის საკუთარ რიგებში დაბრუნება მოახერხოს.

"გულახდილი ვიქნები, იმედი გვაქვს, რომ მიქაუტაძის დაბრუნებას მოვახერხებთ. ამისთვის გამოსავალს ვეძებთ. მეტსაც გეტყვით, ეს ჩვენი ამოცანაა.

ვეცდებით, რომ "მეცი" იანვარში გაძლიერდეს, გარკვეულ პოზიციებზე ფეხბურთელების დამატება გვესაჭიროება.

გვესმის, რომ დიდი ფინანსების გაღება არ შეგვიძლია, თუ მიქაუტაძის დაბრუნება ვერ მოვახერხეთ, სხვა ფეხბურთელების დამატებას განვიხილავთ", - განაცხადა დრეოსიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი
6-თვიანი იჯარით "მეცს" შეუერთდებოდა.

alt"სიმართლე გითხრათ, მისმა გადაწყვეტილებამ გამაკვირვა" - კობიაშვილმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

altროგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ "ჰერკულესთან" მატჩში

altმიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "აიაქსი" კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული