ზარია ბათუმის "დინამოდან" "ქაირათში" გადავიდა

AutoSharing Option
26 წლის ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ ბათუმის "დინამო" დატოვა და ალმათის "ქაირათში" გადავიდა, - იტყობინება ყაზახური კლუბი სოციალური ქსელით.

ზარიას "ქაირათმა" კონტრაქტი 2025 წლის სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ზარია ბოლო სამი წელი ბათუმის "დინამოში" ასპარეზობდა, ბოლო სეზონში კი 39 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას საქართველოს ნაკრებში 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

sports.kz-ის ცნობით, "ქაირათის" ღირსებას აგრეთვე მცველი ლუკა გადრანი დაიცავს, რომელიც გასულ სეზონში "აქტობეში" ასპარეზობდა.

"ქაირათმა" გასულ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამით ლიგაზე გასვლის იმედი მაინც არ მქონდა! ამიტო იყოს ვიზუალიტაც კაირქატს უფრო უყხდება!
კოტე
10:42 10-01-2024
0
დისტრიბუტორებია სასწრაფოდ საჭირო
ქართულ კლუბებში
აბა ამათ არც ყიდვა იციან და არც გაყიდვა
დათო
19:14 27-12-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული