"მარადონაზე" ანშლაგი იქნება - რა შემადგენლობით ითამაშებს "მონცასთან" "ნაპოლი"?

AutoSharing Option
სერია A-ს მე-18 ტურში "ნაპოლი" "მონცას" დისკვალიფიცირებული პოლიტანოსა და ოსიმენის და ტრავმირებული ნათანისა და ლობოტკას გარეშე უმასპინძლებს.

დაშავებულია აგრეთვე ლინდსტრომი, რომელიც საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. areanapoli ირწმუნება, რომ მომავალ შეხვედრას ნეაპოლური გუნდი ამ შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, კაიუსტე, ზელინსკი, რასპადორი, სიმეონე, კვარაცხელია.

მძიმე სიტუაციაში მყოფ "ნაპოლის" ერთგული გულშემატკივრები არ მიატოვებენ და ბოლომდე დაუჭერენ მხარს. ilmattino-ს ცნობით, გუშინ სალაროებში გატანილი ყველა ბილეთი გაიყიდა და "დიეგო მარადონაზე" ანშლაგი იქნება.

შეგახსენებთ, მატჩი 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩა სამწუხაროდ ვერასოდეს გაიბრწყინებს ისე როგორც პირველ წელიწადს,კი კარგი ფეხბურთელია მაგრამ შეისწავლეს იკვე და მორჩა,კალიარისთან და მონცასთან კი გაიბრჭყინებს მაგრამ სერიოზულ გუნდებთან ვერა.ოსიმენს ხელფასი გაუზარდესო,ჰო ოსიმენი ხვიჩაზე ძლიერი ფეხბურთელია.
გოჩა
22:52 27-12-2023
12
მოურინიოზე ამბობენ კარგი მწვრთნელიაო?მაგას ძელზე გასმა მოუხდებოდა.
დავით აღმაშენებელი
16:50 27-12-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული