"ოსიმენისთვის ხელფასის გაზრდამ კვარაცხელიას გარემოცვისგან პირობების შეცვლის მოთხოვნა წარმოქმნა" - იტალიური მედია

AutoSharing Option
spazionapoli Il Mattino-ზე დაყრდნობით წერს, რომ "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის წლიური ხელფასის კლუბისათვის სარეკორდო, 10 მილიონ ევრომდე გაზრდა (პლუს, ბონუსები) ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის კორექტირებას მოითხოვს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზაფხულში გუნდი არათუ გაძლიერდა, არამედ კიმ მინ ჯე და ირვინ ლოსანო გაყიდეს, გასული სეზონის წარმატება წარსულს ჩაბარდა, გუნდის დიდებისგან ცოტა რამ ან საერთოდ არაფერიც არ დარჩა და კვარაცხელიას სირთულეები შეექმნა, რამეთუ მარგალიტი არადამაჯერებელია:

"ქართველის ფასეულობა და უნარები, რა თქმა უნდა, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ მისი შედეგიანობის შემცირება "ნაპოლის" პრობლემებს აღრმავებს. ხვიჩას კონტრაქტი
სეზონური 1.4-მილიონიანი გასამრჯელოთი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში, ანაზღაურების შეცვლაა საჭირო.

იმის გათვალისწინებით, რომ "კვარა" ნეაპოლურ კლუბთან ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობითაა დაკავშირებული, საკითხი საკმაოდ რთული და ჩახლართულია. Il Mattino-ს მტკიცებით, ფეხბურთელის გარემოცვის მიერ ხელფასის მომატების სურვილი ახალ ფორმას ოსიმენის გამო იძენს, რომელსაც ანაზღაურება მოუმატეს. "კვარას" აგენტები თავიანთი კლიენტისათვის პირობების მსგავსად გაუმჯობესებაზე ფიქრობენ. ეს მოთხოვნა კიდევ ერთი პრობლემა გახდება, რომლის გადაჭრასაც დე ლაურენტისი შეეცდება".

მკითხველის კომენტარები / 21 /
კარგი რა კარგი რა პონტია ესე იაზვურად რომ ლაპარაკობდ ჩვეულებრივი მოთამაშე კი არა ტოპ ფეხბურთელია და ვინც მაგას ჩვეულებრივ მოთამაშედ აღიქვამს ფეხბურთის აზე არ არის ან ბოღმა მორეული წერს ამ ესემეს კარგი რა სიყვარული გამოვიჩინოდ ერთმანეთის მიმარდ ტო რა წესია ეს ტო მთელი ქვეყანა იძახის მაგარი ბიჭიააო და ბოღმა ქართველები არაფერი ფეხბურთელი არ არისო ტეხავს უბრალოდ გული მწყდება ტო.კვარა ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამინ
დდდ
11:38 03-01-2024
1
სწორედ აქ მჟღავნდება მენეჯერის უვიცობა. მამაძაღლო-ვირიშვილო რას ყიდი თუ არ იცი მისი ფასი? კი ბატონო, მყიდველს უფლება აქვს გითხრას: არ ვიცი თავს, როგორ გამოიჩენს და ამის მეტს ვერ მოგცემო, შენ უნდა დათანხმდე და ხელშეკრულებაში მოითხოვო ჩაიდოს პუნქტი, სადაც ჩაიწერება ერთი სეზონის შემდეგ ხელშეკრულება გადაიხედოს ხელფასის მოკლება-მომატების მიზნით, სეზონში ნაჩველები შედეგის მიხედვით. შენ რომ მინიმალურ ხელფასზე 5 წლიან ხელშეკრულებას დებ მენეჯერი კი არა მთხლეი ხარ მთხლეი.
ჟორა
22:38 31-12-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული