გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ელიფ ელმასი "ლაიფციგს" შეუერთდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ელიფის შემდეგ 7-ნომრიან მაისურს ხვიჩა კვარაცხელია მოირგებდა.
Geo Team-ის ცნობით, "კვარა" "ნაპოლის" ახალი 7-იანი არ იქნება, რადგან მას "პარტენოპეიში" თამაშის გაგრძელება 77-ნომრიანი მაისურით სურს.
შეგახსენებთ, ელმასი "ლაიფციგს" 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
ხვიჩა კვარაცხელია ელიფ ელმასის "ლაიფციგში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"ოსიმენისთვის ხელფასის გაზრდამ კვარაცხელიას გარემოცვისგან პირობების შეცვლის მოთხოვნა წარმოქმნა" - იტალიური მედია