მწვრთნელების გაძევება და გაცხარებული კვარაცხელია - "ნაპოლიმ" "მონცას" ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლისა“ და „მონცას“ მატჩი 0:0 დასრულდა.

პოლიტანოსა და ოსიმენის დისკვალიფიკაციის და ნათანის ტრავმის გამო ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. კვარაცხელია სხვადასხვა პოზიციებზე მოქმედებდა და პერეირას ყვითელი ბარათი მიაღებინა. პირველი შანსი მასპინძლებს მე-40 წუთზე მიეცათ, მაგრამ ანგისას გატანა მეკარე დი გრეგორიომ არ დაანება, შემდეგ „კვარას“ დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ სრულ უპირატესობას ფლობდა, ხვიჩა მეკარესთან პირისპირ
გავიდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო. 66-ე წუთზე კარში დარტყმული ბურთი ხელზე მარიო რუის მოხვდა და პესინას პენალტიდან უხეიროდ დარტყმულ ბურთს მერეტი დაეუფლა. მერე კვარაცხელიამ ძერბინი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც მიზანს ვერ უწია. ცოტა ხანში „კვარამ“ ყვითელი ბარათი ჩიტადინის მიაღებინა. ამას ხვიჩასა და ბონდოს შეხლა-შემოხლა, ორივე ფეხბურთელის გაფრთხილება და ორივე გუნდის მწვრთნელის გაძევება მოჰყვა. ბოლოს "ნაპოლი" შტურმზე გადავიდა, გაეტანოს დარტყმული ბურთი დი გრეგორიომ მოიგერია და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 7 იანვარს გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მონცა 0:0
გამოუყენებელი პენალტი: პესინა (67, მონცა)

მკითხველის კომენტარები / 32 /
მაგრა გაბანძდა ნაპოლიც და კვარაც. ბრამა უნდა იყო ეს რომ ვერ დაინახო
gega
29 დეკემბერი 2023 23:40
24
ბანძი შენ ხარ
გიორგი
30 დეკემბერი 2023 00:26
21
კარგად ითამაშა, ალბათ გუნდში საუკეთესო იყო, მაგრამ გოლზე დათარსულს ჰგავს.
ILIA
29 დეკემბერი 2023 23:37
25
კარგ თამაშს რას ეძახით? შესაგდებს რომ ვერ გაიტან? მაშინ ცუდი თამაში რა იქნება?? ან დათარსვა რას ნიშნავს? იქნებ გამოულოცოთ...ყველაფერი ვარჯიშებზე ოფლის ღვრით მოდის..ბადრი(მამა) ამ ყველაფერს არ ელაპარაკება???
სიმართლე
30 დეკემბერი 2023 04:09
2
როდესაც დავწერე, რომ კვარაცხელია არ არის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მამარდაშვილი უნდა ყოფილიყო, წამოვიდა დისლაიქები.დღეს უეჭველი გოლი ვერ გაიტანა, გაფრთხილება მიიღო და შემდეგ თამაშს გამოტოვებს, მეტი რა უნდა ექნა ?
სამართალი
29 დეკემბერი 2023 23:52
20
ნაპოლის საოცნებო ექნება მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა. 100 მილიონიანი ფეხბურთელი იცით სტადიონზე რეებს უნდა სჩადიოდეს? უნდა არღვევდეს დაცვას თავის მეკარიანად, საკუთარ თავზე უნდა იღებდეს თამაშს და მატჩის ბედს უნდა წყვეტდეს! 100 მილიონი კი არა, მართლა უდინეზემდე არ დაეშვას!არ მინდა კვარაცხელიას ნიჭიერება საპნის პუშტივით გასკდეს და ბუტაფორია აღმოჩნდეს, სადაც ქართველი სპორტსმენი მილიონებს ხედავს, იქვე მთავრდება.
სად წევიდა?
30 დეკემბერი 2023 00:03
19
ფეხბურთელი და ნებისმიერი ადამიანი, გარეთ ოჯახიდან გამოდის. როცა ოჯახში არ გაქვს მოწესრიგებული გარემო, ავტომატურად გარეთ შენს ხასიათში აისახება. აშკარაა , რომ კვარაზზე დაოჯახებამ დადებითი გავლენა არ მოახდინა, პირიქით…
ფეხბურთი
30 დეკემბერი 2023 00:00
26
კიდევ ვიტყვი და ბევრჯერ დავწერე ასე შეცვლა ან თავში აუვარდა ძალიან ან აღარ ვარჯიშობს მაქსიმალურად...ეტყობა დიდი უთანხმოებაა პირად ცხოვრებაში რომ ასეთი აგრესიულია ამას თავისი აგენტის ბრალია რომ ყურადღება არ მიაქცია და მარტო ფულზე რომ ფიქრობდა.ეს ყველაფერი მოქმედებს სპორტსმენზე.კვარა ადამიანია და ვერ გაუძლო თან ახალგაზრდაა
ადამიანი
29 დეკემბერი 2023 23:50
18
დაუბლაგვდა ფეხები თუ რა ჭირს არ ვიცი , ზედმეტად ნერვიულობს ? უკვე მერამდენე თამაშია სადაც შეეძლო key პლეიერი ყოფილიყო და მის დარტყმას გადამწყვეტი გოლის სტატუსი ჰქონოდა და აფუჭებს და აფუჭებს ამ მომენტებს. ცივსისხლიანობა დაკარგა ? ნუ ბურთს რომ უფარებენ და უფარებენ ეგ უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
Helados
30 დეკემბერი 2023 00:10
5
კვარა გამაგრდი, ეს შარსანდელი ნაპოლი აღარ არის და ძნელია მართლა ესეთ გუნდში ლიდერობა და გადამწყვეტ მომენტებში ცივსისხლიანი მოქმედება, მაგრამ უმაგისოდ არ გამოვა, ფიზიკურად და ტექნიკურად რომ სეგიძლია ყველამ კი ვიცით და ნანახი გვავქვა, აბა შენ იცი ,ბევრი წარმატებული თამაშით გაგვახარე.
gionat
30 დეკემბერი 2023 01:09
1
რა პრობლემებიც ჰქონდა ბასილაშვილს ტენისში იგივე პრობლემები აქვს კვარასაც თორემ ძაან კარგი ფეხბურთელია. სიმშვიდე არის საჭირო და ნაკლები ემოციურობა და ცივსისხლიანობა. ამით მის საფეხბურთო IQ-საც აიმაღლებს და ამ გაფუჭებულ მომენტებსაც გოლად აქცევს. მოკლედ გამოცდილი პროფესიონალის დალაპარაკება ჭირდება და ამ საკითხზე მუშაობა. დანარჩენი მისი ნიჭით ყველაფერი მაგრად იქნება
გუჯი
30 დეკემბერი 2023 01:27
4
Kvara gamagrdi,yvelaferi dalagdeba.sadaa is sazogadoeba nopolshi ro garbodnen da kvarati reklamebs iketebdnen?kvaras exla unda tanadgoma da gadzliereba tore kargad ro misdioda saqmeebi I'm dros kiar chirdeboda.
Gia
30 დეკემბერი 2023 00:15
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული