კრიზისიდან კრიზისამდე მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" 2023 წელს ცხრილის შუაში მყოფ "მონცას" მასპინძლობით დაასრულებს - დღეს, 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე. პირველი წრის ბოლოსწინა ტურის წინ უახლოეს მეტოქესთან შორს არც ნეაპოლელები არიან - ოთხეულში შესვლა ამ ეტაპზე მიუწვდომლად რჩება, ვალტერ მაცარის მოსვლა გუნდს არაფერში დაეტყო...
დისკვალიფიკაციები, ტრავმების მზარდი რიცხვი - მასპინძლებისთვის სიტუაცია სახარბიელო არაა. ამას "ნაპოლიდან" ფეხბურთელების წასვლა ემატება, მალე კი აფრიკის თასზე ანგისა და ოსიმენი გაემგზავრებიან. პოზიტიური "უდინეზეს" სერბი ნახევარმცველის, 21 წლის ლაზარ სამარძიჩის (ფასი 18.8 მლნ ევრო) შესაძლო
ტრანსფერია... "მონცასთან" ხვიჩა კვარცახელიას, როგორც ლიდერის, როლი დიდი იქნება. განვლილ თვეებში, ოსიმენის (დღეს მისი დაბადების დღეა) არყოფნისას, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი შედეგიანად ათამაშდა. წინა სეზონის მიწურულს უკვე ჩემპიონმა ნეაპოლელებმა "მონცასთან" სტუმრად (0:2) წააგეს, "კვარამ" კი მეორე ტაიმში ითამაშა; რაც შეეეხება მეორე ტურის (4:0) მატჩს, გახსოვთ, რომ ხვიჩამ იქ დუბლი შეასრულა და ბრწყინვალედ მოქმედებდა.
ბერლუსკონისა და გალიანის გუნდი ("მონცა") უკვე მეორე სეზონია, სიმპათიურად გამოიყურება. მათთან წარუმატებლობის გაგრძელების შემთხვევაში, გამორიცხული არაა, დე ლაურენტისმა მაცარიც გარსიას გზას გაუყენოს!.. არსებული კონტინგენტიდან გამომდინარე, თითქოს ვალტერი 3-მცველიან ტაქტიკაზე უნდა გადავიდეს, თუმცა, გარისკავს თუ კლუბის პრეზიდენტისთვის სასიამოვნო 4-3-3-ით ითამაშებს?! მწვრთნელმა თქვა, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე რასპადორისა და სიმეონეს ძალები უნდა გადაანაწილოს. საინტერესოა, მარჯვნიდან ვინ შეუტევს...
შეხვედრას 54 726 მაყურებელი (ბოლომდე სავსე "მარადონა") დაესწრება. იმედია, კვარაცხელია და მისი გუნდი ახალ წელს პოზიტიურ განწყობაზე შეხვდებიან!..
"მისი ფასი დაეცა, მუდამ ერთსა და იმავეს აკეთებს ... მწვრთნელმა აუცილებლად უნდა უთხრას, რომ..." - Football Italia-მ ხვიჩა გააკრიტიკა
წლის ამბავი - ხვიჩა და საქართველო სხვა მასშტაბზე, წარსულის შესრუტვა, ოჯახის როლი და "ოქროს ბურთი", როგორც მიზანი...