მწვრთნელების გაძევება და გაცხარებული კვარაცხელია - "ნაპოლიმ" "მონცას" ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლისა“ და „მონცას“ მატჩი 0:0 დასრულდა.

პოლიტანოსა და ოსიმენის დისკვალიფიკაციის და ნათანის ტრავმის გამო ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. კვარაცხელია სხვადასხვა პოზიციებზე მოქმედებდა და პერეირას ყვითელი ბარათი მიაღებინა. პირველი შანსი მასპინძლებს მე-40 წუთზე მიეცათ, მაგრამ ანგისას გატანა მეკარე დი გრეგორიომ არ დაანება, შემდეგ „კვარას“ დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ სრულ უპირატესობას ფლობდა, ხვიჩა მეკარესთან პირისპირ
გავიდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო. 66-ე წუთზე კარში დარტყმული ბურთი ხელზე მარიო რუის მოხვდა და პესინას პენალტიდან უხეიროდ დარტყმულ ბურთს მერეტი დაეუფლა. მერე კვარაცხელიამ ძერბინი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც მიზანს ვერ უწია. ცოტა ხანში „კვარამ“ ყვითელი ბარათი ჩიტადინის მიაღებინა. ამას ხვიჩასა და ბონდოს შეხლა-შემოხლა, ორივე ფეხბურთელის გაფრთხილება და ორივე გუნდის მწვრთნელის გაძევება მოჰყვა. ბოლოს "ნაპოლი" შტურმზე გადავიდა, გაეტანოს დარტყმული ბურთი დი გრეგორიომ მოიგერია და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 7 იანვარს გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მონცა 0:0
გამოუყენებელი პენალტი: პესინა (67, მონცა)

მკითხველის კომენტარები / 32 /
ძალიან მაგრა ითამაშეს ხვჩამც და ნაპოლიმც! ეს ანგარიში არის უიღბლობის გამოხატულება! ფორტუნამ ნაპოლის ზურგი აქცია!
aburjga
30 დეკემბერი 2023 01:15
12
კვარა გამაგრდი, ეს შარსანდელი ნაპოლი აღარ არის და ძნელია მართლა ესეთ გუნდში ლიდერობა და გადამწყვეტ მომენტებში ცივსისხლიანი მოქმედება, მაგრამ უმაგისოდ არ გამოვა, ფიზიკურად და ტექნიკურად რომ სეგიძლია ყველამ კი ვიცით და ნანახი გვავქვა, აბა შენ იცი ,ბევრი წარმატებული თამაშით გაგვახარე.
gionat
30 დეკემბერი 2023 01:09
1
არცერთი ფეხბურთელი არ მინახავს ვისაც უიღბლო პერიოდი არ ჰქონოდეს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც გუნდი ვერ თამაშობს. Რეალიზაციას რაც შეეხება, ამ მხრივ კვარაცხელია არასდროს ყოფილა სუპერ ფინიშერი, შარშან უკეთესი იყო რადგან უფრო მშვიდი და დაწყობილი გარემო იყო, წელს უფრო მეტი წნეხია. Მაგრამ სტატისტიკურად არც თუ ისე ცუდად აქვს საქმე, მაგალითად ლეაოზე მეტი გოლი აქვს გატანილი,
Მაყურებელი
30 დეკემბერი 2023 01:00
2
კვარამ თავისი ითამაშოს და შესაგდები შეაგდოს და ლეაო რას აკეთებს,სულ არ მაინტერესებს...სანამ დარტყმას არ დაიყენებს ,ტრიბუნებზე აბლაბუდების ჩამოხსნას ჯობია სულ არ დაარტყას კარებისკენ...ყველაფერი ვარჯიშებზე მონდომებით იხვეწება და მოდის და თავი დაანებეთ ამ უიღბლობებს და მით უმეტეს ღმერთის ხსენებას...
სიმართლე
30 დეკემბერი 2023 03:59
1
კვარას სახეზე რომ შეხედავ მიხვდები რომ რაღაც წესრიგში ვერ არის. ძალიან სამწუხარო ფაქტია მოედანზე ასეთი გაღიზიანებული თუ გაბრაზებული სახის გამომეტყველების მქონე ხვიჩას ყურება…ეს რომ ერთეული შემთხვევა იყოს კიდე არ მივაგცევდით ყურადღებას. დიდი იმედი მაქვს ხვიჩა დაძლევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს და დაიბრუნებს თავის თამაშს!!! რაც შეეხება ჯუღელს, ვინც არ იცოდით ეგ ტიპი მაგარი აფერისტი იყო და უარეს აფერისტად გადაიქცა! ძალიან დიდი იმედი მაქვს კვარას მამას ეყოფა გონიერება და მაგ მუქთახორას მოაშორებს თავის შვილს! ისე როგორ წარმოგიდგენიათ ტოპ კლუბებთან ჯუღელი 70 თუ 100 მილიონიან გარიგეგებს აგვარებს?! მაგას არც ტვინი ეყოფა და არც არავინ გაიკარებს, ამიტომაც დროზე მოიშორეთ ეგ წურბელა!
პაატა
30 დეკემბერი 2023 00:59
2
ქ.გ-ს! კი შეიძლება მოსაშორებელია აგენტობიდან, მაგრამ ციხეში რატომ? არაპროფესიანოლობისთვის რომ იჭერდნენ, საქართველოს მოსახლეობის 90% ციხეში იჯდებოდა
დავით 67
30 დეკემბერი 2023 15:36
1
100% მართალი ბრძანდებით. მეც ბადრის იმედი მაქვს. მისი გამოსასწორებელია ეს დიდი შეცდომა. ჯუღელის ადგილი ციხეშია.
ქ. გ.
30 დეკემბერი 2023 09:01
2
ვაკვირდები ამდენი ხანია და დასკვნა უკვე გამოვიტანე. კვარა როგორც ჩანს კი ბევრს ვარჯიშობს ამ საფინიშო დარტყმაზე იქ ვარჯიშებზე ასწორებს მიზანს სადაც წნეხი არაა მაგრამ უკვე ოფიციალურ მატჩში მაინც ფსიქოლოგიურად დაძაბული და ძალაზე გათვლილი უშვებს კარისკენ და არა პრაგმატულად აი ჯერ ფსიქოლოგიურად თავის გონებაში უნდა გაისწოროს მიზანი და მერე მოედანზეც დალაშქრავს მარტივ გასატან საფინიშოებს. ვინმე კარგი ფსიქოლოგი ან ვინმე ნათესავი ახლობელი ან ვინმე ჭირდება რომ მხოლოდ ერთი რამ ურჩიონ და სულ უყიჟინონ ამ ბიჭს ზედმეტი ნერვიულობის და "ზურგზე მოკიდებული ტვირთის ცნობიერების" გარეშე გადი კვარა მინდორზე თითოეულ შეხვედრაში იუვე ინტერს ეთამაშები თუ კრემონეზე სალერნიტანასთქო. ბიჭი ზედმეტად ემოციური იმპულსურია და მე უმთავრესი მიზეზი მიზანის ვერ გასწორების ისევ ჯიუტად ეს მგონია. ყველა არასათავისოთ დასრულებულ მომენტს წვრილმანსაც კი გადამეტებულად განიცდის და ეს კარგად იგრძნობა ტელეეკრანებიდანაც. რეალურები ვიყოთ ხვიჩას მინიმუმ სამი ოთხი გოლით მეტი უნდა ეწეროს გოლების გრაფაში სერია ა-ში. გუნდი კიდევ რა ვთქვა ზეროა ფსიქოლოგიურად ზენიტი შარშან იყო ეს გუნდს ბენზინი უკვე გამოცლილიაქ და "ხალასტოით" მიდის. წუწურაქი ლაურენტისი კიდე არ ჩანს ისეთი პასუხიმგებელიანი კაცი ამ გუნდიდან ბალასტები მოიშოროს და იმ სამ ოთხ კვალიფიციურ მოთამაშეს მინიმუმ ამდენივე მაინც მოუყვანოს რომ გუნდმა ოთხეულისთვის და ვინძლო სკუდეტოსთვის ისევ გაიწიოს შემდეგ სეზონში მაინც მაგრამ კაცი ჩარვაჭარია რაის შედეგი და ამბიცია. ამიტომ ხვიჩას ამ ფორმაციის ნაპოლიში ყოფნა საფეხბურთო დანაშაულია. კვარა გამოაკელით ამ ნაპოლის პირდაპირ ემპოლი ლეჩეს დონის ხარახურა გუნდია რა.
Charley
30 დეკემბერი 2023 00:35
6
მეკარეებიც ვარჯიშობენ ძმაო ჯან სუპერ დარტყმების მოგერიებაზე.ჩვენ რო გვგონია მეკარე მარტო იმას აიღებს რაც უნდა აიღოს ეგრეც არაა,იმათაც ავარჯიშებენ ისეთ სეივებზე რაც ვერ უნდა აიღოს.
არაფერს ვამბობ მცველებზე-გაუვალი უნდა იყოს,
ერთხელაც თუ გაატარა ვინმე დამთავრდა მისი საქმე წავა კი იცით საით
Levani
30 დეკემბერი 2023 05:46
2
Kvara gamagrdi,yvelaferi dalagdeba.sadaa is sazogadoeba nopolshi ro garbodnen da kvarati reklamebs iketebdnen?kvaras exla unda tanadgoma da gadzliereba tore kargad ro misdioda saqmeebi I'm dros kiar chirdeboda.
Gia
30 დეკემბერი 2023 00:15
4
დაუბლაგვდა ფეხები თუ რა ჭირს არ ვიცი , ზედმეტად ნერვიულობს ? უკვე მერამდენე თამაშია სადაც შეეძლო key პლეიერი ყოფილიყო და მის დარტყმას გადამწყვეტი გოლის სტატუსი ჰქონოდა და აფუჭებს და აფუჭებს ამ მომენტებს. ცივსისხლიანობა დაკარგა ? ნუ ბურთს რომ უფარებენ და უფარებენ ეგ უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
Helados
30 დეკემბერი 2023 00:10
5
ჯუღელის უდიდესი შეცდომა(თუ დანაშაული) იმაშია რომ ეგრევე გრძელვადიან კაბალურ ხელშეკრულებას მოაწერინა ხელი ხვიჩას @ ჯუღელს უნდა შეეთავაზებინა კონტრაქტი 1+1 ან +2+3 და პირველი უმაგრესი სეზონის მერე ეხლა ხვიჩას ხელფასიც მინიმუმ 10 მილიონი ექნებოდა გამოსასყიდი ფასით მაქსიმუმ 70 მილიონი ან იქნებოდა რომელიმე მართლა გრანდში ! არ დათანხმდებოდა ნაპოლი 1+1-2-3 ს და კაარგად იყავითო ეტყოდა ! 10 მილიონ ევროდ სოამოვნებით იყიდიდნენ რეალი ბარსა ბავარია ან ინგლისური დიდი გუნდები !
zura222
30 დეკემბერი 2023 00:09
5
ნაპოლის საოცნებო ექნება მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა. 100 მილიონიანი ფეხბურთელი იცით სტადიონზე რეებს უნდა სჩადიოდეს? უნდა არღვევდეს დაცვას თავის მეკარიანად, საკუთარ თავზე უნდა იღებდეს თამაშს და მატჩის ბედს უნდა წყვეტდეს! 100 მილიონი კი არა, მართლა უდინეზემდე არ დაეშვას!არ მინდა კვარაცხელიას ნიჭიერება საპნის პუშტივით გასკდეს და ბუტაფორია აღმოჩნდეს, სადაც ქართველი სპორტსმენი მილიონებს ხედავს, იქვე მთავრდება.
სად წევიდა?
30 დეკემბერი 2023 00:03
19
ფეხბურთელი და ნებისმიერი ადამიანი, გარეთ ოჯახიდან გამოდის. როცა ოჯახში არ გაქვს მოწესრიგებული გარემო, ავტომატურად გარეთ შენს ხასიათში აისახება. აშკარაა , რომ კვარაზზე დაოჯახებამ დადებითი გავლენა არ მოახდინა, პირიქით…
ფეხბურთი
30 დეკემბერი 2023 00:00
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული