"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-18 ტურში, "ნაპოლიმ" "მონცას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. იტალიური მედია ქართველის თამაშს დადებითად გამოეხმაურა, გთავაზობთ მათ შეფასებებს:

"პერეირა აიძულა, რომ უხეშად ეთამაშა და მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაერღვია, რასპადორის პასის შემდეგ დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ ერთადერთი იყო, ვინც მეტოქეს ატყუებდა" - Tuttonapoli

"პარტენოპეის" რიგებიდან ყველაზე სახიფათო იყო, "მონცას" მცველები რამდენჯერმე პანიკაში ჩააგდო, თანაგუნდელებიც შესანიშნავი პასებით მოამარაგა, სამწუხაროა, რომ მომენტები გამოუყენებელი დარჩა" - Calcionapoli1926

"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია, თუმცა გადამწყვეტ
მომენტებში მკვლელის ინსტინტქი აკლია. ქართველმა სწორედ ამ კომპონენტში უნდა მოუმატოს, თუ წარმატების მიღწევა სურს. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ყველაზე მონდომებული იყო და ძალიან ბევრი ირბინა" - Eurosport-ი

"ძალიან ბევრს ეცადა, რათა მეტოქესთან განსხვავება შეექმნა. თუმცა ამჯერად არ გამოვიდა..." - Tuttomercatoweb-ი

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 7 იანვარს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.

altმაცარი: კვარაცხელიას რაგბის ეთამაშებიან, ზომებს კი არავინ არ იღებს

altხვიჩა კვარაცხელიასა და უორენ ბონდოს შორის სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "მონცასთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 12 /
ნამდვილად, კრიტიკულ მომენტებში კარში დარტყმაზე უნდა ივარჯიშოს, ბევრი გამოუყენებელი მომენტი დაუგროვდა.
დრიბლინგს შარშანდელივით ვეღარ განახორციელებს, რადგან შარშან არ იცნობდნენ და ასე ბინძურად არ ნადირობდნენ, თუ გატის თავში დარტყმას არ ჩავთვლით. ხანდახან ცოტა ზედმეტად ატარებს ბურთს და კარგავს.
ზოგადად, ნაპოლის კარში გატანა უჭირს, ეს სპალეტის დროს დაეწყოთ, ბოლოსკენ, პირდაპირ მეკარეს აძლევდნენ ხელებში.
ხათუნა
30 დეკემბერი 2023 13:45
1
ძლივბს,ობიექტური შეფასებები გამოჩნდა.
სოსო
30 დეკემბერი 2023 12:59
2
როგორც კი მოუმატებს ხელფასს ის წუწურაქი ლაურენტისი,ნახავთ როგორ ათამაშდება კვარა.ყველაზე დაბალი ხელფასით ყველაზე კარგად ითამაშოს?????რობოტი ხომ არაა,ადამიანია,გრძნობები აქვს და და გულში იკლავს უსამართლობას.
ამიტომაც ნუ ელით მისგან განსაკუთრებულ თამაშს და ნუ აკრიტიკებთ.ძლიერი აგენტი რომ ჰყოლოდა აქამდე ასჯერ მოუგვარებდა,მაგრამ ამაში არ გაუმართლა,თვეობით ვერ ახერხებს ჯუღელი ლაურენტისთან შეხვედრას.რაიოლას ვინ გაუბედავდა ასეთს?
მირო
31 დეკემბერი 2023 00:18
0
მალე დაგვიბრუნდება ძველი კვარა. თებეევლიდან დაიწყებს გაბრწყინებას. 2022 წლის დიდებამ ცოტა ეიფორიაში ჩააგდო, გუნდიც არეულია და ყველაფერს კარგად გადააფასებს ჩვენი კვარადინა. დარწმუნებული ვარ წინ ბევრი ლამაზი თამაში გველოდება
Messi
30 დეკემბერი 2023 21:42
4
ადრე ვნერვიულობდი,ახლა შევეგუე იმას რომ კვარადონა აღარ არსებობს.არის საშუალო დონის კვარაცხელია.გირჩევთ კამათს შეეშვათ ნერვიულ სისტემას გაუფრთხილდით.
ამაშია საქმე
30 დეკემბერი 2023 19:58
34
ფეხი გაეჭედა ერთი სტილის დარტყმაზე გეგგონება სხვანაირად ვერ დაარტყამსო.. სულ ბურთის მოჭრილად დარტყმა არ გამოდის და არც არი საჭირო.. მარტო ამაზე უნდა ივარჯიშოს!
berg
30 დეკემბერი 2023 15:01
4
Xelfasze weret.shedegianoba gindat kapikebshi.gamoichires da daugrzelebiat enebi.garbis maqedan yvela da ra gulit unda itamasho.dabali xelfasi,uvargisi partniorebi da midi shen moige tamashebio.patara bichi araa, profesionalia da moqmedebs nervebze daufasebloba.
Gia
30 დეკემბერი 2023 12:43
3
ვერ გავიგე რატომ ვწირავთ ქართველები ასე ადვილად კვარას.თქვენ იცით სიმეონეს ხელფასი 2.5 მეტია კვარას ხელფასზე? და მეკარეც ჯი 2 ჯერ მეტ ხელფას იღებს. სულ იმაზე წუწუნებდით საქართველოს ნაკრებს დაეხმაროს და ნაპოლი არ მაინტერესებსო ხოდა დაწყნარდით ეხლა. თავისი ხელფასის შესაბამისად თამაშობს.
გია
01 იანვარი 2024 02:09
1
რა დარტყმა, რის მოჭრილი? ცალ ფეხზე შეხტი და მეორე ფეხით ყურის უკნიდან დაცხე!
განა არ იცის, მარა ჯუღელმა ოფლს ნუ გამოიდენ, ახლა ზამთარია და არ გაცივდე, არ დამღუპოო.
ფაქტიურად როგორც მამობილი ისე ყავს და ესეც უჯერებს აი სულ ესაა კუნტრუშა ხვიჩა. ახტი ახტი ხვიჩა! მერე დახტი და გადაკოტრიალდი! აი მასტე სიმონ..
თქვენ რავა ფიქრობთ, ნუთუ მე არ მინდა რომ პელეს აჯობოს? მარადონასაც. ააა?
კ ო მ ბ ლ ე
30 დეკემბერი 2023 15:44
46
აი ეგ არის კომბალი _ ერთხელ აგდებ, დატრიალდება, დაიჭერ. მეორედ ააგდებ, დაიჭერ. მესამედ კი ვეღარ დაიჭერ, თავში მოგხვდება და მერე ათას სისულელეს გათქმევინებს და დაგაწერინებს...
ირმისა
30 დეკემბერი 2023 16:40
0
არაკაცი ბრძანდებით. დაიმახსოვრეთ
გოგა
30 დეკემბერი 2023 18:51
3
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული