"მონცასთან" საკუთარ მოედანზე ფრედ დასრულებული მატჩის (0:0) შემდეგ, DAZN-თან კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გააკეთა:
"დღეს 6 მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ანგისამ 4 მეტრიდან ვერ გაიტანა. კვარაცხელია ცენტრალურ ზონაში გამოვცადეთ, კარგად ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, მომენტი მანაც ვერ გამოიყენა. ვცდილობთ რაღაც ახალი გამოვიგონოთ, რადგან ის მუდმივად წნეხის ქვეშაა. ფეხებში ურტყავენ და კარგი იქნება თუ მის წინააღმდეგ მცველების უხეშობას მსაჯები დაინახავენ. ხანდახან მგონია, რაგბის ეთამაშებიან.
რატომ გამაძევეს? მსაჯთან მივედი და ვუთხარი, კვარაცხელიას უწყვეტად ეუხეშებიან, მისმა ორმა მეურვემ ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა წითელი
- არავინ. ამიტომ გავბრაზდი და გამაძევეს. შევჩივლე, რომ ამ ბიჭს ყველანაირად ეუხეშებიან, ზომებს კი არავინ არ იღებს. ამით ისიც იღლება. ქულებს ჩვენი ნაკლოვანებების გარდა ამიტომაც ვკარგავთ".