"ხვიჩაზე რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის უარს? "ბარსელონაც" იქნება და "მანჩესტერიც", გვაცადეთ!" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "კვარას" მალე ტოპ კლუბში ვიხილავთ.

"ერთი ადამიანი მაინც მანახეთ, ვისაც ხვიჩას ტოპ გუნდში გადასვლა ჩემზე მეტად უნდა. პირადად მე, ასეთ ადამიანს ვერ ვხედავ, ამას ხვიჩას მამაც დაადასტურებს.

"ბარსელონაც" და არის და "მანჩესტერიც", გვაცადეთ. ხვიჩა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ყაზახეთიდან დაწყებული ინგლისის პრემიერლიგამდე დამთავრებული, მას ყველა გუნდი სიამოვნებით აიყვანს. რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის, კვარაცხელია არ მინდაო?

ქეცბაიამ თქვა და ვეთანხმები, ფეხბურთმა ძველებური ხიბლი დაკარგა, ხვიჩა კი ფეხბურთის სილამაზეში ჯდება. როცა
თამაშობს, ჩემი თავი ახალგაზრდა მგონია", - განაცხადა ჯუღელმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

altფენომენალური მამარდაშვილი და კვარაცხელია, შური და უკეთესი მომავლის იმედი საახალწლოდ

alt"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

მკითხველის კომენტარები / 36 /
მთავარია სტადიინზე ტანტრუმების მოწყობას გადაეჩვიოს
გჯბნ
31 დეკემბერი 2023 13:22
10
ანუ, დაწყებული აქვს ევროპაში პერეგავორები?
სოსომ აბსოლუტურად სწორედ განმარტა პრობლემის არსი ქვემოთ კომენტარში.
გოგია
31 დეკემბერი 2023 12:26
2
მამუკას მეგობარმა რუსტემ საიმანოვმა აღიარა ყაჩაღობა და მკვლელობა. ბანდიტების ადგილი ციხეშია.
ქ. გ.
31 დეკემბერი 2023 11:57
6
კარგი რა, მამუკა!ხვიჩასთან კი არა,შენთან გვაქვს პრეტენზიები,ადრე,ჯერ რუბინთან და ახლა ნაპოლისთან, არასწორად დადებული კონტრაქტების გამო,მის მუხრუჭად რომაა ქცეული და მხოლოდ დე ლაურენტისის ინტერესებს იცავს.გასაგებია,გამოცდილება არ გქონდა,მაგრამ ამის გამო,ხვიჩა რომ ზარალდება და შენც ვეღარაფერს შველი,ესეც ხომ ფაქტია.მისთვის ხელფასის მომატებას გვპირდებოდი და შენი სიტყვები,საერთოდ უარჰყო,დე ლავრენტისმა.ხვიჩა ხაფანგში ჰყავს და შენი სიტყვებით რომ ვთქვათ,არც ის არის,დეგენერატი,თითქმის უფასოდ მოთამაშე ბრილიანტი,სადმე გაუშვას,ან თვითონ მოუმატოს ხელფასი.ხვიჩას ხელფასი,მისი თანაგუნდელების ხელფასს შეადარე და თქვი,ეს სამართლიანია?!მერე კი,გულახდილად ისიც თქვი,ამის დაშვება,ვისი ბრალია.ღმერთია მოწამე,ადრე ყოველთვის გიცავდი და არც ახლა ვარ,შენი მტერი,ყველგან წარმატებებს გისურვებ,მაგრამ ისე ჩანს,კვალიფიკაცია არ გკმარა,ხვიჩას დონის ფეხბურთელის აგენტობისათვის.ვერც მისი ტალანტი შეაფასე,სრულფასოვნად და შემდეგ,ვერც მის ინტერესებს იცავ,ნორმალურად.უკვე შარშან,ამ დროს,ხმამაღლა უნდა მოგეთხოვა,ახალი,გაუმჯობესებული კონტრაქტი,რაზეც,დე ლაურენტისი,საჯაროდ უარს ვერ იტყოდა.უბრალოდ ვერ გაბედავდა,სახალხოდ ამის თქმას.მოგატყუეს და ამისი აღიარება გიჭირს.გასაგებია,მაგრამ ამით,პირველ რიგში,ხვიჩა ზარალდება და გამოსავალიც არ ჩანს.
სოსო
31 დეკემბერი 2023 11:45
3
100% მართალი ხარ სოსო ბატონო! ძაან აკლია ამ კაცს კვალიფიკაცია!
რობი
01 იანვარი 2024 16:29
2
ექიმებს კი არა,სხვა ფეხბურთელებს შეუდარე,ბაჩო.მისი ხელფასი,გუნდში 22 ადგილზეა.წესით ამ ხელფასიანი კაცი,იმის მადლობელი უნდა იყოს,სეზონში სამ-ოთხჯერ თუ შემოუშვეს ბოლო წუთებზე,მისგან კი,ვინც იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და გუნდიც გააჩემპიონა,მეორე ჩემპიონატის მოგებას ითხოვ და ეგეც არ გემეტება?!აზრზე მოვედი და მივხვდი,არ გიყვარს შენ,კვარა და მისთვის რაც აქვს,ისიც არ გემეტება.სამწუხაროა!იმედია შენც მოხვალ აზრზე და ღირსეულად დააფასებ,ხვიჩას ტალანტს,შრომას.
სოსო
01 იანვარი 2024 15:51
2
ყველა გამოხმაურება
მაინც პროფესიონალის საუბარი სულ სხვაა
nika
31 დეკემბერი 2023 11:26
4
ჯუღაევი ყაზახეთის ლიგაზე ალაპარაკდა. ეტყობა, ყაზახეთიდან პრედლაჟენია მიიღო.
ქ. გ.
31 დეკემბერი 2023 11:24
18
მამუკას ბოტების "აზრები" არ მაინტერესებს.
ქ. გ.
31 დეკემბერი 2023 11:49
8
წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოგაქვს. უეფა ანუ ევროპის ჩემპიონატების გაერთიანება გეოგრაფიულად ყაზახეთიდან იწყება და ინგლისით მთავრდება
დათო
31 დეკემბერი 2023 11:37
5
ოღონდ ინგლისის პრემიერლიგა არა!
ლაშა
31 დეკემბერი 2023 11:14
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული