"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-18 ტურში, "ნაპოლიმ" "მონცას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. იტალიური მედია ქართველის თამაშს დადებითად გამოეხმაურა, გთავაზობთ მათ შეფასებებს:

"პერეირა აიძულა, რომ უხეშად ეთამაშა და მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაერღვია, რასპადორის პასის შემდეგ დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ ერთადერთი იყო, ვინც მეტოქეს ატყუებდა" - Tuttonapoli

"პარტენოპეის" რიგებიდან ყველაზე სახიფათო იყო, "მონცას" მცველები რამდენჯერმე პანიკაში ჩააგდო, თანაგუნდელებიც შესანიშნავი პასებით მოამარაგა, სამწუხაროა, რომ მომენტები გამოუყენებელი დარჩა" - Calcionapoli1926

"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია, თუმცა გადამწყვეტ
მომენტებში მკვლელის ინსტინტქი აკლია. ქართველმა სწორედ ამ კომპონენტში უნდა მოუმატოს, თუ წარმატების მიღწევა სურს. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ყველაზე მონდომებული იყო და ძალიან ბევრი ირბინა" - Eurosport-ი

"ძალიან ბევრს ეცადა, რათა მეტოქესთან განსხვავება შეექმნა. თუმცა ამჯერად არ გამოვიდა..." - Tuttomercatoweb-ი

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 7 იანვარს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.

altმაცარი: კვარაცხელიას რაგბის ეთამაშებიან, ზომებს კი არავინ არ იღებს

altხვიჩა კვარაცხელიასა და უორენ ბონდოს შორის სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "მონცასთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვერ გავიგე რატომ ვწირავთ ქართველები ასე ადვილად კვარას.თქვენ იცით სიმეონეს ხელფასი 2.5 მეტია კვარას ხელფასზე? და მეკარეც ჯი 2 ჯერ მეტ ხელფას იღებს. სულ იმაზე წუწუნებდით საქართველოს ნაკრებს დაეხმაროს და ნაპოლი არ მაინტერესებსო ხოდა დაწყნარდით ეხლა. თავისი ხელფასის შესაბამისად თამაშობს.
გია
02:09 01-01-2024
1
როგორც კი მოუმატებს ხელფასს ის წუწურაქი ლაურენტისი,ნახავთ როგორ ათამაშდება კვარა.ყველაზე დაბალი ხელფასით ყველაზე კარგად ითამაშოს?????რობოტი ხომ არაა,ადამიანია,გრძნობები აქვს და და გულში იკლავს უსამართლობას.
ამიტომაც ნუ ელით მისგან განსაკუთრებულ თამაშს და ნუ აკრიტიკებთ.ძლიერი აგენტი რომ ჰყოლოდა აქამდე ასჯერ მოუგვარებდა,მაგრამ ამაში არ გაუმართლა,თვეობით ვერ ახერხებს ჯუღელი ლაურენტისთან შეხვედრას.რაიოლას ვინ გაუბედავდა ასეთს?
მირო
00:18 31-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული