"ინსინიეს "ნაპოლიში" დაბრუნება სურს, თუმცა "კვარას" შემცვლელად ყოფნას არ აპირებს" - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილ ფეხბურთელს, ლორენცო ინსინიეს, "პარტენოეპის" რიგებში დაბრუნება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გამოცდილი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად თამაშს არ აპირებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლორენცოს გადაბირებით "ფიორენტინა" და "ლაციოც" ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, ინსინიე MLS-ის კლუბ "ტორონტოში" 2022 წელს, "ნაპოლიდან" გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში 32 წლის შემტევმა 31 მატჩში 10 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

ინსინიე "პარტენოპეის" ღირსებას 2010/2022 წლებში იცავდა და დღემდე ნეაპოლელი ქომაგების ერთ-ერთ საყვარელ
მოთამაშედ ითვლება.

alt"მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, "კვარას" გაუფრთხილდით" - ინსინიემ "ნაპოლის" ქომაგებს მიმართა

altახალი "ქართული" გუნდი იტალიაში - ყველაფერი კვერნაძესა და "ფროზინონეზე" - ინსინიეს თანაგუნდელობა და გუნდიდან წასული ლორია...

altინსინიე: არ მეგონა, თუ ამერიკული ლიგა ამდენად რთული იქნებოდა

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა პრობლემა დაიწყო მაშინ? ბიჭი რუსული ჭაობიდან სერია ა-ში აღმოჩნდა და საუკეთესოც გახდა გუნდმაც 30 წლის მერე სკუდეტო მოიგო, ფული რა თქმა უნდა რუბინმა წაიღო.
Walter White-ს
05 იანვარი 2024 17:16
2
მთელი ეს პრობლემა დაიწყო მაშინ,როცა ნეაპოლმა გადაუხადა ბათუმის "დინამოს" 10 მილიონი. არავის არ გაუგია სად და ვისთან წავიდა ეს თანხა. რამდენი წაიღო "რუბინმა", რამდენი მოსკოვის"ლოკომოტივმა", რამდენი მიიღო ჯუღელმა და რამდენი სხვადასხვა გარშემო მოტრიალე აფერისტმა.
კონტაქტი კონტრაქტია, ეხლა მხოლოდ ემოციური წერა შეგვიძლია, რადგან თუ ჯუღელი და ხვიჩას მამა დათანხმდნენ,ეს მათი ან ბრალია ანდა "დინამოსთან" გარიგება მოხდა და რაღაც თანხა "ატკატით" აიღეს
მოკლედ, არამარტო ხვიჩას , არამედ მთელ საქართველოს უნდა საბოლოოდ მოშორდნენ ეს ვითომ მოძველბიჭო,უვიცი, გაუნათლებელი ხეპრეები.
Walter White
04 იანვარი 2024 22:07
3
და შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ის თანხა როგორ განაწილდა? ბიზნესია ეგ და კონფიდენციალური ინფორმაციაა.
ოოჰ
05 იანვარი 2024 14:39
0
მაგაზე თქვეს, კონტრაქტი ისე იყო, რომ რამდენადაც გაიყიდებოდა უნდა მიეღო ეს ფული ჯუღელს. მცირე ნაწილი სიმბოლურად ბათუმს დაუტოვეს, ჯუღელმა ეს ქეში აიღო და წაუღო რუბინს (ალბათ საკომისიო დაიტოვა მსუყე), რადგან სანქცირებული იყო ამ დროს რუბინი და ვერ მისცემდა ოფიციალურად და გადარიცხვით.
gia
05 იანვარი 2024 12:05
0
არსენასა გავს---ვენაცვალე ჯიგარში
გიო
04 იანვარი 2024 16:44
4
ნეტავ მართლა დაბრუნდეს ! მერე ნაღდად გაყიდიან კვარას და მოშორდება იმ ჭაობს !
zura222
04 იანვარი 2024 16:19
4
სამაგიეროდ ზარია ვოროშილოვგრადი ხი არის ოკეანეე DDD
zura222
05 იანვარი 2024 14:57
1
"ნაპოლიც" Ჭაობია, "აიაქსიც" კიდე? დადე სიბრᲫნეები
Zaria
04 იანვარი 2024 21:11
5
ყველა გამოხმაურება
აქამდე მქონდა იმედი, რომ ჯუღელი ოდესმე რაიმე ადექვატურს იტყოდა. ბოლო ინტერვიუ ამის იმედს აღარ იძლევა. ეს კაცი კიდევ ძველ ბაქი-ბუქს, არაფისმთქმელ ცარიელ სიტყვებს აწვება. ნახეთ რუის და პოლიტანოს აგენტების მოქმედებები, არაფერს ვამბობ ოსიმენის აგენტზე. მათ მუშაობას ჰქვია აგენტის შრომა. ამას რა ქვია, იქნებ ვინმემ გვითხრათ. ნახეთ ჯუღელის კომენტარები რუბინში გატარებულ ბოლო პერიოდზე. იძახდა ხვიჩა, მამა და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, ყველაფერი კარგად მიდისო. ეს მაშინ, როცა მართლაც ერთერთი უმძიმესი პერიოდი ედგა. ევროპაში შეუმდგარი ტრანსფერების მთელი სერიალები დაიდგა. მაშინ უკრაინის ომმა ფაქტიურად სულზე მოგვისწრო, ამხელა ტალანტი ლამის ჩაკარგვის პირას იყო მისული. რუბინის სკამზე აღმოჩნდა და პრესა იძახდა მორჩა მისი თამაში, მცველებმა შეისწავლეს და ვერაფერს ახალს ვეღარ აჩვენებსო. იქნებ ვინმემ თქვას რომ არ იყო ასე? რაც შეეხება ნაპოლიში ტრანსფერს, იტალიელები ბევრზე მიუთითებენ, აგენტის გარდა. ლაურენტისმა ისიც თქვა, ჯუნტოლი არაფერ შუაშია, ყველაფერი ჩემმა შვილმა მოაგვარაო. ინტერვიუში ჯუღელი ამბობს, აი მამას კითხეთ თუ სიმართლეს არ ვამბობო. თითქოს არასრულწლოვან მოზარდზე იყოს საუბარი და არა ევროპის დონეზე უკვე შემდგარ ვარსკვლავზე. მართალია ყველა მამას შვილისთვის საუკეთესო გვინდა, მაგრამ გამოგვდის კი ყოველთვის უტყუარად საუკეთესო? და ბოლოს, სანამ ფანები და პრესა კეთილგანწყობილია, მაშინ უნდა დაფიქსირდეს ღიად, რომ არ შეიძლება მოთხოვო ფეხბურთელს გუნდის ლიდერობა, უმაღლესი კლასის დემონსტრირება, თავდადება და ანაზღაურებას უტოვებდე სერიაში ახალბედა სათადარიგოების დონეზე. რასაც მისი თამაშის შესწავლა დაარქვეს, სინამდვილეში მისი წინააღმდეგ უხეში, პირველივე წუთებიდან ბარათის ზღვარზე თამაშია .ცუდის გაფიქრებაც კი არ მინდა, მაგრამ საქმეზე მისახედია დროულად. წყალობდეს ხვიჩას უფალი, წარმატებასა და მსოფლიო ათეულს ვუსურვებ!
ამატაკი
04 იანვარი 2024 16:01
3
ამატაკის და ამატაკის-ს.არაფრის დამატება აღარ არის საჭირო.ძალიან სწორი,კარგი პოსტებია.
სოსო
05 იანვარი 2024 02:00
1
შენ გენაცვალე, რა ზუსტად დაწერე ყველაფერი ის, რისი თქმაც მე მსურდა! ახლახან მოვიძიე "ნაპოლი"-ს ფეხბურთელთა ხელფასები (ბოლო მდგომარეობით) და პირდაპირ გული დამეწვა - კვარა 18-ე ადგილზეა გუნდში! ბიჭმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა სკუდოტოს მოგებაში და ეს უვარგისი ჯუღელი, იმის ნაცვლად რომ სეზონის ბოლოს მისულიყო აფერისტ ლავრენტასთან ხელფასის განახლებაზე, გაიყუჩა და ახლაღა ამოიღო ხმა, როდესაც გუნდშიც ცუდი სიტუაციაა, ნაპოლიც კრიზისშია და ხვიჩაც არაა სათანადო ფორმაში. ამ დროს კი რა ხდება? ოსიმენმა მშვენიერი კონტრაქტი "დაირტყა", ელმასი წავიდა, პოლიტანო და კიდევ სხვები მიდიან (და რაც მთავარია, მათზე მოთხოვნაა), ხოლო ხვიჩას კლუბის უფროსობა, იტალიური პრესა და ქომაგები შედეგს სთხოვენ, მეტოქეები ფეხებში გამეტებით ურტყავენ და წონასწორობიდან გამოჰყავთ, ხოლო მისტერ "პერეგავორშჩიკი" იძახის, ყველაფერი მაგრადაა და გეგმის მიხედვით მიდისო. არადა, სინამდვილეში დე ლაურენტისი არც კადრულობს ჯუღელთან შეხვედრას (ყოველ შემთხვევაში, იტალიურმა პრესამ ასე დაწერა). ვსვამ ლოგიკურ კითხვებს: ნუთუ ამ კომენტარებს, ხვიჩა თუ არა ხვიჩას ვინმე ახლობელი არ კითხულობს?! ნუთუ არ შეიძლება, მივიდეს მამამისთან და უთხრას, რომ ხვიჩას სჭირდება ეფექტური აგენტი?! ბოლოსდაბოლოს, დარჩეს ეს ჯუღელი მამამისის ძმაკაცად და წილიც მისცენ თუ საჭიროა, ოღონდ კი ჩვენს ოქროს ბიჭს შეეშვას! წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ რომ "ნაპოლი"-ს თუ სეზონი ჩაუვარდა ანუ ევროთასებზე ვერ გავიდა, გუნდი მთლიანად დაიცლება წამყვანი ფეხბურთელებისგან, ხოლო კვარას წასვლა გახდება დიდი პრობლემა - როგორც მაღალი გასაყიდი ფასის, ისე გრანდების მხრიდან ინტერესის დეფიციტის გამო (ვგულისხმობ მის ახლანდელ ფორმას, თორემ მისი დონე ვიცით)
ამატაკი-ს
04 იანვარი 2024 18:04
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული