"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა მალხაზ ასათიანმა რუსულ "Match Tv"-სთან საუბარში ხვიჩა კვარაცხელია და ჯანო ანანიძე ერთმანეთს შეადარა.

"ჩემთვის უმჯობესი კვარაცხელიაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯანომ თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 50% წარმოაჩინა და მასაც ხვიჩაზე არანაკლები ტალანტი ჰქონდა.

ანანიძემ იცოდა თავისი შესაძლებლობები, მაგრამ მისი მხოლოდ ნახევარი გამოიყენა და საბოლოოდ, მაინც თამაშობდა "სპარტაკში". ანანიძე გულშემატკივარს ლამაზ ფეხბურთს სთავაზობდა", - თქვა ასათიანმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ხვიჩასაც ეგ ბედი ელოდა, რუსეთიდან რომ არ წასულიყო
მირზა
12:13 07-01-2024
0
ჯანოს მშვენიერი ტექნიკა და ყიფიანის მოედნის ხედვა ჰქონდა. მოწამლულებმა და ბეცებმა რაც გინდათ იჭორავეთ. ასათიანზე კაცი რომ იტყვის, რისი ექსპერტიაო, რა უნდა ელაპარაკო? მიკირტუმ- გასპარიჩი არსად დაგეკარგოთ, მაგარი ექსპერტია.
გიორგი
00:48 06-01-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული