L'Équipe: ფინანსურ კრიზისში მყოფ "ბორდოს" შეიძლება დავითაშვილის გასხვისება მოუწიოს

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, „ბორდოს“ დავალიანება აქვს, DNCG-ის (ორგანიზაცია, რომელიც საფეხბურთო კლუბების მონიტორინგსა და ზედამხედველობას ახორციელებს) წინაშე ანგარიშს ოთხშაბათს წარადგენს და თუ საკითხის ერთი თვით გადავადების თხოვნა დაუკმაყოფილეს, მორიგი მოსმენა თებერვალში გაიმართება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბს სანქციები ემუქრება.

გამოცემა იტყობინება, რომ ჟირონდული კლუბი რამდენიმე ინვესტორთან აწარმოებს მოლაპარაკებას და არაა გამორიცხული 4-5 ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს - სტიან გრეგერსენის (1.8 მილიონ ევროდ MLS-ის ატლანტა აპირებს შეძენას), ალბერტ ელისის, ზურიკო დავითაშვილის, მალკომ ბოკელეს და შეიძლება დანილო იგნატენკოსიც. მათ სანაცვლოდ ვინმეს დასამატებლად კი ცენტსაც ვერ დახარჯავს.

„ბორდო“
19 ტურის შემდეგ ლიგა 2-ში 22 ქულით მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ველოდებით სართიჭალას შტურმში,აქაც ლიგა-2 ია და ადაპტირება არ გაუჭირდება.
33
ხვალ რატომ არაა განაცხადში
გოგა
00:48 06-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული