"ნაპოლის" ტიფოზები გადაირივნენ - ფეხბურთელებს ლაპარაკი აუკრძალეს და გუნდი გასახდელში გამოიკეტა

AutoSharing Option
"ტორინოსთან" განადგურებამ აღაშფოთა "ნაპოლის" გულშემატკივრები, რომლებმაც ტრიბუნიდან მოედანზე პეტარდების სროლა დაიწყეს და მატჩი ცოტა ხნით შეჩერდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ტიფოზებმა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, ფეხბურთელებს და მწვრთნელს ვალტერ მაცარის სოციალურ ქსელებში შეუტიეს და მის გადადგომასაც მოითხოვენ.

ნამატჩევს ფანებმა გუნდი სტვენით გააცილეს და ფეხბურთელები გასახდელიდან 40 წუთის დაგვიანებით გავიდნენ. მათ პრესასთან ურთიერთობა აუკრძალეს. კომენტარი მხოლოდ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ გააკეთა. მან ქომაგებს ბოდიში მოუხადა, განაცხადა, რომ ზომებს მიიღებენ, მაცარის სამუშაოდან დათხოვნას კი არ აპირებენ.

ნეაპოლური გამოცემები აღნიშნავენ, რომ
სტადიონზე იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ჯან პიერო ვენტურა და ანტონიო კონტე იმყოფებოდნენ, რომლებიც მაცარის შესაძლო შემცვლელებად მოიაზრებიან. კონტემ მე-80 წუთზე დატოვა ტრიბუნა, რათა ჟურნალისტების კითხვებისთვის თავი აერიდებინა.

alt"გავათავისუფლებთ თუ არა მაცარის?" - "ნაპოლის" დირექტორის კომენტარი

altრატომ დაესწრო კონტე "ნაპოლის" მატჩს?

alt"ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანი არაადეკვატურია" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლისა" და "ტორინოს" მატჩს გამოეხმაურა

altრა შეფასებები მიიღეს ხვიჩა კვარაცხელიამ და საბა საზონოვმა "ტორინოსა" და "ნაპოლის" მატჩში

altუსახური "ნაპოლი" "ტორინოსთან" განადგურდა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა [VIDEO]

alt"გასულ სეზონში "ნაპოლის" ფანები ამბობდნენ, რომ კვარაცხელია საუკეთესო იყო, "პარტენოპეი" ოსიმენის გარეშე არაფერს წარმოადგენს" - ნიგერიელი ჟურნალისტი

altდებიუტიდან 3 წუთში - "ნაპოლის" ახალწვეულმა წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
საერთოდ ჟმოტობა რომ დამღუპველია აგერ კიდევ 1 ფაქტი, დაჟმოტა სპალეტიზე, მიიღო გარსია, დაჟმოტა კონტეზე მიიღო მაცარი, ტიპს კი (სახელს არ ვიტყვი), რომელიც იტალიის ჩემპიონატის MPV გახდა, მისი გოლი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლად აღიარეს სათადარიგო სკამის ფეხბურთელებზე ნაკლები ხელფასი აქვს და არ გაუზარდა. ლაურენტესი ხარ თუ ლაურა იდი ტი:). უკვე აზრიც არ აქვს ხელფასის მომატებას, სხვა გუნდში უნდა წავიდეს ტიპი ამ მაფიოზური ნაპოლიდან, ნებისმიერ სხვა ნორმალურ გუნდში.
irakli
08 იანვარი 2024 00:16
6
ტიპს მარტის მერე ნორმალურად არ უთამაშია,რამდენიმე გამონათებას თუ არ ჩავთვლით,ხოდა რატო უნდა მოუმატოს ხელფასი?მითუმეტეს 2027 წლამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული,არსად წამსვლელიც არაა.
თემო
08 იანვარი 2024 10:45
7
შდაბეჭდილება მრჩება ფეხბურთელებს თამაში არ უნდათ. ეს მაძოკი თუ მაზოხი(სტი) ვინ დაიმატეს ტიპს კარიერაში 1 წითელი ქონდა გადმოვიდა ნაპოლიში და დებიუტის პირველივე წუთზე ტიპმა ნაჯახი წააძრო დდ: ლობოტკას რა აწყენინა ხვიჩამ ტიპს ერთი პასი არ გაუკეთებია სათქმელად ქართველზე ვაკვირდებოდი მთელი თამაში. ასეთი "უჟილკო"თამაშით კვარა თავის ავტორიტეტს მალე დაკარგავს თავის მომხრეებშიც კი. ხოლო გუნდი რომ იკიდებს მას და მაცარიც არაფერს ახალს არ გვთავაზობს ეს იმდენად თვალშისაცემია მგონი პატარა ბავშვიც ხვდება. სულ ვწერ სქემას არ ცვლის ეს კაცი 3-5-2-ზე არ აქვს ერთი ადგილი, პლუს ბურთს რომ საერთოდ არ აძლევენ ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ თვითონაც რომ საერთოდ არ მიილტვის ამისკენ , არ იხსნება და არ დარბის ფაქტია ეს მკაფიოდ ჩანს მოედანზე, კიდევ ერთი მიზეზი დაემატა სრულ კომპლექსს აგერ სამარჯიჩს იმატებენ და მასზე ორჯერ მეტ ხელფას უნიშნავენ გინდა არ გინდა ეს ხასიათს წაგართმევს და ეტყობა კიდეც ხვიჩას. საქმე ცუდი სცენარისკენ მიდის ნაპოლისთვისაც და სამწუხაროდ ხვიჩასთვისაც ჩვენ პირველ რიგში ხვიჩას ესეთი გაფერმკრთალება გვადარდებს და რაღაც სერიოზულად შესაცვლელია თორემ ვარსკვლავობა და სტარობა ესეთი ჩამქრალი/ვალდებულების მიზნით მოედანზე გასვლით არ მოდის. ალბათ ჯობს გუნდის გამოცვლაც მარა ვინ გაუშვებს ყურებით ყავს ბებერ ვაჭარს პერეგავორა და სემიჩკის ფულზე აპახავებენ კვარას ესეც მოქმედებს ხასიათზე ფსიქოლოგიურად ამას წყალი არ გაუვა.
Charley
07 იანვარი 2024 23:39
4
რაც გუნდია კვარაც ეგ არის
ისე მაინც ყველას სჯობდა,როგორც ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშე.
სანამ ესეთი პოლიტიკა იქნება, გუნდიც ესეთი იქნება და კვარაც.
საჭიროა ხელმძღვანელიბაში სწორი მიდგომა და დაფასება,თორემ მილიონნახევარიც ზღაპრული ხელფასია.უბრალოდ კვარას არ აფასებს ლავრენტის და ამანაც დაიკიდა,თუ გინდათ სიმართლე
გიორგი
07 იანვარი 2024 23:04
6
დღევანდელი ნაპოლი კიდევ ერთი მაგალითია იმისა. როგორ არ უნდა მართო გუნდი. და რომ ძუნწი ორჯერ იხდისო. ზოგადად, ნათქვამია, თევზი თავიდან ყარსო, და ლაურენტისია თავისი გამოხტომებით და ჟმოტობით ყველაფრის თავი და თავი. რა გუნდით რა შედეგი დაუდო შარშან სპალეტიმ, ამ გნიდამ კიდე, სახლში გაუშვა.. ხვიჩას რაც შეეხება, სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშეს, რომ ჭ კლასის ფეხბურთელის ხელფასს უხდი, სხვა რამეს არც ინდა ელოდო.
არტემი
08 იანვარი 2024 12:20
3
ლაურენტესია გასალახიიიიიიი
სიმართლე
08 იანვარი 2024 01:50
3
წვერი გაიპარსე ბიძიკო, საშინლად არ გიხდება მაგ ბავშვურ სახეზე(არც მიქაუტაძეს,არც წიტაიშვილს და დავითაშვილს) და "დუხამ" არ დავარდე, ბოლომდე მიაწექი!
ბათუმელი ექსპერტი
08 იანვარი 2024 00:11
17
რას არის ცხოვრება? ერთი წლის უკან ნაპოლის ადიდებდნენ და ფანებს ცაში ყავდათ აყვანილი ფეხბურთელები, ეხლა კი.... კვარაა ცოდო, არ გინდა გადარეულ ტიფოზებს გაუმკლავდე?
გიგა
07 იანვარი 2024 21:50
6
სულელი არავინაა ყველა ხვდება რაც ხდება.
გიორგი
08 იანვარი 2024 02:24
1
მე არ ვიცი რა არის ხვიჩას ასეთი თამაშის მიზეზი, შეიძლება გუნდში არის არეული სიტუაცია, შეიძლება ხელფასის ანუ დაუფასებლობის გამო აქვს მოტივაცია დაკარგული.
ყველამ თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ფეხბურთის გუნდში კი არა უბრალოდ ჩვეულებრივ სამსახურში, სადაც ერთერთი საუკეთესო ხარ, საქმეს 5 იანზე აკეთებ მაგრამ შენზე ნაკლებ თანამშრომელს აქვს შენზე მეტი ხელფასი და მენეჯმენტი არც კი აპირებს საკუთარი დამოკიდებულების გადახედვას, რავიცი არ მგონია ვინმე ამ სიტუაციაში მოტივირებული იყოს, მაგრამ თუ არ მოინდომა კვარამ ფორმას დაკარგავს და ტოპ გუნდში გადასვლის შანსი მაგრად მოიკლებს, ამიტომ ნაპოლის და ლაურენტისის გამო კი არა საკუთარი მომავლის გამო უნდა მოინდომოს.
ისე ხვიჩას სიტუაცია მაგონებს იმ პერიოდს როდესაც რუბინმა ძალიან დიდი ფული მოითხოვა და ტრანფერი ჩაიშალა, მაგის მერე იყო დემოტივირებული და არ თამაშობდა პრაქტიკულად, ნაპოლიში დაიწყო ისევ, ძაან გავს იმ დროს.
zura
08 იანვარი 2024 15:00
1
ხვიჩას პოსტკოვიდური ფილტვის ფიბროზი აქვს.ამიტომ უჭირს სირბილი.ვფიქრობ ყველასთვის სამწუხარო ფაქტია.
insider
08 იანვარი 2024 01:43
18
ფიბროზი კი არა ტვინის ფაღარათი აქვს
გუგა
08 იანვარი 2024 01:56
14
კვარაცხელიამ უნდა გადაინაცვლოს სათადარიგოზე იქიდან კი რუბიბში..ყველაზე ცუდი იყო.
!!
07 იანვარი 2024 22:41
44

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული