"შევცდით, როცა კვარაცხელია კაკას შევადარეთ" - დი კანიო

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ "ტორინოსა" და "ნაპოლის" 3:0 მატჩის შემდეგ Sky Calcio Club-თან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გუნდს ხასიათი აკლია და ეს პრობლემა სწრაფად უნდა გამოსწორდეს.

"ეს ნამდვილად კატასტროფაა. თუმცა არ ვიყავით მართლები, როდესაც ლობოტკას ახალი ინიესტა ვუწოდეთ, კვარაცხელია კი კაკას შევადარეთ. "ნაპოლიმ" წარმატებას იმ ფეხბურთელებით მიაღწია, რომლებსაც აქამდე არაფერი ჰქონდათ მოგებული. თუმცა მაშინ მათ სპალეტი ჰყავდათ. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ გუნდს ლიდერი არ ჰყავს.

დი ლორენცო შეშინებულია, ნათანმა კი კიმ მინ-ჯეს შეცვლა სათანადოდ ვერ
მოახერხა", - განაცხადა დი კანიომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

alt"გაკვირვებული ვარ" - დი კანიომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

alt"ჭირვეულია და გამაღიზიანებელი" - დი კანიომ ოსიმენი გააკრიტიკა

alt"რაც მან გააკეთა, საგანგაშოა" - დი კანიო ოსიმენზე

მკითხველის კომენტარები / 35 /
და მარადონას უკვე ვეღარ ადარებენ :) :)
WHAT?
09 იანვარი 2024 17:11
4
კვარაცხელია,კვარაცხელიაა!არავისთან შედარება არაა საჭირო.მანაც და მთელმა გუნდმაც შარშან აჩვენა რა შეუძლიათ,მაგრამ საპასუხოდ დაუფასებლობა მიიღეს და მათი მოტივაციაც კატასტროფულად შემცირდა.უკვე რამდენჯერ ვნახეთ,თუნდაც მხოლოდ ხვიჩას ფეხებზე ნადირობა,ცხოვრებამ თვითონ მიიყვანა დასკვნამდე,რომ სადაც არ გაფასებენ,იქ თავი არ უნდა შეაკლა.სხვა ფეხბურთელების უმეტესობაც, ეტყობა იგივე აზრზეა.ამიტომ გარბის გუნდიდან,ვისაც შეუძლია და უკლო თამაშს,ვისაც წასვლის შანსი არა აქვს.აქსიომატური შეგონებაა:ნუ დარჩებით იქ,სადაც არ გაფასებენ.
სოსო
09 იანვარი 2024 15:49
4
წინა წლის აშკარა ჩემპიონი და ეხლა მეცხრე ადგილზე? მართლა რაღაცაშია საქმე.
გულშემატკივარი
10 იანვარი 2024 07:48
0
დი კანიო, ისწავლე ფეხბურთი, მერე წერე სისულელეები.
.
10 იანვარი 2024 07:26
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული