"შევცდით, როცა კვარაცხელია კაკას შევადარეთ" - დი კანიო

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ "ტორინოსა" და "ნაპოლის" 3:0 მატჩის შემდეგ Sky Calcio Club-თან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გუნდს ხასიათი აკლია და ეს პრობლემა სწრაფად უნდა გამოსწორდეს.

"ეს ნამდვილად კატასტროფაა. თუმცა არ ვიყავით მართლები, როდესაც ლობოტკას ახალი ინიესტა ვუწოდეთ, კვარაცხელია კი კაკას შევადარეთ. "ნაპოლიმ" წარმატებას იმ ფეხბურთელებით მიაღწია, რომლებსაც აქამდე არაფერი ჰქონდათ მოგებული. თუმცა მაშინ მათ სპალეტი ჰყავდათ. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ გუნდს ლიდერი არ ჰყავს.

დი ლორენცო შეშინებულია, ნათანმა კი კიმ მინ-ჯეს შეცვლა სათანადოდ ვერ
მოახერხა", - განაცხადა დი კანიომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

alt"გაკვირვებული ვარ" - დი კანიომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

alt"ჭირვეულია და გამაღიზიანებელი" - დი კანიომ ოსიმენი გააკრიტიკა

alt"რაც მან გააკეთა, საგანგაშოა" - დი კანიო ოსიმენზე

მკითხველის კომენტარები / 35 /
და მარადონას უკვე ვეღარ ადარებენ :) :)
WHAT?
09 იანვარი 2024 17:11
4
კაკას კვარაცხელიას ხელა ხელფასი ჰქონდა??შე კაი კაცო მის კონტრაქტზეც და ხელფასზეც გეთქვა ერთი-ორი სიტყვა?!
გიორგი
09 იანვარი 2024 16:36
11
მესხის, მეტრეველის, შენგელიას, ყიფიანის, გუცაევის ხელფასები არ დაგავიწყდეს...
ხ ე ლ ფ ა ს ე ბ ი - აბა
09 იანვარი 2024 17:19
9
თქვენც ქართველი ექსპერტ-ჟურნალისტებივით მაგარი ცანცარა ხალხი ხართ!!!!
!!
09 იანვარი 2024 16:31
3
მაგარი გოიმობაა ეს ქართველები ხვიჩას ხელფასით რომ აპრლირებთ. ხვიჩას ჩავარდნას არაუშავს, აგერ ლეაოც ვერ თამაშობს ვინიციუსს უარესი პერიოდი ჰქონდა და ნეიმარსაც. მაგრამ ხელფასიაქ დაბალი ხვიჩას და მაგიტო არ თამაშობსო რო წერთ ამით პირველ რიგში ხვიჩას შეურაცყოფთ.
Semi
09 იანვარი 2024 16:22
7
ნუ ცანცარებთ.მალე ისევ შეიცვლით აზრს.მაშინ არ შეგრცხვეთ.
ბრაზი
09 იანვარი 2024 15:59
3
კვარაცხელია,კვარაცხელიაა!არავისთან შედარება არაა საჭირო.მანაც და მთელმა გუნდმაც შარშან აჩვენა რა შეუძლიათ,მაგრამ საპასუხოდ დაუფასებლობა მიიღეს და მათი მოტივაციაც კატასტროფულად შემცირდა.უკვე რამდენჯერ ვნახეთ,თუნდაც მხოლოდ ხვიჩას ფეხებზე ნადირობა,ცხოვრებამ თვითონ მიიყვანა დასკვნამდე,რომ სადაც არ გაფასებენ,იქ თავი არ უნდა შეაკლა.სხვა ფეხბურთელების უმეტესობაც, ეტყობა იგივე აზრზეა.ამიტომ გარბის გუნდიდან,ვისაც შეუძლია და უკლო თამაშს,ვისაც წასვლის შანსი არა აქვს.აქსიომატური შეგონებაა:ნუ დარჩებით იქ,სადაც არ გაფასებენ.
სოსო
09 იანვარი 2024 15:49
4
მაგიტო არ მევასება ეს იტალიური ფეხბურთი ამათმა საერთოდ რანაირად მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი თან ამდენჯერ.. ჯერ ერთი კვარა და კაკას შედარებას უფრო აქვს ლოგიკა ვიდრე ლობოტკას და ინიესტას.. ინიესტას დონის ფეხბურთელი იტალიას არ ჰყოლია ეხლა არ გამოხტეთ დელ პიეროს და ბაჯოს ფანები.. ინიესტამ მოიგო ყველაფერი რაც კი რამე შეიძლება მოიგოს ფეხბურთელმა საფეხბურთო ტურნირებში და არა ერთხელ.. არასდროს არ დაუხრია თავი და გადამწყვეტ მომენტებში თავის სიტყვას ყოველთვის ამბობდა.. მესის ჯილდოებიც ინიესტას და ჩავის მოგებულია.. რა ლობოტკა რა ფეხბურთელიც იყავი ისეთი ექსპერტი ხარ.. კვარა ნაპოლიდან გადავა და თავის სიტყვას ბევრჯერ იტყვის!
berg
09 იანვარი 2024 15:16
5
ინიესტა კვადრატს უბერავდა და ნუ ადარებ ფეხბურთელებს
ზლატან დროგბა
09 იანვარი 2024 16:25
5
ჯერ დელ პიეროს და ბაჯოს ერთ სიბრტყეში როგორ აყენებ? არ გაქვს ეტყობა ბაჯოს თამაშები ნანახი. ერთად ჯობდა დელ პიეროს და ტოტის და ზედოდან კასანოც დაამატე თუ გინდა. ეგეთი ფეხბურთელი იტალიას არ ჰყოლია

მეორე კიდევ, ინიესტა მაგარი იყო მაგრამ გაითვალისწინე რა ფეხბურთელებთან და რა გუნდთან უწებდა თამაში, გინდა ბარსაში გინდა ესპანეთში. ბაჯომდე ინიესტასაც უკლია საკმაოდ.
ეჰ
09 იანვარი 2024 16:06
2
პაოლო ძია და დანარჩენო იტალიელო ექსპერტ-შემფასებლებო (ვაფანკულოებო),თქვენი შუბა რომ დავხიე!!! შე მამაცხონებულო, რასაც ხვიჩა 2023 წელს გასამრჯელოს იღებს ( გარჯისთვის), შენ 2003 წელს გქონდა მაგდენი. ისიც, რაღაც ტურტლიან "ვესტ-ჰემ იუნაიტედში" და არც ფეხებდი გირტყამდნენ წამდაუწუმ იმდენს, რადაც ამ ბავშვს უბრახუნებენ. ამასთან, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და სერია ა-ს საუკეთესო დრიბლიორი და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი სიკეთე გაუკეთა თქვენ ლიგას და აქოთებულ ნაპოლის! ბებიათქვენისამ რა! იმ ნაბ.. მა დე ლაურენტისმა კონტრაქტის გადახედვა-გაუმჯობესება დაიკიდა, წინა წლის გარჯა არ დაუფასა და გული ატკინა ახალგაზრდა ბიჭს ( ხომ ვხედავთ რომ ემოციურიცაა ხვიჩა ძალზედ) და თუ ეს სუნიანი გუნდი ჩაიკუკავს ხოლმე - გამოხტებიან იტალიელი ვაი-ექსპერტები და ხვიჩას ლანძღავენ. ლობოტკა-ჟელინსკი-ანგისა-ოსიმენები და დანარჩენი ფარჩაკები არ აინტერესებთ. თან ხვიჩას ლამის ძერბინივით ანაზღაურება აქვს და თურმე თავ/ფეხი უნდა შეაკლას მაკარონნიკ მჩეხავებს! ახლა არ დამიწყოთ პრაფესორობა ზოგიერთმა კონტრაქტი და იურიდიული ნიანსებიო და ა.შ! კონტრაქტის პირობების განახლება ჩვეულებრივი ამბავია ყველა ბიზნესში! ასე რომ იტალიელო ვაი-ექსპერტებო და მჩაგვრელებო, თქვენ უსუნეთ ლუკაკუს ფეხის გულებზე და გაასხით! რასაც უხდიან, მადლობა თქვან რომ იმაზე ბევრად მეტს გასცემს მინდორზე ეს ბავშვი!!!
ჯამბულ მეთერთმეტე
09 იანვარი 2024 14:44
9
ჯამბულ მეთერთმეტე კი არა ჯამბულ პირველი ხარ ! აბსოლუტურად მართალი ხარ ! ერთი ვერ გავიგე 4 დისლაიკი ვინც დასვა რაში არ გეთანხმებიან ?? ასიანი სანაია-მაქარას სექტიდან არიან ან ლაურენტისის გიჟი ფანები DD
zura222
09 იანვარი 2024 18:03
3
ისე,შარშანდელ ჩემპიონობას რომ კვარაცხელიას აწწერდით და წლევანდელ ჩავარდნაში რომ ყველა სხვას ფეხბურთელს,მწვრთნელს,პრეზიდენსტს ადანაშAულებთ, კვარაცხელიას გარდა,ცოტა ალოგიკური ხომ არაა?ნაკრებში მიღებული უაზრო ყვითელისა არ იყოს,სხვა ყველას დააბრალეს გარდა ფეხბურთელისა.
თემო
09 იანვარი 2024 14:39
9
ეს ჩავარდნა არაა და არ ფეხბურთელები არც ეს გამქლიავებული ვალტერა არაფერ შუაში არ არიან ეს წინასწარ გათვლილი სცენარია სად გაგონილა გუნდში ახალწვეული ფეხბურთელი მინდორზე სადებიუტო მატჩში ახალშემოსული უწყინარ სიტუაციაში დაძგერებოდა მეტოქეს ისე უხეშათ რომ უკანვე სათადარიგო სკამზე გაემწესებინოთ. და გუნდი აშკარა წაგების წინაშე დაეყენებინოს.დასცხეთ ეხლა დიზლაიქები ტოტალიზატორების ლაქიებო.
გიორგი
09 იანვარი 2024 16:15
6
რას ადარებდით მერე??თქვენც ქართველებივით ხართ ჯერ ცაში აიყვანთ ადამიანს და მერე ძირს დაანარცხებთ,იყავით რეალისტურები და პრაგმატულები!!!!
!
09 იანვარი 2024 14:37
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული