"შევცდით, როცა კვარაცხელია კაკას შევადარეთ" - დი კანიო

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ "ტორინოსა" და "ნაპოლის" 3:0 მატჩის შემდეგ Sky Calcio Club-თან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გუნდს ხასიათი აკლია და ეს პრობლემა სწრაფად უნდა გამოსწორდეს.

"ეს ნამდვილად კატასტროფაა. თუმცა არ ვიყავით მართლები, როდესაც ლობოტკას ახალი ინიესტა ვუწოდეთ, კვარაცხელია კი კაკას შევადარეთ. "ნაპოლიმ" წარმატებას იმ ფეხბურთელებით მიაღწია, რომლებსაც აქამდე არაფერი ჰქონდათ მოგებული. თუმცა მაშინ მათ სპალეტი ჰყავდათ. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ გუნდს ლიდერი არ ჰყავს.

დი ლორენცო შეშინებულია, ნათანმა კი კიმ მინ-ჯეს შეცვლა სათანადოდ ვერ
მოახერხა", - განაცხადა დი კანიომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

alt"გაკვირვებული ვარ" - დი კანიომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

alt"ჭირვეულია და გამაღიზიანებელი" - დი კანიომ ოსიმენი გააკრიტიკა

alt"რაც მან გააკეთა, საგანგაშოა" - დი კანიო ოსიმენზე

მკითხველის კომენტარები / 35 /
დაუყენეთ ისეთი ფეხბურთელები კვარას გვერდით, როგორიც კაკას ყავდა(ზეედორფი, შევჩენკო, ინძაგი, პირლო, გატუზო მილანში) ნუ ბრაზილიის ნაკრებზე აღარეფერს ვამბობ და მერე ადარეთ ერთმანეთს, ხვიჩა ბურთს, რომ კარგავს ეგრევე გოლს უშვებს ნაპოლი და ყველა ხვიჩას აბრალებს იმას არავინ ამბობს დაცვა რომ დირკაა, კაკა ბურთს, რომ დაკარგავდა ეგრევე ეცემოდა მეტოქეს გატუზო, პირლო, ამბროზინი და უკან მიაწვდიდნენ და აგრძელებდა შეტევას, წინ გაიხედავდა და ინძაგი და შევჩენკო მზად იყო პასის მისაღებად, ასარჩევად ქონდა საქმე, უკან კიდე ნესტა და მალდინი, რომ იდგა და უკან, რომ არ უნდა გამიკიდებოდა დაკარგულ ბურთს ეგ კიდე ცალკე ფუფუნება იყო.
სოსო
19:33 09-01-2024
6
რას ადარებდით მერე??თქვენც ქართველებივით ხართ ჯერ ცაში აიყვანთ ადამიანს და მერე ძირს დაანარცხებთ,იყავით რეალისტურები და პრაგმატულები!!!!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული