"ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება..." - მიქაუტაძემ "აიაქსში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
"აიაქსიდან" "მეცში" განათხოვრებულმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ გამოცემა Mosselle TV Sport-თან ინტერვიუში ამსტერდამულ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

ქართველი ფორვარდის თქმით, "აიაქსში" გატარებული პერიოდი რთული იყო, თუმცა ამ ყველაფერს თავისი დადებითი მხარეც ჰქონდა:

"ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მომენტი მაქვს. თუმცა ვფიქრობ, რომ "აიაქსში" გატარებული პერიოდი ნეგატიური არ ყოფილა. მაგალითად, ევროპალიგაზე ვითამაშე. მიუხედავად ამისა, უმთავრესი სათამაშო პრაქტიკის ქონაა.

ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება, მუდმივად წარმატებული ვერ იქნები. თუმცა მენტალურად საკმარისად ძლიერი ვარ იმისთვის, რომ წინსვლა გავაგრძელო", - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ფრანგულ კლუბს 6-თვიანი იჯარით
დაუბრუნდა. "მეცს" მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება. 

altაი, ასე დახვდნენ მიქაუტაძეს "მეცის" ქომაგები [VIDEO]

altL'Equipe: მიქაუტაძე "მეცში" სამედიცინო შემოწმებას გადის, თუმცა კლუბები ერთ დეტალზე ვერ თანხმდებიან

altმიქაუტაძე: "მეცში" დაბრუნებით ბედნიერი ვარ და ეს სიყვარული მაღელვებს

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ჟორჟს! შრომა, შრომა და ყველაფერი მაგრად იქნება.
დიდება საქართველოს!
ლევანი
23:38 10-01-2024
0
...რა იცის ხურმა რა ხილია
... მალადეც
19:35 10-01-2024
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული