"შახტარში" შეიძლება მესამე ქართველი ლეგიონერი ვიხილოთ

AutoSharing Option
ჟურნალისტი ენდრიუ ტოდოსი თავისი ტელეგრამ-არხით იტყობინება, რომ უკრაინული კლუბები აქტიურად სწავლობენ ქართულ საფეხბურთო ბაზარს და თბილისის "დინამოს" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელით დაინტერესდნენ.

ტოდოსის მტკიცებით, ცენტრალური მცველი ალექსანდრე კალანდაძე კიევის "დინამოს" შესთავაზეს, კიევურმა კლუბმა უარით უპასუხა, თუმცა შეიძლება 22 წლის ქართველი სხვა გუნდში გადავიდეს.

ასევე საკმაო მოთხოვნაა "ჩერკასის", "პოლესესა" და "შახტარის" მხრიდან 22 წლის ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის მიმართ, მაგრამ ჯერ თბილისის "დინამოსთვის" ტრანსფერის თაობაზე არ მიუმართავთ.

"შახტარი" მექვაბიშვილისთვის კარიერის გასაგრძელებლად ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს, რამეთუ ეს გუნდი ყოველ წელს მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე
და თანაც, მის ღირსებას ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გაანებეთ ამ უკრაინას თავი, არ წახვიდეთ....
zhru
11 იანვარი 2024 15:02
7
წარმატებები საქართველოს ნაკრებს და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს!!!
tngh
11 იანვარი 2024 13:31
0
ამ ბიჭის პლუსი რაარი ვერ გავიგე
giorgi
11 იანვარი 2024 12:33
3
მე ამ ტიპის ფეხბურთი ვერ გავიგე. შახტარს რაში ჭირდება ესეთი დაბალი დონის
G
11 იანვარი 2024 01:06
4
3 ქართველი ერთად ბანდაა უკვე. ასე რომ არავითარ შემთხვევაში
მინდია
10 იანვარი 2024 23:45
1
მეტი არაა ჩემი მტერი ფიზიკურად ვერ გაქაჩოს.
რიო
10 იანვარი 2024 21:21
3
არ მგონია ანზორა მოისწრაფიშვილზე უკეთესი იყოს,მოისწრაფიშვილი კი სადღაც ბელგიის დაბალ ლიგაში სკამზე ზის და ანზორა შახტარის ძირითადში მოხვდება?ძაან აცდენილია ლოგიკას...
Master
10 იანვარი 2024 20:13
7
შახტარს 34 წლის საყრდენი ყავს და ალბათ შემცვლელს ეძებენ,მაგრამ ამდენ ქართველს ერთად ვინ ათამაშებს?! კიევის დინამო ქართველებზე შემომწყრალია აშკარად, რამდენი წელია მანდ ჩვენებურს არ უთამაშია და არც უნდა გადავიდნენ, თორემ სკამზე დაალპობენ...
Givi
10 იანვარი 2024 19:57
0
თუ რამის მიღწევა უნდა, "შახტარი" მშვენიერი ვარიანტია. მოსამზადებელზე ფიზიკურ დატვირთვას თუ გაუძლებს, ჩათვალეთ ნაკრებში მაგარი საყრდენი გვეყოლება.
წარმატებები ანზორის!
G.A.L.
10 იანვარი 2024 19:40
1
შახტარს ყავს მგელი ნახევარმცველები,
კლასი არა აქვთ პორტოს ან ბარსას დონის,მაგრამ იბრძვიან მაგრა,თუნდაც მარჯვნიდან რო თამაშობს ზუბკოვი მაგრა მომეწონა და მანდ ამ ანზორას არ ათამაშებენ.
Levani
10 იანვარი 2024 18:14
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული