შოთა არველაძის გუნდმა ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის მე-19 ტურში შოთა არველაძის "ფატიჰ კარაგუმრუკმა" საკუთარ მოედანზე "კაისერისპორი" 4:1 დაამარცხა.

ჰეთ-თრიკი 32 წლის შვედმა ნახევარმცველმა მარკუს როდენმა შეასრულა, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე აქამდე 17 მატჩში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი. ის გასულ სეზონში „ფროზინონეს“ ღირსებას იცავდა. მეოთხე გოლი „ვერონას“ ექსთავდამსხმელის, კევინ ლაზანიას ანგარიშზეა.

"ფატიჰ კარაგუმრუკმა" ჩემპიონატზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 20 ქულით მე-15 ადგილზეა და 13 იანვარს სტამბოლში "ბეშიქთაშს" დაუპირისპირდება.

სტამბოლი. "ნედჯმი კადიოღლუ"
კარაგუმრუკი - კაისერისპორი 4:1
გოლები: 1:0 როდენი (23), 2:0 როდენი (38), 3:0 როდენი (41),
3:1 ბოა მორტე (45+2), 4:1 ლაზანია (52)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ერთი და სხვა მრავალი! ქართველები წინ!
გია_544
20:51 10-01-2024
3
5 თამაშში 1 თამაშს ჰალშიც კი აწურინებდა არველაძე :D არ უნდა დაიჯეროს რომ არ გამოსდის მწვრთნელობა და არც ეუბნება ვინმე სიმართლეს
30
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული