შოთა არველაძის გუნდმა ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის მე-19 ტურში შოთა არველაძის "ფატიჰ კარაგუმრუკმა" საკუთარ მოედანზე "კაისერისპორი" 4:1 დაამარცხა.

ჰეთ-თრიკი 32 წლის შვედმა ნახევარმცველმა მარკუს როდენმა შეასრულა, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე აქამდე 17 მატჩში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი. ის გასულ სეზონში „ფროზინონეს“ ღირსებას იცავდა. მეოთხე გოლი „ვერონას“ ექსთავდამსხმელის, კევინ ლაზანიას ანგარიშზეა.

"ფატიჰ კარაგუმრუკმა" ჩემპიონატზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 20 ქულით მე-15 ადგილზეა და 13 იანვარს სტამბოლში "ბეშიქთაშს" დაუპირისპირდება.

სტამბოლი. "ნედჯმი კადიოღლუ"
კარაგუმრუკი - კაისერისპორი 4:1
გოლები: 1:0 როდენი (23), 2:0 როდენი (38), 3:0 როდენი (41),
3:1 ბოა მორტე (45+2), 4:1 ლაზანია (52)

მკითხველის კომენტარები / 7 /
გავარდა ყარაულის თოფი?
bordo
07:20 11-01-2024
13
რა გინდა ამათ მეტს ფეხბურთი არ აქვთ ნათამაშები საქართველოში.ყოუტუბია ესენი არიან ტვ ესენი არიან.ვიგაცა კაიზერს რო მოუგო დილიდან ყველგან აპიარებთ.ამას რო კვარაცხელიას დონეზე ეთამაშა ალბად არ ვიცი,უკვე ამოხვედით ყელში.აკეთეთ საქმე პიარის გარეშე დასანახს ყველა ხედავს.და არა საჩირო ამდენი პიარი!
ამათმა ხო წაიგეს თვინი
22:36 10-01-2024
30
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული