"ორივე მხარე ტყუის, მაგრამ მთავარი დამნაშავე სულ სხვაა" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ოსიმენისა და ჯუღელის განცხადებებს გამოეხმაურა

AutoSharing Option
გუშინ "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა და ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენელს სამარცხვინო უწოდა.

მოგეხსენებათ, ჯუღელმა ნიგერიელი ფეხბურთელის შესახებ განაცხადა, რომ ზაფხულში "პარტენოპეის" დატოვებასა და კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებას გეგმავდა.

მომხდარს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინო გამოეხმაურა.

"ხვიჩას აგენტი შეცდა, როდესაც საუბარი ოსიმენის მომავალზე დაიწყო. მას არ აქვს უფლება, სხვის მომავალზე ისაუბროს, თუმცა ოსიმენის რეაქციაც შემაშფოთებელი იყო, მან და მისმა აგენტმა გადააჭარბეს.

ვინ არის მთავარი დამნაშავე? - დე ლაურენტისი. ის გუნდში წესრიგს ვერ ამყარებს. მან ხელშეკრულების
საფუძველზე უნდა დაავალდებულოს მოთამაშეები, რომ ასეთი განცხადებები არ გააკეთონ", - განაცხადა ალვინომ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში.

alt"ერთი არაპროფესიონალია, მეორემ კი არ იცის, სად რა თქვას" - როგორ ეხმაურებიან "ნაპოლის" ქომაგები ოსიმენისა და ჯუღელის დაპირისპირებას

alt"ჩემს ფეხბურთელს პრობლემა შეუქმნა" - ოსიმენის აგენტი ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა

alt"ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ" - ოსიმენმა ჯუღელს უპასუხა

alt"წინასწარ გეტყვით, ოსიმენი სად წავა... ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, ამას არ იზამს" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

მკითხველის კომენტარები / 25 /
ხვიჩა რა შუაშია ჯუღელი მისი პრესმდივანი არაა .
ზრდასრული ადამიანია და თავის სიტყვებზე თვითონ აგებს პასუხს.
აჩი
22:28 15-01-2024
0
სულ ვამბობ და ახლაც ვიმეორებ, მე ოსიმენი არ მომწონს არც ფეხბურთელად და არც ვაჟკაცად! ხვიჩასთან ამ ორ კომპონენტში ახლოსაც ვერ მოვა. მომწეროს ახლა ოსიმენმა ის, რაც ჯუღელს უთხრა და მე გავცემ შესაფერ პასუხს!
გურამი
21:41 12-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული