ამას არავინ ელოდა - მამარდაშვილის "ვალენსიამ" ისევ გაიმარჯვა და ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-20 ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „კადისს“ 4:1 სძლია.

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, გამოსვლებზეც დამაჯერებელი იყო, დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა:

Sofascore 7.4, flashscore 6.9, Whoscored 6.8.

დებიუტში „ღამურები“ დურომ დააწინაურა, ანგარიში პენალტით ალკარასმა გაათანაბრა. მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, გოლი კი მათ დიეგო ლოპესმა გაუტანა. „კადისის“ კარის დალაშქვრა შეცვლაზე შესულ მარისაც შეეძლო, მაგრამ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ ბოლოს გერამ და ვასკესმაც გაიტანეს და „ვალენსიამ“
მოიგო.

„ვალენსიამ“ ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია, 29 ქულით მერვე ადგილზეა, ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას 3 ქულა აშორებს და 17 იანვარს თასზე „სელტას“ უმასპინძლებს.

კადისი. „ნუევო მირანდილია“. 18 662 მაყურებელი

კადისი - ვალენსია 1:4
გოლები: 0:1 დურო (8), 1:1 ალკარასი (21, პენ), 1:2 დიეგო ლოპესი (52), 1:3 გერა (90+4), 1:4 ვასკესი (90+8)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან მაგარია ჩვენი ბიჭი...თუ სადმე წავა,მხოლოდ ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ახლანდელი ვალენსია ნამდვილად არაა სუსტი. ნეტავ ლა ლიგის დონის კიდევ გვყავდეს ფეხბურთელები.
მერაბი-1960
22:48 14-01-2024
0
სულ ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, გიორგი უნდა დარჩეს ვალენსიაში. მითუმეტეს ბარახამ ძველი, მენდიეტას, კლაუდიო ლოპესის და მორიენტესის დროინდელი ვალენსიას სტილი დაიბრუნა გუნდს. ძალიან სწორ და გამართულ ფეხბურთს თამაშობენ. ამათ ერთი კარგი ვინგერი რომ ჰყავდეთ, მაგარი გუნდი დადგება. ვალენსია ლეგენდაა და ამ ლეგენდის მთავარი მოთამაშე გიორგი მამარდაშვილია. ბრავო გიორგი, ბრავო ბარახა, ბრავო ვალენსია!!!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული