კიდევ ერთი ქართველი "შახტარში" - თბილისის "დინამო" ტრანსფერის სანაცვლოდ 700 000 ევროს მიიღებს

AutoSharing Option
უკრაინული პრესის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 19 წლის მცველი ლუკა ლაცაბიძე კარიერას "შახტარში" განაგრძობს.

ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი დონეცკურ გუნდთან ერთად თურქეთში საწვრთნელ შეკრებას გადის და წესით, მალე კონტრაქტის გაფორმებასაც წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს.

ირკვევა, რომ ლაცაბიძე უკრაინულ გუნდში შესაძლო იყო, გასულ ზაფხულსაც გადასულიყო, მაგრამ მაშინ შეთანხმება ვერ შედგა, ახლა კი თბილისის "დინამო" ფეხბურთელის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 700 000 ევროს მიიღებს. ის დედაქალაქური გუნდის აღზრდილია და გასულ სეზონში მხოლოდ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

შეგახსენებთ, რომ დონეცკური კლუბის ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი: გიორგი გოჩოლეიშვილი
და ირაკლი აზაროვი, უკვე იცავს.

"შახტარი" თურქეთში 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მარიო პუშიჩის გუნდს კი ოფიციალური მატჩი 15 თებერვალს ჰამბურგში ელის, როდესაც ევროპის ლიგის 1/16-ფინალში "მარსელს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
წარმატებები
beqa
14:24 15-01-2024
0
რამოდენიმე თამაშს ვუყურე უჭკვიანესი ბიჭია, კარგია რომ წავიდა.წარმატებები
kesha
17:35 15-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული