
საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი თბილისის "დინამოდან" კრაიოვას "უნივერსიტატეაში" გადავიდა.
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილს 4.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ახალ გუნდში ის 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
Fanatik.ro-ს ცნობით, თბილისის "დინამო" 750 ათას ევროს მიიღებს და კიდევ 20%-ს შემდგომი ტრანსფერიდან.
"უნივერსიტატეა" რუმინეთის ჩემპიონატზე 21 ტურის შემდეგ 34 ქულით მესამე ადგილზეა და 21 იანვარს "ფარულს" უმასპინძლებს.