არველაძის კაცნაკლულმა "ფატიჰმა" რთულ მატჩში ქულის მოპოვება შეძლო

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკისა“ და „ისტანბულ ბაშაკშეჰირის“ მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმის ბოლოს ბურთი საკუთარ კარში მასპინძელთა გუნდის იტალიელმა ნახევარმცველმა ფლავიო პაოლეტიმ ჩაჭრა, შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა მისმა თანამემამულე მცველმა დავიდე ბირასკიმ ორწუთიან ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი არველაძის გუნდი არ დანებდა, მცველმა სალიჰ დურსუნმა ანგარიში გაათანბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ "ფატიჰ კარაგუმრუკში" პირველად ითამაშა "ნაპოლის" ყოფილმა სათადარიგო მეკარემ, 37 წლის სალვატორე სირიგუმ.

„ფატიჰ კარაგუმრუკი“ 21 ქულით მეთოთხმეტე
ადგილზეა და 24 იანვარს გასვლაზე „ანკარაგიუჯიუს“ დაუპირისპირდება.

სტამბოლი. „ნედჯმი კადიოღლუ“
ფატიჰ კარაგუმრუკი - ისტანბულ ბაშაკშეჰირი 1:1
გოლები: 0:1 პაოლეტი (45, საკ. კარში), 1:1 დურსუნი (88)
გაძევება: ბირასკი (76, ფატიჰ კარაგუმრუკი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული