მამარდაშვილი ბარბაროსი, უცხოპლანეტელი და მგელია - როგორ შეაფასეს გიორგის თამაში

AutoSharing Option
ლა ლიგის 21-ე ტურში „ბილბაოსთან“ საკუთარ მოედანზე მოგებულ მატჩში (1:0) ჩინებულად გაისარჯა „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

მამარდაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებელი იყო, ბოლოს კი უნაი გომესის დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

Sofascore-მა გიორგის თამაში 8.0 ქულით შეაფასა, ხოლო Whoscored-მა 7.9-ით და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. შედარებით დაბალი შეფასება, 7.4 დაიმსახურა ქართველმა flashscore-სგან.

„ღამურების“ საიტმა მოედნიდან გასვლისას მოზეიმე მამარდაშვილის სურათი გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: „დრაკულა, ბარბაროსი, გოლიათი, უცხოპლანეტელი, ბოროტი ჯადოქარი, მგელი“.


მკითხველის კომენტარები / 16 /
თამამად გამოდიოდა მაღალ ბურთებზე და ეგ მომეწონა. ძალიან რთული ჩაწოდებები შესაძლოა არ იყო, მაგრამ ფაქტია, თავდაჯერებულობა მომატებული აქვს.
გოგია
21 იანვარი 2024 18:18
0
რაოო? ვირიაო ხო? ვირი ვირი ვირი! ჰმ, ცუდი ცხოველია ვირი? მე მაგრა მამწონს და...
კ ო მ ბ ლ ე
21 იანვარი 2024 15:47
15
ბარბაროსი, ბოროტი ჯადოქარი. მონსტრი ქებააა?DDDDDDDDDDDDDDDDD
სოs
21 იანვარი 2024 14:07
1
ესპანურ ენაში ბარბაროსი და მონსტრი როცა ითქმის, იგულისხმება ძლიერი როგორც მონსტრი და დიახ, ქებაა, ესეთია ესპანური ენის სპეციფიკა
მეგრელი
22 იანვარი 2024 01:53
0
გიო, შრომა, შრომა და შრომა...
გიორგი 50
21 იანვარი 2024 13:53
1
ტოპ დონის საყრდენი და ცენტრ მცველი გვჭირდება რომელიც ითმაშებს ძირითადის იქნება თავიანთ კლუბებში ლიგის ფავორიტებს შორის იტრიალებენ . შეიკრება ხერხემალი ნაკრების მეტ-ნაკლებად.
giorgi
21 იანვარი 2024 13:01
2
Მჯერა, რომ საბა იქნება მაღალი დონის ცენტრალური მცველი.
Ჯიმა
21 იანვარი 2024 14:12
1
Canisaresi da morientesi gizdebian mamardaze
Pele
21 იანვარი 2024 11:47
0
საქართველოს ფეხბურთის ფედეაცია კბილებით უნდა იცავდეს ქართველი ფეხბურთელების ინტერესებს ყველგან, მაგრამ!!!!!!!
ნაპოლი-გეორგია!
21 იანვარი 2024 11:35
13
ძალიან სასიხარლოა მამარდას წარმატება. ასეთი მეკარე არც გვყოლია მგონი რაც ფეხბურთს უყურებ. კარგია ვალენსია რომ თავის თავს ემსგავსება. მამრდას ლომის წილი მიუძღვის წარმატებაში და ყველას თვალთახედვაშია უკვე. კიდევ გავმეორდები ნაკრებში ხვიჩას და მამარდას ხანა იწყება, მგონი წარამტების იმედი უნდა გვქონდეს. წელს ევროპაზე უნდა გავიდეთ
G.LA
21 იანვარი 2024 07:23
2
2კაცი არ იგებს თამაშს. 5-6 მაინც გვინდა
დავით 67
22 იანვარი 2024 01:44
0
რა თქმა უნდა ვალენსია არ არის ის გუნდი, საიდანაც წლის სააუკეთესო მეკარეს აირჩევენ. არადა მეორე წელია ნახევარ გუნდს უდრის
ჟორა
21 იანვარი 2024 01:01
3
გიორგი და ირაკლის! მე მაგალითად საერთოდ არ ვსვამ შეფასებებს, მაგრამ რას იტყვით იმაზე რომ ბაიერის მეკარეს 14 გოლი აქვს გაშვებული და 2,5მლნ ღირს და მამარდაშვილს (24გოლი) 28,9მლნ. სამართლიანია?
დავით
22 იანვარი 2024 01:42
1
Მგონია რომ პირიქითაა. Არცთუ კარგი დაცვის მქონე გუნდის მეკარეს თავის გამოჩენის მეტი შანსი აქვს. Გიორგიც მშვენივრად იყენებს ამას. Მისი მშრალი მატჩი სხვისას ორს უდრის
ირაკლი ქუთაისელი
21 იანვარი 2024 11:17
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული