The Sunday Times: კვარაცხელიას მწვრთნელად მოურინიო - ნუთუ ეს გარდაუვალია?

AutoSharing Option
ბრიტანული The Sunday Times-ის ცნობით, "რომადან" დათხოვნილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ საუდის არაბეთის "ალ შაბაბის" მწვრთნელობაზე უარი განაცხადა, ვინაიდან მუშაობის ევროპაში და კერძოდ იტალიაში გაგრძელება სურს.

გამოცემის მტკიცებით, მოურინიო კარიერის გაგრძელების ვარიანტს მშვიდად ელის და მომავალ კვირაში თანამემამულე აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან ერთად "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება. ამიტომ მას იტალია არ დაუტოვებია.

ნეაპოლური მედია ირწმუნება, რომ პორტუგალიელის აზრით, ნეაპოლურ კლუბს განვითარებისთვის "რომაზე" მეტი ფინანსური რესურსი გააჩნია და უნდა თავისი მაღალი კვალიფიკაცია დაამტკიცოს, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. მას დიდი ამბიციები გააჩნია და
თვლის, რომ შეუძლია "ნაპოლის" სკუდეტო მოაპოვებინოს.

პრობლემა შეიძლება გახდეს "განსაკუთრებულის" მიერ მოთხოვნილი მაღალი გასამრჯელო და ის, რომ სატრანსფერო პოლიტიკა თავად უნდა განაგოს და აგრეთვე, არ დაუშვებს კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან გუნდის საქმეებში ჩარევას. მზადაა კი დე ლაურენტისი მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?

ასე რომ, არაა გამორიცხული, ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელი მოურინიო გახდეს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
გინდათ ხვიჩა მოედანზე მონსტრად გადაიქცეს??? ჰოდა მიუშვით ჟოზე ....

ეს მხოლოდ ჯოზეს შეუძლია შოუ დადგას და დიეგო მილიტოს ფინალში დუბლები აკეტებინოს,რონალდოს 65 ბურტი გაატანინოს და ასე შემდეგ...

არ გჯერათ დაგუგგლეთ...


გარსია, მაცარი შრეკი და ფიფქიათი უნდა აბა ნაპოლის ლიგაზე წარმატების მიღწევა??? ეს სოფლის გუნდებიუთ მოგება ჯოზეს შეუძლიააა...
შავი კაცი
22 იანვარი 2024 08:41
5
თუ დააკვირდით, არც ერთ ნორმალურ ფეხბურთელს, ან მწვრთნელს არ უნდა დღევანდელ ნაპოლისთან საქმის დაჭერა. ალბათ მაურინიოც უარს იტყვის, თუ სულ არ გაგიჟდა
geo
22 იანვარი 2024 01:16
2
რამდენი ხანია, მაგას ვამბობ - კარგი გუნდიდან ვინ წავა? ერთმანეთს ასწრებენ გაქცევას მწვრთნელები და ფეხბურთელები...ეს ინტრიგანი და ავადმყოფურად ამბიციური ლაურენტესის დამსახურებაა.
ბესო
22 იანვარი 2024 09:02
2
დარწმუნებული ვარ რომ ეს გიჟი ხვიჩას გააგიჟებს. . . გინდა შეეე. . . კითხე გამრავლების ტაბულა ეგრეა. . თარჯიმანი იყო და პორტუს თასი ააწევინა. . .არა ეს იდეალურია ხვიჩასთვის. . .
ნაპოლეონი
22 იანვარი 2024 01:05
3
ეგ ნაგავი აკლდა ეხლა მაქაურობას
გიო
22 იანვარი 2024 01:29
17
ჟოზეს მოთხოვნა თუ ტრანსფერების მართვაა, მაშინ გამორიცხულია მისი ნაპოლიში მისვლა. 4 ფეხბურთელი რომ დაიმატა ამ ფანჯარაზე ნაპოლიმ, ვინმე ფიქრობს, რომ მათი დამატება მაცარის მოთხოვნით მოხდა? ლაურენტისი ტრანსფერებით შოულობს ფულს და მისი აზრია გადამწყვეტი ფეხბურთელის ყიდვაში, ასე რომ, ჟოზე ჩემი აზრით სხვა "ავტობუსს" თუ შეახტება, ლავრენტა არ გაუჩერებს. :)
გურულო
22 იანვარი 2024 18:05
0
ლავრენტა არ დათანხმდება მაგრეთ მოთხოვნებს და თუ დათანხმდება სამაგიეროდ ისეთ რამეს ჩაუწერს, აი როგორც ჩემპიონთა ლიგის მოგებაა! მაცარის კაპიკებს აძლევს, ფეხბურთელებს თვითონ ყიდულობს და ყიდის, მეოთხე ადგილი აქვს დაგეგემილი! ესე იგი მაურინიომ ამაზე მეტი უნდა გააკეთოს ვიდრე მაცარის გეეგმაა! პირველ რიგში მოუგოს ბარსელონას და დაეწიოს მილანს სატურნირო ცხრილში (ინტერი და იუვენტუსი ძალიან შორს არიან უკვე). ამ შემადგენლობით ვერც ერთს იზავს და ვერც მეორეს მაურინიო! მაცარიმ უნდა ჩაამთავროს სეზონი და ლავრენტამ მილანიდან უდა მოიყვანოს პიოლი! სხვა გამოსავალი არ ჩანს!
მწვრთნელი
22 იანვარი 2024 08:48
2
ჟოზე გულისამრევი უხეშ და უტვინო ფეხბურთს ათამაშ3ბდა რომას. ამის მაგივრად ჯობია ჟირონას მწვრთნელი გადმოიბიროს ლაურებტისმა
რობი
22 იანვარი 2024 15:39
2
ჟირონაში იაკობიშვილი რომ თამაშობს რა კარგი ბიჭია, ზუსტად იმ პოზიციაზეა რაც დღეს საქართველოს ნაკრებს სჭირდება, ეგ არის რომ უნგრეთის მოქალაქეა და ყველა ასაკობრივში აქვს ნათამაშები, ალბათ ძირითად გუნდშიც მიიწვევენ
მამუკა
22 იანვარი 2024 00:55
4
და რა დაინახე ამ ბიჭში ასეთი? ტრამვის გამო შეიყვანეს შეცვლაზე. მე ეხლაც ვუყურებ ამ თამაშს. ჯერ არ დამთავრებულა. ფაქტიურად ბურთი არ მიუღია.
გივი
22 იანვარი 2024 01:36
1
არ არის ქართველი, ებრაელია
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
22 იანვარი 2024 01:10
0
ყველა გამოხმაურება
აკი საუდის არაბეთში მიდისო, თქვენთან იყო სტატია
ხათუნა
22 იანვარი 2024 00:19
4
არ მომწონს მოურინიო და არც კვარაც მენანება ამ ნაპოლიში..თჯმცა ფორმაშიც არაა..და ამ გუნდს რატომღაც ეს დათხვეული მიცემს მუხტს..თუ არადა დამთავრდა ერთ ბედს ქვეშავა ვართ ლაბავ მე და შენო..იმღერონ
კიეზა
22 იანვარი 2024 13:05
0

სიახლეები პოპულარული