იტალიური ფეხბურთის სიმახინჯე. მსხვერპლი დასჯილი გამოდის - ძილიანი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარმარბი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მორიგ მატჩში "ლაციოსთან" დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ჟურნალისტი პაოლო ძილიანი კი მიიჩნევს, რომ "კვარა" იტალიის ჩემპიონატის მახინჯი სახის მსხვერპლია და ამით მათი ფეხბურთი ზარალდება.

ძილიანმა განაცხადა, რომ ქართველის დასჯა იტალიური ფეხბურთის ნეგატიურ სახეს წარმოადგენს, რამეთუ ის ფეხბურთის სილამაზეა, მსაჯებისგან დაცული უნდა იყოს და პირიქით ხდება.

ძილიანმა იტალიურ მედიაში აღნიშნა, რომ კვარაცხელიაზე ნადირობა გრძელდება და იმის მაგივრად, რომ დამნაშავეები დასაჯონ, აბსურდს აქვს ადგილი და დასჯილი ხვიჩა გამოდის.

მკითხველის კომენტარები / 12 /
დღრეს ინტერი ,ნაპოლიზე ძლიერი გუნდია და გაიმარჯვა კიდეც,თუმცა სიმეონე,ვფიქრობ რომ გასაძევებელი არ იყო და ამის შემდეგ,ნაპოლი განწირული იყო.სიმეონემ,პირველი ყვითელი,სწრაფი კონტრშეტევის გამო მიიღო.75 წუთზე,ინტერის ფეხბურთერლმაც ჯარიმით ჩაშალა სწრაფი კონტრშეტევა,მაგრამ მსაჯმა,მხოლოდ ჯარიმა დანიშნა და მაცარიც გააფრთხილა,პროტესტისნ= გამოთქმის გამო.თამაშის განმავლობაში,ნაპოლიმ მხოლოდ ერთხელ დაარტყა ზუსტად და ისიც კვარაცხელიამ,თანაც ძალიან სახიფათოდ.პირველ ტაიმში,ისიც წააქციეს,უკანიდან უხეშად დაჯახებით,მაგრამ მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა და ინტერმა სახიფათოდ შეუტია.ხვიჩა დაცვაშიც ბევრს მუშაობდა და ფლანგზეც რამდენჯერმე სცადა გარღვევა,მაგრამ კარის წინ,არავინ ეხსნებოდა,პასი რომ მიეცა.ამის გამო,იძულებული ხდებოდა,შეჩერებულიყო და პასი უკან გაეკეთებინა.ზუსტად ასეთივე სურათი ჰქონდა ხოლმე,რუბინშიც,როცა დესპოტოვიჩი ტრავმირებული იყო,სხვები კი,მხოლოდ ხვიჩას შეჰყურებდნენ,რას იზავსო და გახსნაზე არც ფიქრობდნენ.ნაპოლიმ,დაცვიდან ითამაშა,რადგან დაცვის იმედი არ ჰქონდა,თუმცა ინტერს საშუალება მისცეს,21 დარტყმა განეხორციელებინათ კარში და თითქმის ვერაფერი დაბლოკეს,ინტერის დაცვისაგან განსხვავებით.ხვიჩას ვერაფერში ვუსაყვედურებ,რაც შეეძლო გააკეთა.ინტერი უფრო ძლიერი გუნდია და მიზანსაც მიაღწია
სოსო
03:10 23-01-2024
1
ა! კაცი! 100% მართალს ამბობს!!
ირაკლი
19:50 22-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული