როგორც იცით, ჩვენებურს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, მაგრამ მწვრთნელი ივან იურიჩი მასზე მუდამ დადებითად საუბრობს.
"საზონოვის იჯარაზე ან მისთვის რაიმე ახალი ვარიანტის პოვნაზე არ ვმუშაობთ", - ციტირებს ვანიატის სიტყვებს RB Sport-ი.
ამ სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტურინელები საბაზე დიდ იმედებს ამყარებენ და მას, დიდი ალბათობით, სათამაშო დროც გაეზრდება.
მიმდინარე სეზონში საზონოვმა "ტორინოს" 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მინდორზე 149 წუთი გაატარა.