"ტორინოს" სპორტულმა დირექტორმა საბა საზონოვის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ტორინოს" სპორტულ დირექტორ დავიდე ვანიატის გუნდის ქართველი მცველის, საბა საზონოვის მომავლის შესახებ დაეკითხნენ.

როგორც იცით, ჩვენებურს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, მაგრამ მწვრთნელი ივან იურიჩი მასზე მუდამ დადებითად საუბრობს.

"საზონოვის იჯარაზე ან მისთვის რაიმე ახალი ვარიანტის პოვნაზე არ ვმუშაობთ", - ციტირებს ვანიატის სიტყვებს RB Sport-ი.

ამ სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტურინელები საბაზე დიდ იმედებს ამყარებენ და მას, დიდი ალბათობით, სათამაშო დროც გაეზრდება.

მიმდინარე სეზონში საზონოვმა "ტორინოს" 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მინდორზე 149 წუთი გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაპოლის კი არა, მილანს სურს ბონჯორნო. თუმცა ნაპოლის დაცვას დახატავდა მართლაც. საზონოვსაც წაადგებოდა ეს ტრანსფერი.
Burton
14:23 24-01-2024
2
როგორც ამბობენ ნაპოლის Alessandro Buongiorno - ს ყიდვა სურსო , თუ ეს მოხდა სავარაუდოდ მეტი დრო მიეცემა .
ზურა
12:47 24-01-2024
1

სიახლეები პოპულარული