მარადონას შვილი: ჩემს მამას კვარაცხელია ეყვარებოდა, რადგან...

AutoSharing Option
ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა-უმცროსმა რადიო Kiss Kiss-ის ეთერში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"კლუბმა სატრანსფერო ფანჯრისას რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა. ძალიან მომწონს მაცოკი, მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენს გუნდს დაეხმაროს. პერესი კარგი მცველია, შემთხვევით კი არ არის არგენტინის ნაკრების წევრი, მაგრამ სამცველიან დაცვაში თამაშსაა მიჩვეული. ვნახოთ, რა გამოუვა. რაც შეეხება დენდონკერსა და ტრაორეს, დროა საჭირო, რომ გავიგოთ, როგორ გამოადგებიან გუნდს.

ოსტიგარდის გასხვისებას აპირებენ? ვერ გავიგე, რატომაა ასეთი სიტუაცია. ჩვენ, ნეაპოლელებს, ყოველთვის გვავიწყდება, ვინ იხარჯება ბოლომდე, ასე იყო
თვით იგუაინის შემთხვევაში.

ვინ მოეწონებოდა მამას? ქართველი კვარაცხელია ეყვარებოდა, ვინაიდან მას მოსწონდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც გულშემატკივრების გახალისება და ბურთთან "მეგობრულად მოპყრობა" შეუძლიათ. რა თქმა უნდა, მამას ხვიჩა ეყვარებოდა, როგორც ძალიან დიდი ფეხბურთელი".

მკითხველის კომენტარები / 13 /
გამომძვრალან, გამომძვრალან, სხვადასხვა სახელით ერთი და იგივე ძველის ძველი სიმღერით. კარგის ნიშანია)))
გიორგი
27 იანვარი 2024 17:23
3
ყველაფერი კარგია თუ რეალობას თვალს გაუსწორებ და ვირტუალურ სივრცეში არ გადავარდები.
მარკი
27 იანვარი 2024 13:44
3
როდესაც საქართველო ისრაელს ხვდებოდა და საქართველოს ოლიმპიადის ბედი წყდებოდა ნეტავ სად ისვენებდა კვარა?კვიპროსში ქალთან ერთად.
სიყვარულს მოპოვება უნდა.
27 იანვარი 2024 12:14
35
Ხვიჩამ, Თქვენ დაგითმოთ ადგილი გუნდში და მოგეგოთ ტურნირი! Თუმცა თქვენ ხომ სხვისგან ითხოვთ მუდმივად თავგანწირვას, თავად მხოლოდ "კლავიატურაზე კაკუნი" შეგიძლიათ.
Სიყვარულს მოპოვება უნდა-ს
27 იანვარი 2024 17:39
1
Გეყოთ წუწუნი! Რა ოლიმპიადა?! Რის ევროპა და მსოფლიო?! Ერთი კვარაცხელია თამაშობს ტოპ - 5 ის ძირითადში. დანარჩენები?! Დაბალი დონის ლიგებში თამაშობენ და იქაც ვერ ხვდებიან სტაბილურად - ძირითად შემადგენლობაში.
Ლუზერების გასაგონად!
27 იანვარი 2024 15:16
3
ვინც საქართველოზე წინ ქალს დააყენებს რაში უნდა მიყვარდეს? არასოდეს დამავიწყდება ოლიმპიადაზე რომ ვერ წავედით.
ასეა ეს
27 იანვარი 2024 11:45
24
შენ და შენაირები უცოლოდ ვიბრირებთ!..და თან პატრიოტები გგონიათ თავები ვაი
რა ცინიზმია
27 იანვარი 2024 13:09
3
ყველაზე ბოღმიანები ხვიჩას ცოფიანი სექტაა.. სექტაში გულშემატკივრებს არ ვგულისხმობ, არამედ იმ ცოფიანებს რომლებიც ჯანსაღი კრიტიკის დროსაც კი ცოფებს ყრიან. ეგ არაა გულშემატკივრობა!!!
..
27 იანვარი 2024 07:21
5
რავიცი, მიყოლებით ჩატარებული რამოდენიმე შედარებით სუსტი თამაშის შემდეგ აღვნიშნე, რომ ხვიჩა ვერ იყო ფორმაში, ეხლაც ვფიქრობ რომ ობიექტური შეფასება იყო, არც ცოლი მიხსენებია და არც არაფერი, მაგრამ ისე შემომესიენ კომენტარებში თითქოს მტერი ვყოფილიყავი. ისევ დავაფიქსირებ, რომ გულშემატკივრობა ცოფების ყრაში არ გამოიხატება, ზედმეტი სუბიექტურობა არასდროსაა კარგი.
..
27 იანვარი 2024 17:48
0
მერედა,სად ნახეთ თქვენ აქ კეთილმოსურნე,ობიექტური,მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე მიმთითებელი კრიტიკა ხვიჩას თამაშისა?..როდესაც მისი შედარებით დაბალსანახაობრივი თამაშის გამო გამოხტებიან ადამიანები და ქირდვას,ნიშნისმოგებას,ოჯახსა და მეუღლეზე ბილწ მითითება-მინიშნებებს შეუდგებიან,ასეთებს ბოღმიანი ვაიგულშემატკივრების გარდა განა სხვა რაიმ სახელი შეეფერება? (თუმც,თქვენს მიერ ხსენებული "ცოფიანთა სექტა" ალბათ უფრო მიესადაგება მათ მდაბიო ქცევას)ასეა ეს მეგობარო,სამწუხაროდ,ასეა.
კოლხიდელი
27 იანვარი 2024 12:51
3
დიეგოს და ყველა არაბოღმა ადამიანს ეყვარებოდა და უყვარს ხვიჩა, აი ბოღმებს არ ეყვარებად არასოდეს.
tobo
27 იანვარი 2024 01:16
4
აბა, სადა ხართ, ამ საიტის მასხარებო, თქვენი სოროებიდან გამოძვრომის დროა.
გიორგი
26 იანვარი 2024 23:31
13
მართალს კი ამბობ,მაგრამ მაინც რას ამბობ,ძმაო,ხვიჩას ზოგიერთმა ნაძირალა,ბოღმა თანამემამულემ არ გაგიგოს,თორემ აგიკლებენ გინებით მისი ამ დონეზე შექება როგორ გაბედეო...
ბრაზი
26 იანვარი 2024 21:24
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული