მიქაუტაძემ 83 წუთი ითამაშა - "მეცი" "ნიცასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-19 ტურში „მეცი“ გასვლაზე მეორეადგილოსან „ნიცასთან“ 0:1 დამარცხდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, სტუმრები, რომელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძე აქტიურობდა, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ. მომენტები ბევრი არ შეიქმნა, მოედანზე დიდად სანახაობრივი არაფერი არ ხდებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით უხიფათოდ შეუტიეს, მალე თამაში გათანაბრდა, თუმცა „ნიცამ“ პენალტი მოიპოვა და ევან გესანმა თავისი გუნდს მოაგებინა.

მიქაუტაძე 83-ე წუთზე შეცვალეს
და მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.3, sofascore 6.2, whoscored 5.8.

„მეცი“ 16 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 4 თებერვალს „ლორიენს“ უმასპინძლებს.

მეცი. „ალიანც რივიერა“

ნიცა - მეცი 1:0
გოლი: გესანი (77, პენ)

altდუბლი და საგოლე პასი - მიქაუტაძის მაგარი მატჩი "ესპერანჟთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ისე გაგვიხდა საქმე, რომ ლუქსემურგთან ალბათ მარტო მამარდაშვილის იმედათ უნდა ვიყოთ.
geno
00:48 28-01-2024
5
ვინც თვლის რომ 6 თვის უთამაშებელი ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ადგილოსანს გადაუვლიდა, უბრალოდ მეოცნებე ოპტიმისტია. დიდი წარმატებები გიორგის.
გიზოგ
07:54 28-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული