მიქაუტაძემ 83 წუთი ითამაშა - "მეცი" "ნიცასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-19 ტურში „მეცი“ გასვლაზე მეორეადგილოსან „ნიცასთან“ 0:1 დამარცხდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, სტუმრები, რომელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძე აქტიურობდა, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ. მომენტები ბევრი არ შეიქმნა, მოედანზე დიდად სანახაობრივი არაფერი არ ხდებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით უხიფათოდ შეუტიეს, მალე თამაში გათანაბრდა, თუმცა „ნიცამ“ პენალტი მოიპოვა და ევან გესანმა თავისი გუნდს მოაგებინა.

მიქაუტაძე 83-ე წუთზე შეცვალეს
და მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.3, sofascore 6.2, whoscored 5.8.

„მეცი“ 16 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 4 თებერვალს „ლორიენს“ უმასპინძლებს.

მეცი. „ალიანც რივიერა“

ნიცა - მეცი 1:0
გოლი: გესანი (77, პენ)

altდუბლი და საგოლე პასი - მიქაუტაძის მაგარი მატჩი "ესპერანჟთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ესეთი გაბოროტებულები და დაბოღმილები როგორ ხართ ცხოვრებაზე, რომ უკვე აღარც უკვირდებით რას და როგორ აკრიტიკებთ და ლანძღავთ. ბიჭს მთელი სეზონი არ უთამაშია და თურმე ნიცას ბურთი როგორ ვერ გადაახია. უმეტესობას არც გაქვთ თამაში ნანახი და აქ იმისთვის შემოდიხართ რომ როგორმე ბოღმა დაანთხიოთ. წვერს როგორ გაიპარსავს ისიც თქვენ გკითხოთ? სხვის ცხოვრებაზე დაბოღმვას ჯობია თქვენ ცხოვრებას მიხედოთ და გულში ბოღმის და სიბოროტის გარდა სხვა რამეც რომ გქონდეთ
Xizana
22:18 28-01-2024
1
პენალტი რაზე დაიდო დიდ გამოცანად დარჩა ჩემთვის.
sul2
18:51 28-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული