რას ჰგავდა "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშე და როგორია პერსპექტივა

AutoSharing Option
სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ რომში „ლაციოსთან“ ფრეს (0:0) მიაღწია. ამ მატჩში ნეაპოლურ გუნდს კარში ბურთი არ დაურტყამს, რაც 2012 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა და ყველამ შესანიშნავად დაინახა, რას წარმოადგენს მაცარის კრებული ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის გარეშე. თავად მაცარი შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ იმ კადრებით, რაც მის განკარგულებაში იყო, ადაპტირება მოახერხა, ახალი სისტემა შექმნა და ეს საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა.

მომავალი სეზონისთვის ახალი სისტემის შექმნაზე მუშაობა კი კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უკვე დაიწყო. მან ზამთრის
სატრანსფერო ფანჯრის კვალობაზე ბევრი ფეხბურთელი დაიმატა და აშკარაა, ზაფხულში გუნდის გადასაწყობად ამთავითვე ემზადება. იმ დროისთვის, ალბათ, ვიქტორ ოსიმენს გაყიდის და ძნელი სათქმელია, დატოვებს თუ არა მაცარის, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. დე ლაურენტისს სხვა მწვრთნელის მოყვანა კი უნდა, მაგრამ მაღალი დონის სპეციალისტები ასევე მაღალ გასამრჯელოს მოითხოვენ და თავის საქმიანობაში ჩარევის უფლებას არავის არ მისცემენ, რაც კლუბის მფლობელს, ცხადია, არ აწყობს. ამდენად, ძნელი სათქმელია, ვინ იქნება მომავალში გუნდის თავკაცი.

გამოსასწორებელი კი ბევრია, მაცარის დიდი არჩევანი არც აქვს და ფონს შეძლებისდაგვარად იმ ფეხბურთელებით გადის, რომლებიც ჰყავს. ისინი ცოტას მოძრაობენ და ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში იღებენ. დააკვირდით დიდი გუნდების თამაშს, შეტევისას როგორ სწრაფად გადადიან მეტოქის ნახევარზე. მაგალითად, „რეალის“ იერიშისას ყველა მყისიერად წინ მიიწევს და ვინისიუსს სამოქმედოდ დიდი სივრცე აქვს. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ასეთ სიტუაციაში კვარაცხელიას თავის წარმოსაჩენად რა შესაძლებლობები მიეცემოდა და შემდეგ შეადარეთ, რა მდგომარეობაში იმყოფება „ნაპოლიში“, სადაც ხეირიანად პასს არ აძლევენ, სათანადო მხარდაჭერის გარეშეა, ორი მეურვე მუდმივად დარაჯობს და დაუნდობლად ურტყამენ ფეხებში. მერე გვიკვირს, რატომ აქვს ასეთი რეაქცია და რატომ იღებს ყვითელ ბარათებს. რას იზამ, ჩვენში შინაურ მღვდელს ხომ შენდობა არ აქვს.

ერთი რამ ფაქტია - „ნაპოლი“ კვარაცხელიას გარშემო აიგება და აბსოლუტური ლიდერის მძიმე ტვირთის ზიდვა მოუწევს (თან ისე, რომ, სავარაუდოდ, გასამრჯელოს არ მოუმატებენ), რამეთუ არც ჯაკომო რასპადორი და მით უმეტეს, ჯოვანი სიმეონე ოსიმენის ჯეროვანი შემცვლელები არ არიან. აურელიოს იაფფასიანი შენაძენები, რა თქმა უნდა, გუნდს ვერ გააძლიერებს და პერსპექტივა საკმაოდ პესიმისტურად მოჩანს. ასეთია სამწუხარო რეალობა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მოკლედ :! რასაც უხდიან იმაზე ათჯერ კარგად თამაშობს მაინც! რა პრობლემაა!? ვის რა პრეტენზია აქვს!? მიაკითხეთ გუნდის პრეზიდენტს!!!მოუგვარონ ღირსეული ხელფასი, მოამარაგონ პასებით და არა ასე ნახევარ ენერგიას უღიმღამო პასის მიღებაზე რომ ხარჯავს!ეხლანდელი ნაპოლი დაბალი კლასის გუნდია როგორც გუნდი ნულია,ერთი პლიუსი ინდივიდუალური თამაში ოსიმენი კვარა და აქ რჩება!ფეხბურთელი რომ ბურთს ემალება კარგი რა ნახევარზე მეტი გუნდი გასაყრელია უდაბლესი დონეა!
ტონი
08:47 25-02-2024
0
მაინც არ მესმის რას ემსახურება ეს სტატია,რა გამოდის ნაპოლი მარტო კვარა ყოფილა და მართალია ის ხალხი ვინც მას ნაპოლის ბოლოდროინდელ გაუფერებულ თამაშს და გუნდის ათეულს მიღმა ყოფნას აბრალებს. ვითომ გინდათ ამტკიცოთ რომ იგი გუნდის ერთპიროვნული ლიდერია და მის გარეშე გუნდი ნულია, არა და რამდენ უფერულ თამაშს გაგახსენებენ ამ სეზონში მისი კრიტიკოსები,განსაკუთრებით პრინციპულ შეხვედრებში. რა არ მოგეწონათ ნაპოლის-გუნდმა არ წაგებაზე ითამაშა პრინციპულ მეტოქესთან და შედეგიც დადო, ფაქტიურად იგივე მნიშვნელობის თამაში იყო,როგორც რომასთან,სადაც ხვიჩას მსაჯებთან კამათის მეტი არაფერი გაუკეთებია და კი წააგო ნაპოლიმ უშანსოთ. კიდევ..... სწორედ ასეთი პუბლიკაციები ამძაფრებს შემდეგ იმ გადაჭარებულ მოლოდინებს კვარას მიმართ და მისგან მოითხოვენ ყველა თამაშში გოლს,ასისტს, ყველას მოტყუებას თუ დაცვაში თამაშს,რაც მას ფაქტიურად არ შეუძლია და მიდის გაუთავებელი კრიტიკა და ლანძღვა გინება ყველა ბრუნვაში......კიდევ როგორ უძლებს ეს ბიჭი ამხელა ფსიქოლოგიურ წნეხს.
შულაია
12:09 30-01-2024
7

სიახლეები პოპულარული