"ეკიპის" ცნობით, "მეცი" "შტურმის" 27 წლის ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის ხელში ჩაგდებას ცდილობს.
გამოცემა იტყობინება, რომ "მეცი" პლეიმეიკერს ეძებს, "უოტფორდიდან" იმრან ლუზას გადაბირება ვერ შეძლო (იჯარით ლორიენში გადავიდა) და კიტეიშვილის სამსახურით დაინტერესდა, რომელიც პერსპექტიული კანდიდატია, რადგან მალე თავისუფალი აგენტი გახდება.
კიტეიშვილმა ამ სეზონში 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და შეიძლება გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი გახდეს.