მთელი ტურინი და იტალური მედია საზონოვის ამ საქციელმა აღფრთოვანებული დატოვა - საბას ეს ფოტო ვირუსულად ვრცელდება და მისი პოპულარულობა იზრდება [PHOTO]

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში იტალიელებმა გაავრცელეს ფოტო, თუ როგორ გადაადგლდება "ტორინოსა" და საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი ტურინში საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

Sportall.Ge

როგორც იტალიური მედიიდან ვიგებთ, ჩვენებური ვარჯიშიდან სახლში ტრამვაით ბრუნდება.

"70-იან წლებში ტრამვაით გადაადგილება და იქ ფეხბურთელის ნახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ახლა ასე არაა. საბა საზონოვის ტრამვაიში გამოჩენამ მისი იმიჯი და პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა და ეს ფოტო ვირუსული გახდა.

გულშემატკივრები ყოველთვის გაოცებული არიან ბალოტელის Lamborghini-თ ან კრიშტიანო რონალდოს Ferrari-თ, ამჯერად ეს არის ტრამვაი, რომელიც იწვევს ინტერესს და აღძრავს კოლექტიურ ფანტაზიას.

საზონოვი
ხშირად იყენებს ტრამვაის მე-4 ხაზს რათა იაროს ვარჯიშებზე. ახლა მას კარიერაშიც კარგი პერიოდი უდგას და ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმის გამო ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება შეუძლია", - წერს იტალიური მედია.
მკითხველის კომენტარები / 28 /
კარგი ბიჭი ხარ საბა.
გეგი
05 თებერვალი 2024 01:34
0
საბას ეტყობა რომ დისციპლინირებული და მშრომელი ბიჭია, მის მიერ იტალიურის სწავლა ასეთ მოკლე დროში ბევრ რამეზე მეტყველებს. ის ასეთი მენტალობით და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით ბევრს მიაღწევს.
კვარა
01 თებერვალი 2024 21:22
2
გაახარე საქართველო და ასახელე. თავი არ დაზოგო იბრძოლე ბოლომდე ჯიგარო
dato
30 იანვარი 2024 23:46
0
მაგარი კაცია, სულით წესიერი, საკუთარ თავზე მუშაობს, ცოლი არ მოიყვანო ჯერ კაი კაცო
საბურთალო
30 იანვარი 2024 23:44
9
Did fexburts itamashebs saba.
Levani
30 იანვარი 2024 22:37
0
ეტყობა კარგი აღზრდილია, არ აქვს თავში ავარდნილი. თანაც მენტალიტეტი აქვს დადებითი, რუსეთში საშუალო და უბრალო მოქალაქეებს არასოდეს უტყდებოდათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. იქ მიეჩვეოდა და ძალიანაც ნორმალურია. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
ციალა ბონდოს ძე გიტლერი-სტალინა
30 იანვარი 2024 17:37
5
კომბლე ზღაპრიდან ვიცოდი რომ კომბლებს თლიდა,არ მეგონა თუ გათლილი ხე იყო)))
კახა
30 იანვარი 2024 17:07
29
თან რამსიგრძე ფეხები აქვს ეგეც ხო რაღაცაა აა?ეგ რომ გაგვექცეს მაგის დამჭერი გვყავს ვინმე?
რაიოო? ქვილითაიას ნარბენი არ გაიშვას, დებილი ეეგ.
კ ო მ ბ ლ ე
30 იანვარი 2024 16:26
51
ასეთი უსაქმური რა გაჩნდი ამ ქვეყანაზე... საზოგადოებრივ აქტივობებში არასდროს ჩაერთო გთხოვ ვინც არ უნდა იყო და აქ წერე რამდენიც გინდა ))))) უბანშიც არ გახვიდე, ბავშვები არიან მაინც და რამე გავლენა არ მოახდინო მათზე
რა მაფიაა?
30 იანვარი 2024 17:30
3
ეს რომ მერი გახდება, შეიძლება ამან აღადგინოს ტრამვაი თბილისში
30 იანვარი 2024 17:02
27
საბას წარმატებებს ვუსურვებ, ცხოვრებაშიც და სპორტშიც.ერთი თხოვნა მაქვს ვინც კომენტარებში სიტყვებს:"ფეღბურთი"და "ფეღბურთელი " გამოიყენებს აეკრძალოს სამუდამოდ კომენტარის გაკეთება.
გამართულად ალბათ 90% ვერ ვწერთ,მაგრამ აი ფეღბურთი ძალიან ცუდი სიტყვაა
ნიკა
30 იანვარი 2024 16:02
1
და კიდევ “პენალი”.
ჯუჯი
31 იანვარი 2024 12:56
0
და კიდევ შეურაწყოფა :-)
:-)
30 იანვარი 2024 22:41
0
ყველა გამოხმაურება
მედალს აქვს ორი მხარე:
1) თავდაბალია, წესიერია, კარგი ტიპია, ტურინელებს მოსწონთ ასეთი პიროვნებები და ა.შ. და ა.შ.
2) გუნდის ხელმძღვანელობის გადმოსახედიდან უპრეტენზიოა, არ აინტერესებს ავტომანქანა, ბინა ქალაქის ცენტრში, ნორმალური ხელფასი, ბონუსები. ერთი სიტყვით არ არის პრეტენზიული და ჩვენი პირობებით ვაბურთავებთ.
ხომ არ გაგონებთ ეს ნაპოლის დამოკიდებულებას ხვიჩასადმი!?
გაითვალისწინე ეს საბა!

ძველი გულშემატკივარიmodi
30 იანვარი 2024 15:50
21

სიახლეები პოპულარული