ქართველი ვარსკვლავი ამჟამად 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, "პარტენოპეი" კი მას ხელფასის გასამმაგებას სთავაზობს, რაც ჩვენებურის მხარეს არ აკმაყოფილებს.
Calciomercato წერს, რომ ხვიჩას და მის აგენტს შეთავაზებულზე ორჯერ მეტი სურს, ამიტომ ახალი კონტრაქტის ამ ეტაპზე გაფორმება ჯერჯერობით შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი შრომითი ხელშეკრულებით, კვარაცხელია "ნაპოლიში" 2027 წლამდე უნდა დარჩეს.
პ.ს ვის უნდა ეზრუნა ადექვატური გამოსასყიდი თანხის კონტრაქტში შეტანაზე ნეტა?! მართალია...ამიტომ, როცა რუსეთს ტოვებ და ევროპაში მიდიხარ, აგენტიც შესაბამისი უნდა აიყვანო და არა ჯუღელის ყაიდის ოროსანი:))