უნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა, რატომ ინგრევა "ნაპოლი" და რა იყო სპალეტის განაწყენების მიზეზი - ჟურნალისტი განმარტავს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ყოველთვის ფართოდ აშუქებდა - "ლოკომოტივში", "რუბინში", საქართველოს ნაკრების მატჩზე თბილისში იმყოფებოდა და იური სიომინთან ერთად ქართველი იტალიაშიც მოინახულა. მან "ნაპოლისა" და მისი ერთ-ერთი ლიდერის შესახებ "იუთუბის" არხზე ინტერვიუში ისაუბრა:

"ხვიჩასადმი იყო და რჩება ფენომენალური სიყვარული. მისი და მთელი "ნაპოლის" პრობლემა მიმდინარე სეზონია. როგორც გუნდი, ჩვენ თვალწინ ინგრევა. კონფლიქტებიც და მწვრთნელის შეცვლაც.

უნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა? მისთვის სწორ ატმოსფეროში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, მაგალითად, რუსეთში მოჩანდა, როდესაც "ლოკომოტივში" ასპარეზობდა. იქ ძლიერი გუნდი იყო, ის 17
წლისა ჩამოვიდა და პროგრესი დაიწყო. "რუბინში" პირველ წელს ვითარდებოდა, იზრდებოდა, შემდეგ დაიწყო პრობლემები და ისიც ქვევით დაეშვა.

Sportall.Ge

თუ "ნაპოლი" ისევ ვერ შეძლებს სწორ გზაზე დადგომას, ვფიქრობ, ხვიჩას ისტორიისთვის ურიგო არ იქნება სხვა ლიგაში, სხვა ჩემპიონატში წასვლა. თუმცა, დე ლაურენტისისგან წასვლა ძნელია, ვინაიდან ხუთწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

ხელფასს ოსტატების დონეზე იღებს? რამდენადაც ვიცი, პირველი ხელშეკრულების მიხედვით, დაახლოებით 1 მილიონ ევროს იღებს. პრინციპში, ეს "ნაპოლისთვის" მომგებიანი გარიგება იყო... თავისუფალ აგენტად აიყვანეს? არა, ბათუმის "დინამოს" გადაუხადეს, იქ რთული გარიგება იყო. 10 მილიონი დაუჯდათ, ახლა კი მინიმუმ 50-60 მილიონი ღირს.

კვარაცხელიაზე იტალიაში ყურმოკვრით იცოდნენ, რომ "აიაქსი" და "ტოტენჰემი" იყვნენ დაინტერესებული. სპალეტი აკვირდებოდა? რ თქმა უნდა, ის კარგად იცნობს რუსეთის პრემიერლიგას.

მგონია, "ნაპოლის" სეზონი ჩაუვარდება და ძნელად წარმოსადგენია ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს. დიდი პრობლემები აქვთ, კიდევ შიდა კონფლიქტები - კვარაცხელიას აგენტის ინტერვიუ, როდესაც ოსიმენს შეეხო, ის კი არ გაჩუმდა.

Sportall.Ge

იციან რა ნეაპოლელების ტემპერამენტი, იტალიაში ვარაუდობდნენ, რომ სკუდეტოს მოპოვების მერე უახლოეს წლებში "ნაპოლის" კატასტროფა ელოდა. ისინი კიდევ ხუთი წელი იზეიმებენ ჩემპიონობას. რატომ გადააყენა დე ლაურენტისმა სპალეტი? გასული წლის მარტში, როდესაც სერია A-ში უახლოეს მეტოქეს 15-20 ქულით გაექცნენ და ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" თამაშობდნენ, გუნდში პრობლემები წარმატების "გაყოფის" გამო დაიწყო. დე ლაურენტისი პიარით გაერთო, გუნდის საქმეებში ჩარევა დაიწყო, ჩვენ კი მათ შორის "ზენიტიდან" ვიცით, რომ სპალეტის გასახდელის კონტროლი უყვარს. ეს მისი ტერიტორიაა, ისაა იქ მთავარი.

პრეზიდენტმა გასახდელზე გავლენის მოხდენა დაიწყო. ესაუბრებოდა თუ არა განმარტოებით ფეხბურთელებს? რა თქმა უნდა, იტალიურ პრესაში წავიკითხე, თავადაც ვიცი. სპალეტი ამბობდა, რომ ოსიმენთან და კვარაცხელიასთან კონტრაქტების გაგრძელება იყო საჭირო. იმას გულისხმობდა, რომ ამას იმსახურებდნენ. დე ლაურენტისმა ეს არ გააკეთა. ერთს ჰპირდებოდა და მეორეს აკეთებდა. კიდევ იყო ისტორია პრეზიდენტის გარემოცვის, უცხო ადამიანების გუნდზე გავლენის ზრდასთან დაკავშირებით, რაც სპალეტისთვის პრობლემად იქცა.

აგრეთვე, სპალეტი იმანაც გაანაწყენა, რომ კონტრაქტის ავტომატურად გახანგრძლივებაზე პუნქტი ჰქონდა, ამის თაობაზე კი e-mail-ით აცნობეს. ამან ძალიან გააბრაზა: ეტყობა, ყურადღება სურდა, შეხვედრები".

მკითხველის კომენტარები / 31 /
ჩოხატაურში!
xuta
31 იანვარი 2024 15:58
0
ჩოხატაურში!
xuta
31 იანვარი 2024 14:51
0
რუსი და სომეხი ეძახე და ყველაფერს წორად ამბობს ეხლაც და ადრეც სიმართლეს ლაპარაკობდა !
zura222
31 იანვარი 2024 14:14
1
ომი რო არა, ახლაც რუსეთში იქნებოდა. ვინ იცის რამდენი ხვიჩა დაღუპა ჯუღელმა რუსეთში
ლადო
31 იანვარი 2024 10:13
23
Zura, ანუ არ მეთანხმებით რომ ომი რო არა რუსეთში გაატარებდა კიდე რამდენიმე წელს? მაშინ როდესაც ბიჭი მზად იყო იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო? დაღუპვაა აბა რაა, როცა მასეთ წლებს რუბინში გაგატარებინებენ.
ლადო
31 იანვარი 2024 17:10
6
ვაჰმე--მართალი ხარ კაცი ნიჭიერი იყოს და მაგრა თამაშობდეს და რუსეთში კი არა ახალ გვინეაშიც გამოჩდება ! საინტერესოა როგორ დაღუპა ჯუღელმა "უამრავი ხვიჩა ? რაა მაგის მონები იყვნენ და ავტომატით ადგა არ ითამაშო თორემ დაგცხრილავო ? DD
zura222
31 იანვარი 2024 14:17
5
ყველა გამოხმაურება
ყველას დისლაიკი. მამუკას ბოტებს განსაკუთრებულად გამორჩეული დისლაიკი. დაანებეთ თავი ხვიჩას.
მამუკამ, კნარიკამ და მესროპ კარაპეტოვიჩმა როტორის ფეხბურფტეკლების პერსპეკტივების ანალიზი გაუზიარონ ერთმანეთს.
ქ. გ.
31 იანვარი 2024 09:46
18
ხვიჩას რუსული კარიერს პერიოდში,ნობელ არუსტამიანი ყოველთვის გამოირჩეოდა მის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით და კეთილ განწყობით.შესაძლოა ითქვას,სიყვარულით.აღტაცებული იყო მისი თამაშის მანერით და აქ "მოღვაწე""პარტიული გულშემატკივრებისაგან" განსხვავებით,ყოველთვის იცავდა,ტელე ეკრანიდან.რუსეთის ჩემპიონატიდან,ის სპალეტისაც კარგად იცნობდა და საერთოდაც,ჩვენზე მეტ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი.ასე რომ რა გარემოებებსაც ის აღწერს,დარწმუნებული ვარ,სწორი ინფორმაციაა.ისიც სიმართლეა,ნეაპოლელები,5 წელი იზეიმებენო,ჩემპიონობას,რადგან 1964 წელს,დინამოს გაჩემპიონებას,სწორედ ეს მოჰყვა და მეორე სეზონისთვის გუნდის მომზადება,ჩავარდა.
სოსო
31 იანვარი 2024 09:09
9
იმ წლებში 1977-78-79 ში დინამო უმაგრეს ფორმაში იყო და უმაგრესადაც თამაშობდა 1979 წელს იყო ყველაზე მაგარ ფორმაში თასის მოგება + სპარტაკიადაზე( სადაც ყველა უძლიერესი თამაშობდა და სოც ქვეყნებიდანაც იყვნენ იმიტომ რომ 1 წელში მოსკოვის ოლიმპიადა იყო და ყველა უძლიერესმა მოიყარა იქ თავი მოსამზადებლად და ფორმისთვის) ფინალში რომ წაგვაგებინეს + ლივერპულთან და ჰამბურგთან იმ დროის 2 საუკეთესო გუნდებთან უმაგრესი თამაშები ჰამბურგთან იქ რომ ვიგებდით და მუჯირის საკუთარ კარში გატანილი გოლის მერე გუნდი რომ მოიშალა და 1-3 წავაგეთ მაგრამ აქ რა დღეში ჩავაგდეთ პირველ 5 წუთში ორი საგოლე მომენტი გვქონდა გერმანელები ბრინჯივით დაბნეულები რომ იყვნენ მერე გუცაევმა რომ გოლი გაიტანა და ვიღაცა მთვრალმა იდიოტმა აღმოსავლეთ ტრიბუნის მეორე იარუსიდან სალუტის გასროლა რომ მოინდომა და სანამ ჰაერში აწევდა გაუვარდა და ის სალუტი პირველ იარუსსზე მოხვდა 12 წლის ბავშვს და შეჩერდა თამაში 20 წუთით და ამ დროს გონზე მოვიდნენ ჰამბურგელები და დინამოელები კი რაღაცნაირად დაითრგუნენ იმიტომ რომ ვიღაცა ...მა იდიოტმა გავრცელა რომ სასწრაფიში რომ აწვენდნენ იმ ბავშვს აღარ სუნთქავდა ალბათ მოკვდაო(არადა გადარჩა) და იმის მერე მარტო ჰამბურგი თამაშობდა და 3-2 მოგვიგეს @ გუცაევს ბევრჯერ აქვს ნათქვამი--ნეტავი არ გამეტანა ის გოლი და არ მომხდარიყო ის ამბავი იმ გოლის გარეშეც გავანადგურებდით ჰამბურგს ისეთ ფორმაში ვიყავითო ! + რა თქმა უნდა ჩემპიონობა დაგვაკარგინეს "ჩემპიონ" სპარტაკს 4 ქულით ჩამოვრჩით და რატომ ჩამოვრჩით ? 4 ქულა ფრეთა ლიმიტის გამო ჩამოგვართვეს პლიუს პახტაკორს რომ ვაჩუქეთ 2 ქულა(ყველამ იცის რატომაც) და ესეც 6 ქულა ! არადა ასიანი ჩემპიონები ვიყავით მაშინაც ! P.S. ჰამბურგთან ორივე თამაში შარშანწინ აჩვენეს მატჩ ტვ კლასიკაზე სტუმრად თამაშის ნაწყვეტები ნახევარ საათიანი და თბილისში თამაში მთლიანად და ინტერნეტშიცაა და ყველას შეუძლია ნახოს
zura222
31 იანვარი 2024 14:45
1
18 ნოემბრის მატჩის შემდეგ,თბილისი დინამოს,მთელი საქართველო შემოატარეს ზეიმ-ზეიმით და შრომით კოლექტივებთან შეხვედრებით.დინამო სათანადოდ ვერ მოემზადა მომავალი სეზონისათვის,თუმცა მათ გამარჯვებას,მაშინდელმა გაურკვევლობამაც გვარიანად შეუწყო ხელი.დადგა ბრეჟნევის ეპოქა,რომელიც გაცილებით უფრო რბილი იყო,ხრუშჩოვისაზე.ამ დროიდან,უკვე სხვა გუნდებმაც დაიწყეს,ჩემპიონობის მოპოვება.რა თქმა უნდა მსაჯები მეტწილად მოსკოვურ გუნდებს ეხმარებოდნენ,მაგრამ სხვა გუნდებსაც ეძლეოდათ შანსი და სარგებლობდნენ კიდეც ამით.ბრეჟნევის ეპოქაში,ჩემპიონები გახდნენ,კიევის დინამო,თბილისის დინამო,დნეპროპეტროვსკის დნეპრი,ერევნის არარატი,ლუგანსკის ზარია.რა თქმა უნდა უკრაინული გუნდები სჭარბობდნენ,მაგრამ ისინი მართლაც ძლიერი გუნდები იყვნენ და ქვეყნის მეთაურებად,უკრაინელების ყოფნის პირობებში,მათ ვერავინ დაჩაგრავდა,თუმცა დინამო,1978 წელს, არარატი,1972 წელს და მინსკის დინამოც,1982წელს გაირიეს მარაქაში.ეს უკვე აღარ იყო,ძველი,ტოტალური ბლოკირება,სხვა რესპუბლიკების გუნდების გამარჯვებაზე.ისე,1977 წელს,ბიჭებმა მოვთვალეთ და თბილისის დინამოს,მსაჯებმა,11 ქულა წაართვეს და ჩემპიონობა,ხელიდან გამოგგვლიჯეს.ჩემპიონი,კიევის დინამო გახდა.ჩემპიონატის ბოლომდე სამი ტურით ადრე,დინამოს რეალური შანსი ჰქონდა,ჩემპიონად გახდომის,მაგრამ მოსკოვში ტორპედოს შევხვდით და ტორპედომ,მკაცრი პრესინგით გვეთამაშა,დაწინაურდნენ კიდეც,3-1,მაგრამ ბოლო 20 წუთი,უკვე სირბილის არაქათი აღარ ჰქონდათ,დინამომგაიტანა ერთი გოლი,მერე მეორე და 3-2 დაიწყო...მსაჯმა 3, ასპროცენტიანი გოლი არ ჩაგვითვალა და კიდევ ორი,ნაღდი პენალტი გაატარა.დინამოს პროტესტი,საკავშირო ფედერაციამ,რა თქმა უნდა არ მიიღო.შედეგად წავაგეთ 3-2 და ჩემპიონობის შანსი დავკარგეთ.ამავე სეზონში იყო,ვოროშილოვგრადის ზარიასთან სკანდალური მატჩიც,როცა ზეუნამუსო მსაჯობით გაგიჟებული მაყურებელი,მოედანზე გადავიდა და მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის გაბედული ძალისხმევით დამთავრდა მშვიდობიანად,ეს ყველაფერი.ეს ყველაფერი,ალბათ ჩემზე კარგად თქვენ იცით,თუმცა ვინც არ იცის,მათთვის გავიხსენე."რა მოხდა თბილისის დინამოს სტადიონზე,1977 წლის 23 ივლისს".თბილისის ფორუმზეა დადებული საკმაოდ დაწვრილებითი ინფორმაცია,იქ დამსწრის მიერ და ვისაც აინტერესებს,შეუძლია მოიძიოს.ედუარდ შევარდნაძეზე,ბევრი უარყოფითი შეიძლება ითქვას,მაგრამ სწრაფ აზროვნებას და დიდ გაბედულებას,ვერავინ დაუკარგავს.
ტორპედოთან იმ მატჩის ანგარიშს გადავხედე,რუსულ "სოვეტსკი სპორტში" და ისინიც კი წერენ,რომ დინამოელებს ცრემლი უკრთოდათ თვალებში,მატჩის დამთავრების შემდეგ,ტორპედოელი ფილატოვი კი,ხშირად რისკავდა,პირდაპირ წითელი ბარათის მიღებას,თუმცა პირველ ტაიმში მიღებული გაფრთხილების შემდეგ,მსაჯ სერგიენკოს,წითელი კი არა,ყვითელი ბარათის ამოღებაც კი აღარ უფიქრია.
სოსო
31 იანვარი 2024 12:47
1
ყველა გამოხმაურება
ძალიან სწორად დაალაგა ნობელმა. ფაქტია, ხვიჩა დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, გუნდში ატმოსფეროზე და ა.შ. არაუშავს, გაიზრდება და დაიხვეწება, მაინც იმედს არ ვკარგავ, მთავარია დროზე წავიდეს ამ სოფლის გუნდიდან.
ირაკლი
31 იანვარი 2024 08:57
9
ირაკლი, შენ არაფერ შუაში ხარ, ჩემი კომენტარი ვინმე "ბესოს " პოსტის პასუხად დავდე, წამდაუწუმ რომ
იცვლის ნიკებს, მაგრამ წერის მანერაზე ადვილად იცნობა. პოსტი დადო, ჯერ დაამტკიცოს კვარაცხელიამ რომ ანაზღაურების მომატების ღირსია და მერე მოითხოვოსო. ჩემი კომენტარის შინაარსს დააკვირდი და თავად მიხვდები. ახლა მისი პოსტი გააქრეს.
ბესო მე ვარ
01 თებერვალი 2024 10:24
0
ნერვები დაიმშვიდეთ! რა სახელი უნდა გადავირქვა?! თავი ხომ არ მიგირტყია სადმე? ხვიჩას მიღწევებს რომ მახსენებ, მეხსიერებაში არ მაქვს პრობლემები. მეათასეჯერ ვწერ, ხვიჩამ თავისი კუმირების დონეს რომ მიაღწიოს უნდა აჩვენოს სტაბილურობა სეზონიდან სეზონამდე და არ უნდა იყოს დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, უნდა დაიკიდოს ყველაფერი და მიაწვეს ბოლომდე. რა არის ამაში გაუგებარი?! ნაპოლი თავისი შეგნებით რომ სოფლის გუნდია, შარშანაც ვწერდი! წაკითხულიდან აზრის გამოტანა ისწავლეთ თქვე მართლა ბოტებო!
ირაკლი
31 იანვარი 2024 13:05
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული