ჯუღელი "ნაპოლის" ხვიჩას ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება - კვარაცხელიას აგენტის მოთხოვნილსა და შეთავაზებულ ხელფასს შორის დიდი სხვაობაა

AutoSharing Option
Calciomercato წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტის ახალ კონტრაქტზე "ნაპოლის" ჯერჯერობით ვერ უთანხმდება.

ქართველი ვარსკვლავი ამჟამად 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, "პარტენოპეი" კი მას ხელფასის გასამმაგებას სთავაზობს, რაც ჩვენებურის მხარეს არ აკმაყოფილებს.

Calciomercato წერს, რომ ხვიჩას და მის აგენტს შეთავაზებულზე ორჯერ მეტი სურს, ამიტომ ახალი კონტრაქტის ამ ეტაპზე გაფორმება ჯერჯერობით შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი შრომითი ხელშეკრულებით, კვარაცხელია "ნაპოლიში" 2027 წლამდე უნდა დარჩეს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ჯუღელი დაღუპავს კვარას.
ლაშა
13:15 31-01-2024
2
ნაპოლი 3 მილიონს თავაზობსო და მამუკას
2 მილიონი უნდაო ))))))!ამიტომ ვერ მოილაპარაკეს ,))) ქართველი ვარსკვლავი ამჟამად 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, "პარტენოპეი" კი მას ხელფასის გასამმაგებას სთავაზობს, რაც ჩვენებურის მხარეს არ აკმაყოფილებს.

Calciomercato წერს, რომ ხვიჩას და მის აგენტს შეთავაზებულზე ორჯერ მეტი სურს, ამიტომ ახალი კონტრაქტის ამ ეტაპზე გაფორმება ჯერჯერობით შეუძლებელია.
ირაკლი
10:46 31-01-2024
0

სიახლეები პოპულარული